ელისაბედ II: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 51: ხაზი 51:
* [http://www.royal.gov.uk/HMTheQueen/HMTheQueen.aspx ოფიციალური ბრიტანული საიტი]
* [http://www.royal.gov.uk/HMTheQueen/HMTheQueen.aspx ოფიციალური ბრიტანული საიტი]
* [http://www.pch.gc.ca/eng/1286996248156/1266202116409 ოფიციალური კანადურისაიტი]
* [http://www.pch.gc.ca/eng/1286996248156/1266202116409 ოფიციალური კანადურისაიტი]
* [http://www.life.com/gallery/50561/elizabeth-ii-the-princess-years#index/0 Elizabeth II: The Princess Years]
* [http://www.life.com/gallery/50561/elizabeth-ii-the-princess-years#index/0 Elizabeth II: The Princess Years] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20110816134832/http://www.life.com/gallery/50561/elizabeth-ii-the-princess-years#index/0 |date=2011-08-16 }}


{{Commonscat|Elizabeth II of the United Kingdom}}
{{Commonscat|Elizabeth II of the United Kingdom}}

09:04, 1 იანვარი 2021-ის ვერსია

დედოფალი ელისაბედ II
Queen Elizabeth II

დედოფალი 2015 წლის მარტში
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი
კორონაცია: 2 ივნისი, 1953
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1952
მმართ. დასასრული: მოქმედი მონარქი
წინამორბედი: ჯორჯ VI
მემკვიდრე: პრინცი ჩარლზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 აპრილი, 1926 (1926-04-21) (97 წლის)
დაბ. ადგილი: ლონდონი
მეუღლე: ჰერცოგი ფილიპე
დინასტია: უინძორები
მამა: ჯორჯ VI
დედა: ელისაბედ ბოუზ-ლაიონი
ელისაბედ II-ის პირადი დროშა

მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი (ინგლ. Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალი, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. განთლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. 1947 წელს ელისაბედი დაწორწინდა ჰერცოგ ფილიპეზე და მისგან ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი.

ადრეული წლები

ელისაბედი 1926 წელს დაიბადა. იგი მოინათლა ბაკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.[1] ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.

3 წლის ელისაბედი

ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. როცა შეტევა ლონდონზე მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ კანადაში გამგზავრებულიყო.

1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.

ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.

ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპემ და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. 1947 წლის 20 ნოემბერს ფილიპე და ელისაბედი დაქორწინდნენ.

1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპე და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

წინამორბედი:
ჯორჯ VI
გაერთიანებული სამეფოს მეფე
1952 –დან
შემდეგი:
დღემდე