ენდრიუ გარფილდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 73: ხაზი 73:
[[კატეგორია:ინგლისელი მამაკაცი თეატრის მსახიობები]]
[[კატეგორია:ინგლისელი მამაკაცი თეატრის მსახიობები]]
[[კატეგორია:ინგლისელი მამაკაცი ტელემსახიობები]]
[[კატეგორია:ინგლისელი მამაკაცი ტელემსახიობები]]
[[კატეგორია:მამაკაცი მსახიობები ლონდონიდან]]

19:47, 24 დეკემბერი 2020-ის ვერსია

ენდრიუ გარფილდი

ენდრიუ გარფილდი (2013)
დაბადების თარიღი 20 აგვისტო 1983
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005 - დღემდე

ენდრიუ რასელ გარფილდი (ინგლ. Andrew Russell Garfield; დ. 20 აგვისტო 1983) — ამერიკელ-ბრიტანელი მსახიობი.

დაიბადა ლოს-ანჯელესში, გაიზარდა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ეპსომში. კარიერა დაიწყო ბრიტანეთის სატელევიზიო პროგრამებში გამოსვლით. პირველი ცნობილი როლი მიიღო ფილმში „ლომები ბატკნებისთვის“, რომელიც გადაიღო რობერტ რედფორდმა 2007 წელს. საერთაშორისო ყურადღება 2010 წელს მიიპყრო, როდესაც ითამაშა დევიდ ფინჩერის ფილმში „სოციალური ქსელი“. ამ ფილმში გარფილდმა განასახიერა Facebook-ის ერთ-ერთი დამაარსებლის ედუარდო სავერინის სახე. შესრულებული როლისთვის გარფილდი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ბაფტაზე. შესრულებული როლისთვის ფილმში „არ გამიშვა“ მოიპოვა სატურნის ჯილდო.

2012 წელს გადაიღეს სუპერგმირულ ფილმში „საოცარი ადამიანი ობობა“, სადაც ითამაშა ადამიანი ობობას როლი. 2016 წელს ერთბაშად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა: მარტინ სკორსეზეს ფილმში „დუმილი“ და მელ გიბსონის ფილმში „ჰაქსოს გმირი“. დეზმონდ დოსის როლის შესრულებისთვის ფილმში „ჰაქსოს გმირი“ ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: