თემურ ქეცბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 85: ხაზი 85:
{{commonscat|Temuri Ketsbaia}}
{{commonscat|Temuri Ketsbaia}}
* [http://sportstat.gov.ge/?pg=sportsman&sid=448 ქართული სპორტის სტატისტიკა]
* [http://sportstat.gov.ge/?pg=sportsman&sid=448 ქართული სპორტის სტატისტიკა]
* [http://www.ketsbaia.com Ketsbaia.com]
* [http://www.ketsbaia.com Ketsbaia.com] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20141220153557/http://www.ketsbaia.com/ |date=2014-12-20 }}
* [http://www.soccerbase.com/players_details.sd?playerid=10522 ინფორმაცია Soccerbase-ზე]
* [http://www.soccerbase.com/players_details.sd?playerid=10522 ინფორმაცია Soccerbase-ზე]
* [http://fcdinamo.ge/ge/news?n=2556 თემურ ქეცბაია – 46 (თბილისის დინამოს ოფიციალური საიტი)]
* [http://fcdinamo.ge/ge/news?n=2556 თემურ ქეცბაია – 46 (თბილისის დინამოს ოფიციალური საიტი)]

16:44, 21 იანვარი 2021-ის ვერსია

თემურ ქეცბაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თემურ ქეცბაია
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 1968 (1968-03-18) (56 წლის)
დაბადების
ადგილი
გალი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 176 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1986 დინამო სოხუმი
1987 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1987–1992 დინამო თბილისი 104 (23)
1992–1994 ანორთოსისი 76 (36)
1994–1997 აეკი 84 (24)
1997–2000 ნიუკასლ იუნაიტედი 78 (8)
2000–2001 ვულვერჰემპტონი 24 (3)
2001–2002 დანდი იუნაიტედი 22 (6)
2002–2006 ანორთოსისი 99 (39)
სულ 487 (139)
ეროვნული ნაკრები
1992–2003 საქართველო 49 (16)
სამწვრთნელო კარიერა
2004–2009 ანორთოსისი
2009 პირეოსის ოლიმპიაკოსი
2009–2014 საქართველო
2015–2016 აპოელი
2016 აეკი ათენი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

თემურ ქეცბაია (დ.18 მარტი, 1968, გალი) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში. „აპოელის“ მწვრთნელი 2015 წლიდან

ფეხბურთელის კარიერა

საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის "AEK" ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.

1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმზის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დიდხანს აქაც ვერ გაჩერდა და 2001 წელს შოტლანდიურ "დანდს" შეუერთდა.

მწვრთნელის კარიერა

2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით. „ოლიმპიაკოსმა“ ქეცბაიას მეთაურობით 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არც ერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.[1] თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, სადაც საქართველოს მეტოქეებად ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები მოუწია, ქეცბაიას გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ციკლიც ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1-2, შოტლანდია 0-1, პოლონეთი 0-4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

2015 წლის აგვისტოში ქეცბაია „აპოელის“ მწვრთნელად დაინიშნა.[2]

ტიტულები

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო