უოლტ უიტმენ როსტოუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 41: ხაზი 41:
* {{C-SPAN|waltrostow}}
* {{C-SPAN|waltrostow}}
* [http://www.timesonline.co.uk/printFriendly/0,,1-45-582682,00.html უოლტ როსტოუ], ''[[The Times]]''-ის ჟურნალში, [[19 თებერვალი]], [[2003]].
* [http://www.timesonline.co.uk/printFriendly/0,,1-45-582682,00.html უოლტ როსტოუ], ''[[The Times]]''-ის ჟურნალში, [[19 თებერვალი]], [[2003]].
* [http://www.lbjlib.utexas.edu/johnson/archives.hom/oralhistory.hom/rostow/rostow.asp ინტერვიუ უოლტ როსტოუსთან ზეპირი ისტორიის შესახებ]
* [http://www.lbjlib.utexas.edu/johnson/archives.hom/oralhistory.hom/rostow/rostow.asp ინტერვიუ უოლტ როსტოუსთან ზეპირი ისტორიის შესახებ] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20160819080738/http://www.lbjlib.utexas.edu/johnson/archives.hom/oralhistory.hom/rostow/rostow.asp |date=2016-08-19 }}
* [http://www.wilsoncenter.org/walt-rostow ინტერვიუ უოლტ როსტოუსთან ბირთვული პროექტის შესახებ]
* [http://www.wilsoncenter.org/walt-rostow ინტერვიუ უოლტ როსტოუსთან ბირთვული პროექტის შესახებ]



22:03, 17 იანვარი 2021-ის ვერსია

უოლტ უიტმენ როსტოუ
მშობლიური სახელი Walt Whitman Rostow
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1916(1916-10-07)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი[7]
გარდ. თარიღი 13 თებერვალი, 2003(2003-02-13)[2] [3] [4] [5] [6] (86 წლის)
გარდ. ადგილი ოსტინი
მოქალაქეობა აშშ
მეუღლე Elspeth Rostow
საქმიანობა ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი
დამსაქმებელი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, Office of Strategic Services, კემბრიჯის უნივერსიტეტი და University of Texas at Austin
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[8]
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, საპატიო ლეგიონის ორდენის ლეგიონერი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, როდსის სტიპენდია და honorary doctor of the University of Miami[9]
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი და ბალიოლის კოლეჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი Arthur David Gayer
დოქტორანტი Paul Cootner
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია

უოლტ უიტმენ როსტოუ (ასევე ცნობილია როგორც უოლტ როსტოუ ან უ.უ. როსტოუ) (დ. 7 ოქტომბერი, 1916 — გ. 13 თებერვალი, 2003) — ამერიკელი ეკონომისტი, პროფესორი და პოლიტიკური თეორეტიკოსი, რომელიც მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველად ლინდონ ბ. ჯონსონის მმართველობის დროს — 1966 წლიდან 1969 წლამდე.

როსტოუ მუშაობდა სტრატეგიული სერვისების ოფისში მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მოგვიანებით იყო აშშ-ის საგარეო საქმეთა მრჩეველი, საპრეზიდენტო კანდიდატი და შემდეგ პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის გამოსვლების მწერალი; მას ხშირად მოიხსენიებენ კენედის ცნობილი „New Frontier“ გამოსვლის ავტორად. [10] 1960-იან წლებში, იგი იყო ძლიერი ანტი-კომუნისტი, რაც გამოიკვეთა მის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გატარებულ პოლიტიკაში. როსტოუ ცნობილია თავისი წიგნით „როსტოუს ეკონომიკური ზრდის ეტაპები: არაკომუნისტური მანიფესტაცია” (1960), რომელიც გამოყენებული იქნა სოციალური მეცნიერებების რამდენიმე სფეროში. როსტოუს თეორიებს ბევრი თანამდებობის პირი პატივს სცემდა როგორ კენედის, ისე ჯონსონის ადმინისტრაციაში, რადგან აღიქმებოდა, როგორც აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მზარდ კომუნიზმთან ბრძოლის ეფექტურ გზად.

როსტოვს არასოდეს უნინია ან ბოდიში ბოუხდია ვიეტნამში თავისი ქმედებების გამო.

ადრეული ცხოვრება

როსტოუ დაიბადა ნიუ-იორკში, მანჰეტენში, რუსი ებრაელი ემიგრანტის ოჯახში. მისი მშობლები, ლილიან (ჰელმანი) და ვიქტორ როსტოუები, [11] იყვნენ აქტიური სოციალისტები. მათ უოლტს სახელი უწოდეს პოეტი უოლტ უიტმენის პატივსაცემად. როსტოუს მამა, ვიქტორ როსტოვსკი, დაიბადა 1886 წელს, ოდესის მახლობლად მდებარე ქალაქ ორეხოვში და მოზარდობაში იყო ჩართული რუსეთის სოციალისტურ მოძრაობაში, აქვეყნებდა მემარცხენე გაზეთს მშობლების სახლის სხვენიდან, რომელიც მოითხოვდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დამხობას. [12] 1904 წელს, 18 წლის ასაკში, ვიქტორ როსტოვსკი ავიდა გემზე, რომელმა იგი ოდესიდან გლაზგოში გადაიყვანა და კიდევ ერთი გემი, რომელმაც ნიუ-იორკში წაიყვანა. [12] ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე როსტოვსკიმ შეიცვალა თავისი გვარი როსტოუზე. [12] 1912 წლის 22 ოქტომბერს, მან ცოლად შეირთო ლილიან ჰელმანი, რუსი ებრაელი ემიგრანტების ინტელექტუალურად დაჯილდოებული ქალიშვილი, რომელიც კოლეჯში წასვლას დიდხანს ცდილობდა, მაგრამ, რადგან მისი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო უმაღლესი განათლების მისაღებად, ვერ მოახერხა. მან სამაგიეროდ მომავალში მოუწოდა თავის ვაჟებს მისი დიდი ხნის ოცნება აესურლებინათ და უმაღლესი განათლება მიეღოთ. [12] როსტოვის მსგავსად, ჰელმანსი აშქენაზი ებრაელი იყო (იდიშზე მოლაპარაკე ებრაელები). როსტოუებს აღწერდნენ, როგორც ძალიან „იდეალისტურ“ ემიგრანტებს, რომლებსაც ღრმად უყვარდათ თავიანთი ახალი ქვეყანა და თავიანთ ვაჟიშვილებს უწოდეს მათი აზრით, სამი ყველაზე დიდებული ამერიკელის სახელი, კერძოდ, იუჯინ დებსის, უოლტ უიტმანის და რალფ ვალდო ემერსონის. [13]

პროფესიული და აკადემიური კარიერა

მეორე მსოფლიო ომის დროს როსტოუ მსახურობდა უილიამ ჯოზეფ დონოვანის სახელობის სტრატეგიული სამსახურების ოფისში. სხვა დავალებებთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო აშშ-ს დაბომბვის მიზნების შერჩევაში. მოგვიანებით, ნიკოლას კატზენბახმა ხუმრობით თქვა: „მე საბოლოოდ მესმის განსხვავება უოლტსა და ჩემს შორის. ...მე ვიყავი ნავიგატორი, რომელიც ჩამოაგდეს და ორი წელი გავატარე გერმანიის ციხის ბანაკში.“ [12] 1942 წლის სექტემბერში როსტოუ ჩავიდა ლონდონში, მტრის მიზნების განყოფილების სადაზვერვო ანალიტიკოსად და 1945 წლის გაზაფხულამდე მსახურობდა. [12]

1945 წელს, ომის შემდეგ, როსტოუ გახდა ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გერმანულ-ავსტრიული ეკონომიკური სამმართველოს უფროსის თანაშემწე, როსტოუ მიიწვიეს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დაბომბვის კვლევაში (USSBS) მონაწილეობის მისაღებად, გერმანიის ეკონომიკაზე სტრატეგიული დაბომბვის კამპანიის შესახებ, მაგრამ მან უარი თქვა. [12] 1947 წელს, იგი გახდა ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის თანაშემწე და მონაწილეობდა მარშალის გეგმის შემუშავებაში. როსტოუს ნაშრომებმა ევროპული ეკონომიკის ერთიანობაზე მიიქცია აშშ-ის გენერალური მდივნის თანაშემწის — დინ აჩესონის, ხოლო შემდეგ ჟან მონეს ყურადღება. ეს უკანასკნელი იყო ფრანგი დიპლომატი, რომელიც მიიჩნევა 1951 წელს დაარსებული ევროპული ქვანახშირის და ფოლადის საზოგადოების მამად, რომელიც შემდგომ ევროპის ეკონომიკურ საზოგადეობად გარდაიქმნა 1957 წელს. [14]

კორეის ომის დაწყებამ გადამწყვეტად შეცვალა როსტოუს მიდგომა და პოზიცი ა საბჭოთა კავშირზე. [12] კორეის ომამდე, როსტოუს სჯეროდა, რომ საბჭოთა სისტემა საბოლოოდ „დაწყნარდებოდა“ საკუთარი სურვილით და იგი ცივ ომს აღიქვავდა, როგორც მეტწილად უფრო დიპლომატიურ კონფლიქტად, ვიდრე სამხედრო ბრძოლად. [12] ჩრდილოეთ კორეის აგრესიამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ დაარწმუნა ის, რომ ცივი ომი მოითხოვდა უფრო მეტად მილიტარიზებული საგარეო პოლიტიკის გატარებას. [15] იგი გამოვიდა თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდის იდეით. ასევე აიძულა ამერიკელი ხალხი, მიეღოთ შედარებით მეტი დაბეგვრა.

ეკონომიკური ზრდის ეტაპები

1960 წელს როსტოუმ გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით — ეკონომიკური ზრდის ეტაპები: არაკომუნისტური მანიფესტი, რომელშიც აღწერილია როსტოური ეკონომიკური ზრდის (გაფრენის) ერთ–ერთი ძირითადი ისტორიული მოდელი, რომლის თანახმადაც ეკონომიკური მოდერნიზაცია ხდება ხუთი ძირითადი ეტაპის გავლით, ესენია: ტრადიციული საზოგადოება, გაფრენის წინაპირობები, გაფრენა, სიმწიფისკენ მიმართვა და დიდი მასების მოხმარება. ეს გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია მოდერნიზაციის თეორიის სოციალურ ევოლუციონალიზმში. წიგნის მიხედვით, ცივი ომის ერთ-ერთ მთავარი პრობლემა იყო სიღარიბე მესამე მსოფლიოში, სადაც კომუნიზმი იყო გაბატონებული. ამ პრობლემის მოგვარება კი შეიძლებოდა პოლიტიკური მოდერნიზაციით და ამერიკული ეკონომიკური დახმარებით.

მუშაობა კენედის და ჯონსონის ადმინისტრაციებში

ეკონომიკური ზრდის ეტაპებმა შთაბეჭდილება მოახდინა პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ კენედიზე, რომელმაც როსტოუ თავის პოლიტიკურ მრჩეველად დანიშნა. [16] მას შემდეგ რაც წარუმატებლად სცადა დუაიტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი პოსტზე დაკავება, როსტოუმ გადაწყვიტა ეცადა თავისი იღბალი კენედისთან ერთად 1960 წელს. [17] 1960 წლის არჩევნების დროს, იგი მუშაობდა კენედის კამპანიის გამოსვლების მწერლად და მრჩეველად. ამ პერიოდში მან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა, რადგან დაწერა კენედის ცნობილი გამოსვლის — ახალი ფრონტის (New Frontier) ტექსტი. მან ასევე მონაწილეობა მიიღო კენედის კამპანიის სლოგანის შექმნაში — „მოდით ისევ ავამოძრაოთ ამერიკა“ („Let's Get the Country Moving Again“)[18]

როდესაც კენედი პრეზიდენტი გახდა 1961 წელს, მან როსტოუ დანიშნა მისი ეროვნული უსაფრთხოების ასისტენტის მაკგორგ ბუნდის მოადგილედ. მიუხედავად იმისა, რომ როსტოუ მხოლოდ ბუნდის მოადგილე იყო, პრაქტიკულად უთანაბრდებოდა მას, რადგან თავდაპირველად კენედიზე დიდ გავლენას ახდენდა მისი რჩევები.[19]

როსტოუმ მხარი დაუჭირა ღორების ყურეში შეჭრის ოპერაციას, რადგან იგი კუბაში კომუნისტური მთავრობის არსებობა მისთვის მიუღებელი იყო, რადგან სხვაგვარად, ლათინური ამერიკის დანარჩენი ნაწილი შესაძლოა კომუნიზმით „დაინფიცირებულიყო“. ამასთანავე, როსტოუ იყო მთავარი ინსპირაცია პროგრესის ალიანსის შექმნისთვის, რომელიც მოიცავდა 20 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პროგრამას ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის.

როსტოუმ გააღიზიანა კენედი, რადგან, მისი აზრით, როსტოუს ძალიან ბევრი იდეა ჰქონდა საკუთარი თავისთვის და ვერ შეძლო ფოკუსირება იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო. [20] ასევე, კენედი ფიქრობდა, რომ როსტოუ მხოლოდ ვიეტნამის პრობლემებზე იყო ორიენტირებული და ჰქონდა „დომინოს თეორია“, რომლის მიხედვითაც თუ სამხრეთ ვიეტნამი დაეცემოდა, სხვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც მიჰყვებოდნენ მას და საბოლოოდ, ინდოეთიც დაეცემოდა. 1961 წლის ივნისიდან როსტოუ ურჩევდა კენედის დაებომბა ჩრდილოეთ ვიეტნამი.[21]

ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, ლინდონ ბ. ჯონსონმა, შეუწყო ხელი როსტოუ დაწინაურებულიყო ბუნდის თანამდებობაზე, მას შემდეგ რაც მან დაწერა ჯონსონის გამოსვლა. კენედი ზოგადად არ აქცევდა როსტოუს რჩევებს ყურადღებას, მაგრამ ჯონსონმა მასზე ყურადღება მიაქცია მას შემდეგ, რაც 1964 წლის თებერვალში დაწერა სტატია, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ სტრატეგიული დაბომბვის კამპანია საკმარისი იქნებოდა ომის მოსაგებად. [12]

გარაცვალება

უოლტ უიტმენ როსტოუ გარდაიცვალა 2003 წლის 13 თებერვალს, 86 წლის ასაკში, ოსტინში, ტეხასი.

ლიტერატურა

  • Ortolano, Guy. „The typicalities of the English? Walt Rostow, the stages of economic growth, and modern British history.“ Modern Intellectual History 12.3 (2015): pp. 657-684.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 Munzinger Personen
  7. Ростоу Уолт Уитмен // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. NNDB — 2002.
  9. https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
  10. in Walt Rostov Reserve , Daily Telegraph, February 24, 2003
  11. Rostow, W. W. : American National Biography Online. Oxford Index.
  12. 12.00 12.01 12.02 12.03 12.04 12.05 12.06 12.07 12.08 12.09 Milne 2008.
  13. Karnow 1983.
  14. Milne 2008, p. 37.
  15. Milne 2008, p. 43.
  16. Marc J. Selverstone (24 March 2014). A Companion to John F. Kennedy. Wiley, გვ. 277–. ISBN 978-1-118-60886-9. 
  17. Karnow 1983, p. 358.
  18. Milne 2008, p. 9.
  19. Milne 2008, p. 81.
  20. Mulcahy 1995.
  21. Milne 2008, pp. 93–94.