ჭარხალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 16: ხაზი 16:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{commons|Beta vulgaris|Beet}}
{{commons|Beta vulgaris|Beet}}
* [http://database.prota.org/dbtw-wpd/exec/dbtwpub.dll?AC=QBE_QUERY&BU=http%3A%2F%2Fdatabase.prota.org%2Fsearch.htm&TN=PROTAB~1&QB0=AND&QF0=Species+Code&QI0=Beta+vulgaris&RF=Webdisplay PROTAbase on ''Beta vulgaris'']
* [http://database.prota.org/dbtw-wpd/exec/dbtwpub.dll?AC=QBE_QUERY&BU=http%3A%2F%2Fdatabase.prota.org%2Fsearch.htm&TN=PROTAB~1&QB0=AND&QF0=Species+Code&QI0=Beta+vulgaris&RF=Webdisplay PROTAbase on ''Beta vulgaris''] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20120415021206/http://database.prota.org/dbtw-wpd/exec/dbtwpub.dll?AC=QBE_QUERY&BU=http%3A%2F%2Fdatabase.prota.org%2Fsearch.htm&TN=PROTAB~1&QB0=AND&QF0=Species+Code&QI0=Beta+vulgaris&RF=Webdisplay |date=2012-04-15 }}


[[კატეგორია:ბოსტნეული]]
[[კატეგორია:ბოსტნეული]]

18:20, 29 დეკემბერი 2020-ის ვერსია

ჭარხალი
Beta vulgaris

ჭარხალი (ლათ. Beta vulgaris) — ერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა.

გვარში 13 სახეობაა (11 ველური, 2 კულტურული). კულტურული სახეობებია: ფოთლოვანი ჭარხალი ანუ მანგოლდი (ლათ. Beta cicla) და ჩვეულებრივი ჭარხალიძირფესვიანი ჭარხალი (ლათ. Beta vulgaris), რომელიც იყოფა ევროპულ და აზიურ ქვესახეობებად. სელექციის შედეგად გამოყვანილია კულტურული ჭარხლის სხვადასხვა ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია სუფრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და შაქრის ჭარხალი. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს კულტურა გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

სუფრის ჭარხალი წითელი, საბოსტნე მცენარეა, პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და სხვადასხვა ინტენსივობის წითლად შეფერილ ძირხვენას. საკვებად იყენებენ ახალგაზრდა მცენარეს და ძირხვენას. ჭარხლის თესვის ნორმაა 16-20 კგ/ჰა. იძლევა დიდ მოსავალს: 400-1000 ცენტნერი/ჰა. საქართველოში დარაიონებული ჯიშებია გორული, ერფურტის, ბორდო-237, ოდნოროსტკოვაია და სხვ.

საკვები ჭარხალი მაღალი კვებითი ღირებულებისაა. 100 კგ ძირხვენა შეიცავს 12,2 საკვებ ერთეულს და 0,9 კგ მონელებად პროტეინს (ფოთოლი, შესაბამისად, 10,2 კგ და 1,8 კგ). მოსავლიანობა: 300-400 ც/ჰა. ჯიშები: ეკენდორფის ყუვითელი, ბარესი, „პობედიტელი“ და სხვ.

შაქრის ჭარხალი მნიშვნელოვანი ტექნიკური კულტურაა. იძლევა ნედლეულს შაქრის მრეწველობისათვის. პირველ წელს ივითარებს შაქრით მდიდარ (23%-მდე) ძირხვენას (საშუალოდ იწონის 300-600 გრამამდე). თესვის ნორმაა 10-28 კგ/ჰა. ჯიშები: იალტუშკოვსკაია, ერთთესლიანი, რამონსკაია 06, რამონსკაია 100 და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: