იაპონური დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11: ხაზი 11:
ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ(ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; '''ი'''ნი და '''ო'''ნი), იაპონლები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.
ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ(ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; '''ი'''ნი და '''ო'''ნი), იაპონლები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.


ტრადიციული იაპონური ტექსტები [[კლასიკური ჩინური]]ს მსგავსად შესრულებულია ქვესვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და [[მანგა]]ში. ამის გამოა, რომ იაპონლები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს ('''ჩვენი პერსპექტივით''') „არასწორად“ გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.
ტრადიციული იაპონური ტექსტები [[კლასიკური ჩინური]]ს მსგავსად შესრულებულია დაღმასვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და [[მანგა]]ში. ამის გამოა, რომ იაპონლები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს ('''ჩვენი პერსპექტივით''') „არასწორად“ გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.


სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა [[იაპონური ანბანი#R.C5.8Dmaji|რომაჯი]], წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.
სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა [[იაპონური ანბანი#R.C5.8Dmaji|რომაჯი]], წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.

06:36, 21 თებერვალი 2008-ის ვერსია


კანა და კანჯი. ვარჯიში კალიგრაფიაში . კიოტო

იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური (კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი (ჰირაგანა)) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენა აგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.

დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად — მარცხნიდან მარჯვნივ.

იაპონური წერა–კითხვის თავისებურებანი, მიმართულება

ქართული ენისაგან განსხვავებით იაპონურ ტექსტში სიტყვებს ჩვეულებისამებრ ინტერვალების გარეშე, ერთმანეთის მიყოლებით წერენ და მათი გადატანა, ან გაყოფა სტრიქონის, ან სვეტის ბოლოში ნებისმიერ ადგილას შეიძლება უტირეოდ(ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ადგილი სასვენი ნიშნის წინ). ქართულ ანბანში ასო–ნიშნები შეიძლება განსხვავებული ზომისა იყოს (მაგ.; ნი და ნი), იაპონლები კი ნიშნებს წერენ ნაგულისხმევ კვადრატებში, სადაც ყოველ იაპონურ ნიშანს, მათ შორის სასვენ ნიშანსაც ერთნაირი ზომა აქვს.

ტრადიციული იაპონური ტექსტები კლასიკური ჩინურის მსგავსად შესრულებულია დაღმასვლით, ანუ ტექსტი დაწერილია და იკითხება ზემოდან ქვემოთ, ამასთანავე სვეტები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, მარჯვნიდან მარცხნივ. ამ წერით მიმართულებას დღესაც გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებსა და მანგაში. ამის გამოა, რომ იაპონლები წიგნებსა თუ სხვა ბეჭდურ ნაწარმოებებს (ჩვენი პერსპექტივით) „არასწორად“ გადაშლიან–ხოლმე; სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა მარჯვნისაკენ უნდა გადმოვატრიალოთ და წავიკითხოთ არა თავიდან ბოლომდე, არამედ პირიქით.

სპეციალურ ტექსტებში, სადაც უხვადაა რომაჯი, წერენ და კითხულობენ მარცხნიდან მარჯვნივ და თანაც ჰორიზონტალურად. იგივე ითქმის (ჰორიზონტალურ) სარეკლამო თუ სხვა რამ წარწერებზე, გზის მაჩვენებლებზე, ტრაფარეტებზე.

გაზეთებში წერა–კითხვის მიმართულება დამოკიდებულია კონკრეტულ სტატიაზე, ანუ შეიძლება ერთ გაზეთში ორი სტატიის გასხვავებული მიმართულებებით მოგვიწიოს.

დამწერლობის სახეობები

იამადა ტარო – იაპონური სახელი კანჯიში

კანჯი

მთავარი სტატია: კანჯი

1945 წლამდე იაპონურად ჰორიზონტალურად (უმეტესწილად მარცხნივსვლით) წერდნენ. მოცემულ სარეკლამო პლაკატზე, რომელიც 1938 წელსაა გაკეთებული, ზემოთ პროდუქტის დასახელება მარცხნივსვლით ンミタィヴ研理 [ნ მი ტა ვი კენ რი] დაუწერიათ, იქვე გამოსახულ ბოთლზე კი მარჯვნივსვლით დაწერილს ვხედავთ იმავე სახელს 理研ヴィタミン [რი კენ ვი ტა მი ნ].