პეტრიწონის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 23: ხაზი 23:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Bachkovo Monastery}}
{{Commons category|Bachkovo Monastery}}
* [http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/petritsoni/petritsoni1.htm პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში]
* [http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/petritsoni/petritsoni1.htm პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20070314130911/http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/petritsoni/petritsoni1.htm |date=2007-03-14 }}
* [http://www.persee.fr/web/revues/home/prescript/article/rebyz_0766-5598_1984_num_42_1_2154 Gautier, P. Le typikon du sébaste Grégoire Pakourianos. - Revue des études byzantines, T. 42 (1984), pp. 5-145]
* [http://www.persee.fr/web/revues/home/prescript/article/rebyz_0766-5598_1984_num_42_1_2154 Gautier, P. Le typikon du sébaste Grégoire Pakourianos. - Revue des études byzantines, T. 42 (1984), pp. 5-145]
* [http://www.stmaryofegypt.org/typika/typ032.html Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery in Bačkovo]
* [http://www.stmaryofegypt.org/typika/typ032.html Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery in Bačkovo] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20090226190342/http://stmaryofegypt.org/typika/typ032.html |date=2009-02-26 }}
* [http://www.doaks.org/publications/doaks_online_publications/typikaPDF/typ032.pdf Byzantine Monastic Foundation Documents_Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery of the Mother of God Petritzonitissa in Backovo]
* [http://www.doaks.org/publications/doaks_online_publications/typikaPDF/typ032.pdf Byzantine Monastic Foundation Documents_Typikon of Gregory Pakourianos for the Monastery of the Mother of God Petritzonitissa in Backovo] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20110726002307/http://www.doaks.org/publications/doaks_online_publications/typikaPDF/typ032.pdf |date=2011-07-26 }}


[[კატეგორია:პეტრიწონის მონასტერი| ]]
[[კატეგორია:პეტრიწონის მონასტერი| ]]

15:53, 16 იანვარი 2021-ის ვერსია

პეტრიწონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტრის შესასვლელი
პეტრიწონის ღვთისმშობლის ხატი 1900 წელს
ღვთისმშობლის ხატის ქართული წარწერის ასლი, პეტრიწონის ტიპიკონის სოფიის ასლის ბოლო გვერდზე.

პეტრიწონის მონასტერი, აგრეთვე ცნობილი როგორც ბაჩკოვოს მონასტერი (ბულგ. Бачковски манастир) — ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტი ბულგარეთში, ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურების უნიკალური კომბინაციით.

ისტორია

მონასტერი 1083 წელს დააფუძნა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

კომპლექსში შედის ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას. 1204 წელს მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს.

ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე ივანე ალექსანდრე, რომელიც სამლოცველოს ერთ-ერთი არკის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი თურქების ბულგარეთში მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის საბოლოოდ მაინც გაძარცვულ და განადგურებულ იქნა, თუმცა XV საუკუნეში ისევ აღადგინეს. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.

მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.

შემონახულია 1311 წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს.

რესურსები ინტერნეტში