ვასალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2: ხაზი 2:


==საქართველო==
==საქართველო==
[[საქართველო]]ში ვასალიტეტის შესატყვისი ტერმინები იყო "უფალ-მონობა" (X ს-მდე) და "პატრონყმობა" || "ბატონყმობა" (X-XVIII საუკუნეებში). "უფალი " (მამფალი, ე. ი. მამაკაცი უფალი) აღნიშნავდა სენიორს, "მონა" (ძვ. სპარს.) - ვასალს. X საუკუნიდან უფალი შეცვალა პატრონმა (ლათ.), ხოლო მონა - ყმამ (სიტყვიდან ყრმა - ყმაწვილი). XV საუკუნიდან გვხვდება პატრონიდან ნაწარმოები ტერმინი ბატონი (შუალედური ტერმინები პატრონსა და ბატონს შორის იყო პატონი და ბატრონი). ამრიგად, ვასალიტეტის აღსანიშნავად XV საუკუნიდან პატრონყმობის პარალელურად იხმარება ტერმინი ბატონყმობა. მაინც, XVIII ს-დე გაბატონებულია "პატრონი", "ბატონი" შედარებით იშვიათად იხმარება. უმაღლეს სენიორს - [[სიუზერენი|სიუზერენს]] ეწოდებოდა მეფე (უფალი, მეუფე და მეფე საერთო ძირიდან ნაწარმოები ტერმინებია). სენიორალური უფლებების აღმნიშვნელი ტერმინები იყო: უფლება || უფლობა || ფლობა, მეუფება, მეფობა, პატრონობა || ბატონობა. ვასალურ ვალდებულებებს აღნიშნავდნენ ტერმინები: მონება,სამსახური, ყმობა (აქედან ყველაზე უფრო გავრცეკლებული იყო სამსახური), გვხვდება აგრეთვე სენიორისა და ვასალის აღმნიშვნელი კერძო ხასიათის ტერმინები: გამზრდელი (სენიორი) - გაზრდილი (ვასალი); მამა - მძუძე (სენიორი) - ძუძეული, ძუძუმტე (ვასალი); საკუთარი (მაღალი კატეგორიის ვასალი); წული (ვასალი), სეფეწილი (სამეფო ვასალი); წინაშემდგომელი (ვასალი); მსახური (დაბალი კატეგორიის ვასალი, შემდეგში ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია); კაცი (დაბალი კატეგორიის ვასალი; შემდეგში ყმა გლეხის სინონიმი); მოკიდებული (ვასალი). ეკლესიაც ფეოდალური ორგანიზაცია იყო და მასაც ჰყავდა თავისი ვასალი ფეოდალები, იქ ვასალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო "შვილი", ხოლო სენიორისა "მამა". საეკლესიო და სამონასტრო ვასალ ფეოპდალებს ეწოდებოდა: "ეკლესიისშვილი", "საყდრისშვილი", "მცხეთისშვილი" (ე. ი. მცხეთის სვეტიცხოვლის ყმა ფეოდალი), "მონასტრისშვილი", "ვარძიისშვილი" (ე. ი. ვარძიის მონასტრის ყმა ფეოდალი), "ქვათახევისშვილი", "შიოსშვილი" და სხვა. ტერმინი "შვილი" ეკლესიაში შევიდა საერო სფეროდან, სადაც ის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ტერმინი, წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების წიაღში და გადავიდა კლასობრივ საზოგადოებაშიც. საერო სფეროში ის შეცვალა ტერმინმა მონამ (ისევე, როგორც მამა შეცვალა უფალმა).
[[საქართველო]]ში ვასალიტეტის შესატყვისი ტერმინები იყო „უფალ-მონობა“ (X ს-მდე) და „პატრონყმობა“ || „ბატონყმობა“ (X-XVIII საუკუნეებში). „უფალი“ (მამფალი, ე. ი. მამაკაცი უფალი) აღნიშნავდა სენიორს, „მონა“ (ძვ. სპარს.) - ვასალს. X საუკუნიდან უფალი შეცვალა პატრონმა (ლათ.), ხოლო მონა - ყმამ (სიტყვიდან ყრმა - ყმაწვილი). XV საუკუნიდან გვხვდება პატრონიდან ნაწარმოები ტერმინი ბატონი (შუალედური ტერმინები პატრონსა და ბატონს შორის იყო პატონი და ბატრონი). ამრიგად, ვასალიტეტის აღსანიშნავად XV საუკუნიდან პატრონყმობის პარალელურად იხმარება ტერმინი ბატონყმობა. მაინც, XVIII ს-დე გაბატონებულია „პატრონი“, „ბატონი“ შედარებით იშვიათად იხმარება. უმაღლეს სენიორს - [[სიუზერენი|სიუზერენს]] ეწოდებოდა მეფე (უფალი, მეუფე და მეფე საერთო ძირიდან ნაწარმოები ტერმინებია). სენიორალური უფლებების აღმნიშვნელი ტერმინები იყო: უფლება || უფლობა || ფლობა, მეუფება, მეფობა, პატრონობა || ბატონობა. ვასალურ ვალდებულებებს აღნიშნავდნენ ტერმინები: მონება,სამსახური, ყმობა (აქედან ყველაზე უფრო გავრცეკლებული იყო სამსახური), გვხვდება აგრეთვე სენიორისა და ვასალის აღმნიშვნელი კერძო ხასიათის ტერმინები: გამზრდელი (სენიორი) - გაზრდილი (ვასალი); მამა - მძუძე (სენიორი) - ძუძეული, ძუძუმტე (ვასალი); საკუთარი (მაღალი კატეგორიის ვასალი); წული (ვასალი), სეფეწილი (სამეფო ვასალი); წინაშემდგომელი (ვასალი); მსახური (დაბალი კატეგორიის ვასალი, შემდეგში ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია); კაცი (დაბალი კატეგორიის ვასალი; შემდეგში ყმა გლეხის სინონიმი); მოკიდებული (ვასალი). ეკლესიაც ფეოდალური ორგანიზაცია იყო და მასაც ჰყავდა თავისი ვასალი ფეოდალები, იქ ვასალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო „შვილი“, ხოლო სენიორისა „მამა“. საეკლესიო და სამონასტრო ვასალ ფეოპდალებს ეწოდებოდა: „ეკლესიისშვილი“, „საყდრისშვილი“, „მცხეთისშვილი“ (ე. ი. მცხეთის სვეტიცხოვლის ყმა ფეოდალი), „მონასტრისშვილი“, „ვარძიისშვილი“ (ე. ი. ვარძიის მონასტრის ყმა ფეოდალი), „ქვათახევისშვილი“, „შიოსშვილი“ და სხვა. ტერმინი „შვილი“ ეკლესიაში შევიდა საერო სფეროდან, სადაც ის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ტერმინი, წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების წიაღში და გადავიდა კლასობრივ საზოგადოებაშიც. საერო სფეროში ის შეცვალა ტერმინმა მონამ (ისევე, როგორც მამა შეცვალა უფალმა).


ვასალიტეტის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინები ქართულში იხმარებოდა აგრეთვე ფეოდალებისა და უშუალო მწარმოებლების იურიდიული ურთიერთობის აღსანიშნავადაც: უფალი აღნიშნავდა არა მარტო სენიორს, არამედ - გლეხის ბატონსაც, ასევე - პატრონი || ბატონი. მონა აღნიშნავდა ვასალსაც და ყმა გლეხსაც, ასევე ყმა.
ვასალიტეტის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინები ქართულში იხმარებოდა აგრეთვე ფეოდალებისა და უშუალო მწარმოებლების იურიდიული ურთიერთობის აღსანიშნავადაც: უფალი აღნიშნავდა არა მარტო სენიორს, არამედ - გლეხის ბატონსაც, ასევე - პატრონი || ბატონი. მონა აღნიშნავდა ვასალსაც და ყმა გლეხსაც, ასევე ყმა.


ვასალად მიღება სრულდებოდა განსაკუთრებული ცერემონიით - დალოცვით. ვასალისათვის მიწის და თანამდებობის ("ჴელის") მიცემას ეწოდებოდა შეწყალება. შეწყალებული ვასალი სენიორისაგან მიწას იღებდა სამსახურის პირობით (ე. ი. [[ბენეფიციუმი|ბენეფიციუმს]]). ასეთ "საჴელო მიწას" XI-XIII საუკუნეებში ეწოდებოდა - [[საკარგავი|"საკარგავი"]], ხოლო მის მფლობელს "მოსაკარგავე" ([[სომხ.]] სიტყვიდან კარგ - ჯილდო, ჯამაგირი), სახელო და საკარგავი მიწები თანდათანობით იქცეოდა სამემკვიდრეო, უპირობო საკუთრებად - "მამულად". სწორედ "მამული" წარმოადგენდა საქართველოში სენიორის - ფეოდალური "სახლის" მატერიალურ საფუძველს. სენიორიას მეფე ანიჭებდა [[შეუვალობა]]ს (ე. ი. იმუნიტეტს). უფალ-მონობის ხანაში (ე. ი. X ს-დე) საქართველოში უკვე არსებობს ფეოდალური იერარქია: მეფე - "აზნაურნი დიდ-დიდნი" - მცირე აზნაურები. პატრონყმობის ხანაში (XI-XIV სს.): მეფე - დიდებულნი, მთავარნი - აზნაურნი, პატრონყმობა || ბატონყმობის ხანაში (XV-XVIII საუკუნეები): მეფე - მთავარნი - თავადნი - აზნაურნი. საქართველოში ფეოდალური დაქუცმაცებულობა გახანგრძლივდა არახელსაყრელი საშინაო და საგარეო პირობების გამო. ამიტომ ვასალიტეტიც XIX საუკუნემდე არსებობდა. ის იყო საქართველოს ფეოდალური კლასის შინაპოლიტიკური ორგანიზაცია რუსეთთან შეერთებამდე. პატრონყმობა || ბატონყმობამ ვასალიტეტის შინაარსი დაკარგა მხოლოდ XIX საუკუნეში. ამ პერიოდში ბატონყმობა აღნიშნავდა მხოლოდ ფეოდალებისა და ყმა გლეხების ურთიერთობას.
ვასალად მიღება სრულდებოდა განსაკუთრებული ცერემონიით - დალოცვით. ვასალისათვის მიწის და თანამდებობის („ჴელის“) მიცემას ეწოდებოდა შეწყალება. შეწყალებული ვასალი სენიორისაგან მიწას იღებდა სამსახურის პირობით (ე. ი. [[ბენეფიციუმი|ბენეფიციუმს]]). ასეთ „საჴელო მიწას“ XI-XIII საუკუნეებში ეწოდებოდა - „<nowiki/>[[საკარგავი]]<nowiki/>“, ხოლო მის მფლობელს „მოსაკარგავე“ ([[სომხ.]] სიტყვიდან კარგ - ჯილდო, ჯამაგირი), სახელო და საკარგავი მიწები თანდათანობით იქცეოდა სამემკვიდრეო, უპირობო საკუთრებად - „მამულად“. სწორედ „მამული“ წარმოადგენდა საქართველოში სენიორის - ფეოდალური „სახლის“ მატერიალურ საფუძველს. სენიორიას მეფე ანიჭებდა [[შეუვალობა]]ს (ე. ი. იმუნიტეტს). უფალ-მონობის ხანაში (ე. ი. X ს-მდე) საქართველოში უკვე არსებობს ფეოდალური იერარქია: მეფე - „აზნაურნი დიდ-დიდნი“ - მცირე აზნაურები. პატრონყმობის ხანაში (XI-XIV სს.): მეფე - დიდებულნი, მთავარნი - აზნაურნი, პატრონყმობა || ბატონყმობის ხანაში (XV-XVIII საუკუნეები): მეფე - მთავარნი - თავადნი - აზნაურნი. საქართველოში ფეოდალური დაქუცმაცებულობა გახანგრძლივდა არახელსაყრელი საშინაო და საგარეო პირობების გამო. ამიტომ ვასალიტეტიც XIX საუკუნემდე არსებობდა. ის იყო საქართველოს ფეოდალური კლასის შინაპოლიტიკური ორგანიზაცია რუსეთთან შეერთებამდე. პატრონყმობა || ბატონყმობამ ვასალიტეტის შინაარსი დაკარგა მხოლოდ XIX საუკუნეში. ამ პერიოდში ბატონყმობა აღნიშნავდა მხოლოდ ფეოდალებისა და ყმა გლეხების ურთიერთობას.


სენიორულ-ვასალური ურთიერთობა არსებობდა სხვადასხვა ფეოდალური სახელმწიფოს შორისაც. ფეოდალურ საქართველოს XII-XIII საუკუნეებში ჰყავდა თავისი ვასალური სახელმწიფოები - ყმადნაფიცი ქვეყნები ([[აზერბაიჯანი]]სა და [[სომხეთი]]ს ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულები), რომლებიც საქართველოს უხდიდნენ [[ხარკი|ხარკს]] და უწევდნენ სამხედრო დახმარებას, იყვნენ მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, საქართველოს, თავის მხრივ, იცავდა მათ გარეშე მტრებისაგან.
სენიორულ-ვასალური ურთიერთობა არსებობდა სხვადასხვა ფეოდალური სახელმწიფოს შორისაც. ფეოდალურ საქართველოს XII-XIII საუკუნეებში ჰყავდა თავისი ვასალური სახელმწიფოები - ყმადნაფიცი ქვეყნები ([[აზერბაიჯანი]]სა და [[სომხეთი]]ს ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულები), რომლებიც საქართველოს უხდიდნენ [[ხარკი|ხარკს]] და უწევდნენ სამხედრო დახმარებას, იყვნენ მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, საქართველოს, თავის მხრივ, იცავდა მათ გარეშე მტრებისაგან.

უკანასკნელი რედაქცია 20:29, 8 დეკემბერი 2020-ის მდგომარეობით

ვასალიტეტი (ფრანგ. vassalite < vassal, გვიანდელი ლათ. vassalus < vassus — მსახური) — პირადი დამოკიდებულების სისტემა წვრილი ფეოდალებისა (ვასალებისა) დიდ ფეოდალებზე (სენიორებზე) შუა საუკუნეებში.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ვასალიტეტის შესატყვისი ტერმინები იყო „უფალ-მონობა“ (X ს-მდე) და „პატრონყმობა“ || „ბატონყმობა“ (X-XVIII საუკუნეებში). „უფალი“ (მამფალი, ე. ი. მამაკაცი უფალი) აღნიშნავდა სენიორს, „მონა“ (ძვ. სპარს.) - ვასალს. X საუკუნიდან უფალი შეცვალა პატრონმა (ლათ.), ხოლო მონა - ყმამ (სიტყვიდან ყრმა - ყმაწვილი). XV საუკუნიდან გვხვდება პატრონიდან ნაწარმოები ტერმინი ბატონი (შუალედური ტერმინები პატრონსა და ბატონს შორის იყო პატონი და ბატრონი). ამრიგად, ვასალიტეტის აღსანიშნავად XV საუკუნიდან პატრონყმობის პარალელურად იხმარება ტერმინი ბატონყმობა. მაინც, XVIII ს-დე გაბატონებულია „პატრონი“, „ბატონი“ შედარებით იშვიათად იხმარება. უმაღლეს სენიორს - სიუზერენს ეწოდებოდა მეფე (უფალი, მეუფე და მეფე საერთო ძირიდან ნაწარმოები ტერმინებია). სენიორალური უფლებების აღმნიშვნელი ტერმინები იყო: უფლება || უფლობა || ფლობა, მეუფება, მეფობა, პატრონობა || ბატონობა. ვასალურ ვალდებულებებს აღნიშნავდნენ ტერმინები: მონება,სამსახური, ყმობა (აქედან ყველაზე უფრო გავრცეკლებული იყო სამსახური), გვხვდება აგრეთვე სენიორისა და ვასალის აღმნიშვნელი კერძო ხასიათის ტერმინები: გამზრდელი (სენიორი) - გაზრდილი (ვასალი); მამა - მძუძე (სენიორი) - ძუძეული, ძუძუმტე (ვასალი); საკუთარი (მაღალი კატეგორიის ვასალი); წული (ვასალი), სეფეწილი (სამეფო ვასალი); წინაშემდგომელი (ვასალი); მსახური (დაბალი კატეგორიის ვასალი, შემდეგში ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია); კაცი (დაბალი კატეგორიის ვასალი; შემდეგში ყმა გლეხის სინონიმი); მოკიდებული (ვასალი). ეკლესიაც ფეოდალური ორგანიზაცია იყო და მასაც ჰყავდა თავისი ვასალი ფეოდალები, იქ ვასალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო „შვილი“, ხოლო სენიორისა „მამა“. საეკლესიო და სამონასტრო ვასალ ფეოპდალებს ეწოდებოდა: „ეკლესიისშვილი“, „საყდრისშვილი“, „მცხეთისშვილი“ (ე. ი. მცხეთის სვეტიცხოვლის ყმა ფეოდალი), „მონასტრისშვილი“, „ვარძიისშვილი“ (ე. ი. ვარძიის მონასტრის ყმა ფეოდალი), „ქვათახევისშვილი“, „შიოსშვილი“ და სხვა. ტერმინი „შვილი“ ეკლესიაში შევიდა საერო სფეროდან, სადაც ის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ტერმინი, წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების წიაღში და გადავიდა კლასობრივ საზოგადოებაშიც. საერო სფეროში ის შეცვალა ტერმინმა მონამ (ისევე, როგორც მამა შეცვალა უფალმა).

ვასალიტეტის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინები ქართულში იხმარებოდა აგრეთვე ფეოდალებისა და უშუალო მწარმოებლების იურიდიული ურთიერთობის აღსანიშნავადაც: უფალი აღნიშნავდა არა მარტო სენიორს, არამედ - გლეხის ბატონსაც, ასევე - პატრონი || ბატონი. მონა აღნიშნავდა ვასალსაც და ყმა გლეხსაც, ასევე ყმა.

ვასალად მიღება სრულდებოდა განსაკუთრებული ცერემონიით - დალოცვით. ვასალისათვის მიწის და თანამდებობის („ჴელის“) მიცემას ეწოდებოდა შეწყალება. შეწყალებული ვასალი სენიორისაგან მიწას იღებდა სამსახურის პირობით (ე. ი. ბენეფიციუმს). ასეთ „საჴელო მიწას“ XI-XIII საუკუნეებში ეწოდებოდა - „საკარგავი“, ხოლო მის მფლობელს „მოსაკარგავე“ (სომხ. სიტყვიდან კარგ - ჯილდო, ჯამაგირი), სახელო და საკარგავი მიწები თანდათანობით იქცეოდა სამემკვიდრეო, უპირობო საკუთრებად - „მამულად“. სწორედ „მამული“ წარმოადგენდა საქართველოში სენიორის - ფეოდალური „სახლის“ მატერიალურ საფუძველს. სენიორიას მეფე ანიჭებდა შეუვალობას (ე. ი. იმუნიტეტს). უფალ-მონობის ხანაში (ე. ი. X ს-მდე) საქართველოში უკვე არსებობს ფეოდალური იერარქია: მეფე - „აზნაურნი დიდ-დიდნი“ - მცირე აზნაურები. პატრონყმობის ხანაში (XI-XIV სს.): მეფე - დიდებულნი, მთავარნი - აზნაურნი, პატრონყმობა || ბატონყმობის ხანაში (XV-XVIII საუკუნეები): მეფე - მთავარნი - თავადნი - აზნაურნი. საქართველოში ფეოდალური დაქუცმაცებულობა გახანგრძლივდა არახელსაყრელი საშინაო და საგარეო პირობების გამო. ამიტომ ვასალიტეტიც XIX საუკუნემდე არსებობდა. ის იყო საქართველოს ფეოდალური კლასის შინაპოლიტიკური ორგანიზაცია რუსეთთან შეერთებამდე. პატრონყმობა || ბატონყმობამ ვასალიტეტის შინაარსი დაკარგა მხოლოდ XIX საუკუნეში. ამ პერიოდში ბატონყმობა აღნიშნავდა მხოლოდ ფეოდალებისა და ყმა გლეხების ურთიერთობას.

სენიორულ-ვასალური ურთიერთობა არსებობდა სხვადასხვა ფეოდალური სახელმწიფოს შორისაც. ფეოდალურ საქართველოს XII-XIII საუკუნეებში ჰყავდა თავისი ვასალური სახელმწიფოები - ყმადნაფიცი ქვეყნები (აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულები), რომლებიც საქართველოს უხდიდნენ ხარკს და უწევდნენ სამხედრო დახმარებას, იყვნენ მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, საქართველოს, თავის მხრივ, იცავდა მათ გარეშე მტრებისაგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 317-318.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1-2, ტფ., 1928-1929;
  • Колесницкий Н. Ф., Феодальное государство, М., 1967;