მკვდარი ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 44: ხაზი 44:
* [http://isramar.ocean.org.il/DeadSea/ მკვდარი ზღვის მონიტორინგი]
* [http://isramar.ocean.org.il/DeadSea/ მკვდარი ზღვის მონიტორინგი]
* [http://www.ezekielproject.org/ იეზეკიელის წყლის პროექტი]
* [http://www.ezekielproject.org/ იეზეკიელის წყლის პროექტი]
* [http://www.govisitisrael.com/dead-sea/145/ მოგზაურობა ისრაელში - მკვდარი ზღვა]
* [http://www.govisitisrael.com/dead-sea/145/ მოგზაურობა ისრაელში - მკვდარი ზღვა] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20110711120800/http://www.govisitisrael.com/dead-sea/145/ |date=2011-07-11 }}
* [http://www.timesonline.co.uk/tol/news/uk/article626646.ece შეჯიბრი მკვდარი ზღვის გადარჩენაზე]
* [http://www.timesonline.co.uk/tol/news/uk/article626646.ece შეჯიბრი მკვდარი ზღვის გადარჩენაზე]
* [http://www.wysinfo.com/Dead_Sea/dead_sea_overview.html დოკუმენტური ფილმი]
* [http://www.wysinfo.com/Dead_Sea/dead_sea_overview.html დოკუმენტური ფილმი]

17:38, 26 იანვარი 2021-ის ვერსია

მკვდარი ზღვა
ებრ. ים המלח
არაბ. البَحْر المَيّت
მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა
კოორდინატები: 31°29′27″ ჩ. გ. 35°28′47″ ა. გ. / 31.49083° ჩ. გ. 35.47972° ა. გ. / 31.49083; 35.47972
მდებარეობა ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე
სიმაღლე ზღვის დონიდან -405 
სიგრძე 67 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 605 კმ²
მოცულობა 78,2 ათასი კმ³
საშუალო სიღრმე 118 
მაქსიმალური სიღრმე 377 
მარილიანობა 260-300 
ჩამდინარე მდინარეები იორდანე
მკვდარი ზღვა — ისრაელი
მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა — იორდანია
მკვდარი ზღვა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 605 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან –405 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7%).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სანაპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი, ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.

უძველეს დროში მკვდარი ზღვა ბიბლიური მოვლენების ეპიცენტრში იყო. მის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი იერიქონი და სოდომი და გომორიც ახლოს უნდა ყოფილიყო. იმ ეპოქის მომსწრე სოდომის მთა ჯერაც დგას მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და მთლიანად ქვამარილისგან შედგება. ეროზიის შედეგად უსაყრდენო სვეტები წარმოიქმნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილს „ლოტის ცოლს“ უწოდებენ. კლდეს ეს სახელი ძველი აღთქმის ერთ-ერთი ამბის მიხედვით შეერქვა, რომლის თანახმად ღმერთმა ქალი მარილის სვეტად აქცია.[2]

მკვდარ ზღვაში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქიდან მკურნალობენ. დღესაც აქტიურად სტუმრობენ ამ მიზნისათვის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Long-Term Changes in the Dead Sea. Israel Marine Data Center (ISRAMAR).
  2. მსოფლიოს საოცრებები, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013. — 304 გვ, ISBN 9789941235399.