დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 88: ხაზი 88:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Commonwealth of Independent States}}
{{commonscat|Commonwealth of Independent States}}
* [http://www.civil.ge/geo/article.php?id=19145 საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს დსთ-დან გამოსვლას]
* [http://www.civil.ge/geo/article.php?id=19145 საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს დსთ-დან გამოსვლას] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20080814234807/http://www.civil.ge/geo/article.php?id=19145 |date=2008-08-14 }}


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

23:35, 20 იანვარი 2021-ის ვერსია

Содружество Независимых Государств
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
დსთ-ს დროშა
დსთ-ს დროშა
Flag of the CIS
  წევრი ქვეყანა
  ასოცირებული წევრი
შტაბ-ბინა მინსკი, ბელარუსი
წევრი ქვეყნები 9 წევრი ქვეყანა
1 ასოცირებული წევრი
სამუშაო ენა რუსული
აღმასრულებელი მდივანი სერგეი ლებედევი
ჩამოყალიბდა 21 დეკემბერი, 1991
ოფიციალური საიტი http://cis.minsk.by

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ (რუს. Содружество Независимых Государств - СНГ) საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ალიანსი, შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.

დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა ყოფილიყო. თუმცა მრავალ დამკვირვებელთა აზრით დსთ -ს რუსეთისთვის საშუალება უნდა მიეცა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად დსთ კონფედერაცია არ არის.

საბჭოთა კავშირის ორმა ყოფილმა რესპუბლიკამ 1997 წლიდან რუსეთ-ბელარუსის კავშირი შექმნეს, კონფედერაციული გაერთიანებით.

წევრები

ისტორია

რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და ბელორუსია გაეროში

საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო). კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ-იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა. უკრაინა საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-1949, 1984-1985).

ბალტიის რესპუბლიკები სსრკ-ში

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმფსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“.

ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ მიერ 1989 24 დეკემბერს

1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ პრეზიდენტის მ.გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯ.ბუშს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება (მათ შორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ მიერ ოკუპაცია და ანექსიაც).

  • სინქრონოლოგია: მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანქსია საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც - საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.

დსთ-ს შექმნა ბალტიის რესპუბლიკების გარეშე

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)“ შექმნის ხელშეკრულებას.

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში ეუთოს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს დსთ-ში გაწევრიანებას.

საქართველო და დსთ

საქართველოს გაწევრიანება დსთ-ში

თავიდანვე თანამეგობრობა დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში აღქმული იყო, ერთი მხრივ, სსრკ-ის აღდგენის გარკვეულ მცდელობად, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების ცივილიზებული „გაყრის“ მექანიზმად. ამიტომაც, თავდაპირველად, საქართველო არ მიისწრაფოდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის და რუსეთის გამუდმებული ზეწოლის პირობებში, 1993 წლის 8 ოქტომბერს საქართველომ მიმართა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს დსთში საქართველოს გაწევრიანების წინადადებით, რაც ძალაში შევიდა 1993 წლის 3 დეკემბერს. დსთ-ის ფარგლებში, საქართველომ მოახერხა მიღება ისეთი დოკუმენტებისა, სადაც ხაზგასმულია საქართველოს ტერიტ. მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა (კერძოდ, 1996 წლის 31 იანვრის დსთ-ის სამიტის დადგენილება).

საქართველოს გამოსვლა დსთ-დან

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის, მასში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების მონაწილეობის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების გამო, 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება დსთ-იდან საქართველოს გამოსვლის თაობაზე. 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით აცნობა დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთ-იდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. შესაბამისად, 2008 წლის 18 აგვისტოდან საქართველომ თავიდან მოიხსნა დსთ-ის წევრობიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება. დსთ-ის წესდების (მ. 9) თანახმად, 2009 წლის 18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-იდან საქართვ. გამოსვლის ფორმალური პროცედურა. ამავე დროს, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წ. კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის ძალაში დარჩა დსთ-ის ფარგლებში დადებული რიგი საერთაშაშორისო მრავალმხრივი შეთანხმება, რომლებშიც მონაწილეობა არ არის შეზღუდული დსთ-ის წევრობით. მათ შორის, შეთანხმება დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ და ა.შ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „საქართველომ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაასრულა“. ახალი ამბები. Civil.Ge. 18 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2009. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)