ღვინუკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 31: ხაზი 31:
| საიტი = [https://www.facebook.com/pages/category/Homebrew-Supply-Store/%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90-Gvinuka-806613496350582/ ღვინუკა • Gvinuka]
| საიტი = [https://www.facebook.com/pages/category/Homebrew-Supply-Store/%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90-Gvinuka-806613496350582/ ღვინუკა • Gvinuka]
}}
}}
'''ღვინუკა''' — რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და შავი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდი რაჭიდან, რომელიც შექმნა 19 წლის მეღვინე ზუკა მაისაშვილმა. <ref name="iberia">[https://iberiamagazine.com/gvinuka/ ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით], ჟურნალი იბერია </ref><ref name="info9"> [http://www.info9.ge/sazogadoeba/208552-ghvinuka--ratculi-ghvino-didi-istoriith.html?lang=ka-GE ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით], Info.9</ref><ref>[http://rachanews.ge/?p=573 „ღვინუკა“ რაჭიდან – 19 წლის მეღვინის სტარტაპი]</ref>
'''ღვინუკა''' — რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და შავი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდი რაჭიდან, რომელიც შექმნა 19 წლის მეღვინე ზუკა მაისაშვილმა. <ref name="iberia">[https://iberiamagazine.com/gvinuka/ ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით], ჟურნალი იბერია </ref><ref name="info9"> [http://www.info9.ge/sazogadoeba/208552-ghvinuka--ratculi-ghvino-didi-istoriith.html?lang=ka-GE ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით], Info.9</ref><ref>[http://rachanews.ge/?p=573 „ღვინუკა“ რაჭიდან – 19 წლის მეღვინის სტარტაპი]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>


კომპანიის ოფიციალური საიტის თანახმად, მისი მიზანია გააცოცხლოს [[რაჭა|რაჭა-ლეჩხუმსა]] და [[სვანეთი|ქვემო სვანეთში]] დავიწყებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშები, შემდგომ კი მათგან აწარმოოს ღვინოები.ამისთვის პირველ ეტაპზე სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენდება რაჭული მცვივანის ვაზის ჯიში. <ref name="iberia"/><ref name="info9"/>
კომპანიის ოფიციალური საიტის თანახმად, მისი მიზანია გააცოცხლოს [[რაჭა|რაჭა-ლეჩხუმსა]] და [[სვანეთი|ქვემო სვანეთში]] დავიწყებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშები, შემდგომ კი მათგან აწარმოოს ღვინოები.ამისთვის პირველ ეტაპზე სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენდება რაჭული მცვივანის ვაზის ჯიში. <ref name="iberia"/><ref name="info9"/>

03:05, 18 იანვარი 2021-ის ვერსია

ღვინუკა
ტიპი კომპანია
დაფუძნდა 2019; 5 წლის წინ (2019)
დამაარსებელი ზუკა მაისაშვილი
სათავო ოფისი წესი, რაჭა
პროდუქცია ღვინო
საიტი ღვინუკა • Gvinuka

ღვინუკა — რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და შავი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდი რაჭიდან, რომელიც შექმნა 19 წლის მეღვინე ზუკა მაისაშვილმა. [1][2][3]

კომპანიის ოფიციალური საიტის თანახმად, მისი მიზანია გააცოცხლოს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დავიწყებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშები, შემდგომ კი მათგან აწარმოოს ღვინოები.ამისთვის პირველ ეტაპზე სადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენდება რაჭული მცვივანის ვაზის ჯიში. [1][2]

ღვინუკა საკუთარ ისტორიას უკავშირებს ზურაბ (ზურაბა) მაისაშვილის სახელს. 1850-იანი წლებისთვის მაღალმთიანი რაჭის სოფელ წესში დაიბადა ზურაბ (ზურაბა) მაისაშვილი. ზურაბი ადრევე დაობლდა და მისმა ბიძებმა გადაწყვიტეს 12 წლის ზურაბას ვლადიკავკაზში წაყვანა. მოგვიანებით წიფის გვირაბისა და რკინიგზის გაყვანის დაწყების შემდეგ ზურაბა მაისაშვილმა უბრალო მუშიდან-უბნის უფროსამდე (ანუ მთავარ ინჟინრამდე) განვლო გზა.[1][2]

წიფის გვირაბის ძირითადი სამუშაოები 1887 წლისთვის დასრულდა. ზურაბა მაისაშვილმა გადაწყვიტა მთელი მისი დაგროვილი დანაზოგები და კაპიტალი თავისი მშობლიური მხარისთვის მოეხმარა. მან შეიძინა ჰექტრობით მამულები, დაიწყო ამ მიწების დამუშავება და სხვადასხვა წარმოების განვითარება (მეცხოველეობა, მევენახეობა, მემარცვლეობა, ხის წარმოება), ააშენა დიდი რაჭული ოდა და დიდი მარანი, სადაც ტონობით ღვინო იწურებოდა ქვევრებში. [1][2]

ამავდროულად, ამ ყველაფერთან ერთად მეცენატობასაც მისდევდა, რადგან უშუალოდ ზურაბას და მისი თანამოაზრეების დაფინანსებით აშენდა მისი მშობლიური სოფლის, წესის და მიმდებარე სოფლების (ხიმში, კვაცხუთი) სკოლები.[1][2]

ზურაბა მაისაშვილი დაახლოებით 1919 წლისთვის გარდაიცვალა. პირველი წლები მის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას მისი შვილები განაგებდნენ, რომლებსაც განათლება რუსეთის იმპერიის წამყვან უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული, ხოლო გასაბჭოების შემდეგ მაისაშვილების ოჯახს არსებული ქონება და სიმდიდრე კომუნისტებმა ჩამოართვეს, როგორც მდიდარ გლეხებს, გააკულაკეს, მხოლოდ პატარა მიწის და ორი ოთახის დაუტოვეს. ის უნიკალური სახლი, რომელშიც მაისაშვილები ცხოვრობდნენ (უნიკალური რადგან ლურსმნის გარეშე იყო აგებული ხის დიდი რაჭული ოდის ტიპის სახლი) კომუნისტებმა დაშალეს და მისგან სამედიცინო პუნქტი, სკოლა და ბაღი ააშენეს.[1][2]

სქოლიო