ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: ca:Luci Tarquini Col·latí
No edit summary
ხაზი 38: ხაზი 38:
[[ja:ルキウス・タルクィニウス・コッラティヌス]]
[[ja:ルキウス・タルクィニウス・コッラティヌス]]
[[nl:Lucius Tarquinius Collatinus]]
[[nl:Lucius Tarquinius Collatinus]]
[[ru:Тарквиний Коллатин]]

22:27, 23 თებერვალი 2008-ის ვერსია

ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი - (ლათ. Lucius Tarquinius Collatinus). რომის პირველი კონსული. იგი ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის, რომის უკანასკნელი მეფის ნათესავი იყო.

ტარკვინიუსის დამხობა

რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. სამხედრო ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.

რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ იცინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.

კოლატინუსსთან ერთად ლუციუს ბრუტუსიც ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებდა არა მარტო სექსტზე არამედ ლუციუსზეც.

ამ ამაზრზენი ამბის შეტყობამ მოსახლეობა აღაშფოთა, ბრუტუსმა კი შეკრებილ ახალგაზრდობას შეიარაღებისკენ და აჯანყებისკენ მოუწოდა. ფორუმზე მისულთ ხალხი იქ უკვე შეკრებილი დახვდათ. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღის საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ. ლუციუს ტარკვინუსი ამ ამბის შეტყობისთანავე დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად ერუტრიაში გაიქცა.

კონსულობა

რომაელთა მეფის ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ ბრუტუსმაც და სენატმაც ჩათვალეს, რომ ერთმმართველობა აღარ უნდა არსებულიყო, და ამიტომ თითო წლის ვადით ორი კონსულის არჩევა დააწესეს. პირველ არჩევნებში ბრუტუსმა რა თქმა უნდა გაიმარჯვა, მასთან ერთად კონსული ტარკვინიუს კოლატინუსიც გახდა. მიუხედავათ იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა.

ბრუტუსმა სენატის სხდომაზე მიმართა კოლატინუს და ურჩია, რომ უარი ეთქვა კონსულობაზე და დაეტოვებინა რომი. ამ უკანასკნელს ეს არ სურდა, მაგრამ ყველა ახლობელმა დაჟინებით ურჩია წასულიყო და ქონებაც წაეღო და ბოლოს იგი დათანხმდა.

წყაროები

წინამორბედი:
{{{წინამორბედი}}}
კონსული
ძვ. წ. 509 (245)
&
ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი
შემდეგი:
პუბლიკოლა, პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი