იალუძიანგი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{განსხვავება|იალუნგძიანგი}} |
|||
{{ინფოდაფა მდინარე |
{{ინფოდაფა მდინარე |
||
|სახელი = იალუძიანგი |
|სახელი = იალუძიანგი |
16:27, 21 დეკემბერი 2020-ის ვერსია
იალუძიანგი ჩინ.: 鸭绿江, კორ. 압록강 | |
---|---|
ხიდი მდინარე იალუძიანგზე | |
ქვეყანა |
ჩინეთი ჩრდილოეთი კორეა |
ქალაქები | ჰესანი, სინიიჯუ, ლინძიანგი, ანდუნი |
სათავე |
პექტუსანი 41°58′08″ ჩ. გ. 128°04′24″ ა. გ. / 41.96889° ჩ. გ. 128.07333° ა. გ. |
შესართავი |
დასავლეთ კორეის სრუტე 39°50′03″ ჩ. გ. 124°18′58″ ა. გ. / 39.83417° ჩ. გ. 124.31611° ა. გ. |
სიგრძე | 813 კმ |
მდინარის სისტემა | 63 |
წყლის ხარჯი (საშ.) | 900 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
იალუძიანგი ვიკისაწყობში |
იალუძიანგი (ჩინ. ტრად. 鴨綠江, გამარტ. 鸭绿江, ფინინი: Yālù Jiāng), იალუ, ამნოკანი (კორ. 압록강?, 鴨綠江?) — სასაზღვრო მდინარე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სიგრძე 813 კმ, აუზის ფართობი 63 ათ. კმ². სათავეს იღებს ვულკან პექტუსანის ფერდობებზე, ღრმა ხეობით კვეთს ჩანბაიშანის ზეგნის სამხრეთ ნაწილსა და მანჯურია-კორეის მთების დასავლეთ განშტოებებს; ჩაედინება ყვითელი ზღვის დასავლეთ კორეის ყურეში, წარმოქმნის ესტუარებს. ძირითადად იკვებება წვიმის წყლით, წყალმოვარდნა იცის ზაფხულში. ზამთარში იყინება. ქვემო დინებაზე წყლის საშუალო ხარჯია დაახლოებით 900 მ³/წმ. მდინარეზე აგებულია უნბონისა და სუფუნის წყალსაცავები და ჰესები (ჩრდილოეთი კორეა). იალუძიანგზე მდებარეობს ქალაქები: ჰესანი (მდინარე აქედან სანაოსნოა), სინიიჯუ (ჩრდილოეთი კორეა), ლინძიანგი, ანდუნი (ჩინეთი). ანდუნამდე ადიან საზღვაო ხომალდები.[1]
1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მდინარის ნაპირებთან გაიმართა სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და იაპონიის არმიებს შორის.[1]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Ялуцзян // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.