სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 531: ხაზი 531:


== ათლეტიზმი ==
== ათლეტიზმი ==
'''საქართველოში ათლეთიზმი ( იგივე - ფაურლიფტინგი) XX საუკუნის 60-იან წლებში დაინერგა თსუ''' - ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგის კონსტანტინე ზაუტაშვილის თაოსნობით. ათლეტიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მხატვარ-მულტიპლიკატორ ავენირ ხუსკივაძეს.1986 წელს შეიქმნა საქართველოს ნაკრები გუნდი (მწვრთნელი - ზაზა ჯაფარიძე),რომელმაც იმავე წელს ლიტვის ქალაქ შაულიაიში გამართულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა .1990 წელს დაფუძნდა საქართველოს ათლეთიზმის ფედერაცია. ქართველ სპორტსმენთაგან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველმა მოიპოვა სიღნაღელმა შოთა ბეჟაშვილმა (1993 წელი).მან წოლჭიმში 110 კგ-მდე წონით კატეგორიაში 245 კგ აჭიმა და მსოფლიოს რეკორდი 15 კგ-ით გააუმჯობესა. 2012 წლის მონაცემებით,სახეობების მიხედვით სხვადასხვა ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ შოთა ბეჟაშვილმა,გიორგი მინდიაშვილმა,იოსებ ხარაბაძე,ვეფხია ჯმუხაძე,ბორის სარალიძე,გერონტი ჯმუხაძე,ზურაბ ჭავჭანიძე,კობა ალუდაური,ხვიჩა მამედოვი,ვლადიმერ ნაზღაიძე,ზაურ ჯავახიშვილი,ვაჟა გივიშვილი,კახა დათუკიშვილი,ავთანდილ მამალაძე,ალექსი ორკოდაშვილი,ნიკოლოზ ვეფხვაძე,კახაბერ ერგემლიძე,მანუჩარ ჭინჭარაული,გიორგი მესაბლიშვილი,გოჩა გუძუაძე,ლევან გილიგაშვილი,თეიმურაზლუტიძე,ალექსანდრე ფეიქრიშვილი,ნოდარ ტატიშვილი. ასევე წარმატებული ატლეტები არიან გიორგი ჩაკვეტაძე,პაატა ქავთარაძე,ივანე კობიაშვილი,ბექა მაზანიშვილი,საქართველოს ათლეტიზმის ფედერციამ კაცებში XX საუკუნის საუკეთესო ქართველ ათლეტად დაასახელა - შოთა ბეჟაშვილი, ქალებში - ნაზი გოგიშვილი, საუკეთესო მწვრთნელი - ზურაბ ჭავჭანიძე.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=1</ref>
'''საქართველოში [[ათლეთიზმი]] ( იგივე - ფაურლიფტინგი) XX საუკუნის [[60-იანები|60-იან]] წლებში დაინერგა თსუ''' - ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგის [[კონსტანტინე ზაუტაშვილი|კონსტანტინე ზაუტაშვილის]] თაოსნობით. ათლეტიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მხატვარ-მულტიპლიკატორ [[ავენირ ხუსკივაძე|ავენირ ხუსკივაძეს]].[[1986]] წელს შეიქმნა საქართველოს ნაკრები გუნდი (მწვრთნელი - [[ზაზა ჯაფარიძე]]),რომელმაც იმავე წელს [[ლიეტუვა|ლიტვის]] ქალაქ შაულიაიში გამართულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა .[[1990]] წელს დაფუძნდა საქართველოს ათლეთიზმის ფედერაცია. ქართველ სპორტსმენთაგან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველმა მოიპოვა სიღნაღელმა [[შოთა ბეჟაშვილი|შოთა ბეჟაშვილმა]] ([[1993]] წელი).მან წოლჭიმში 110 კგ-მდე წონით კატეგორიაში 245 კგ აჭიმა და მსოფლიოს რეკორდი 15 კგ-ით გააუმჯობესა. [[2012]] წლის მონაცემებით,სახეობების მიხედვით სხვადასხვა ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ შოთა ბეჟაშვილმა,გიორგი მინდიაშვილმა,იოსებ ხარაბაძე,ვეფხია ჯმუხაძე,ბორის სარალიძე,გერონტი ჯმუხაძე,ზურაბ ჭავჭანიძე,კობა ალუდაური,ხვიჩა მამედოვი,ვლადიმერ ნაზღაიძე,ზაურ ჯავახიშვილი,ვაჟა გივიშვილი,კახა დათუკიშვილი,ავთანდილ მამალაძე,ალექსი ორკოდაშვილი,ნიკოლოზ ვეფხვაძე,კახაბერ ერგემლიძე,მანუჩარ ჭინჭარაული,გიორგი მესაბლიშვილი,გოჩა გუძუაძე,ლევან გილიგაშვილი,თეიმურაზლუტიძე,ალექსანდრე ფეიქრიშვილი,ნოდარ ტატიშვილი. ასევე წარმატებული ატლეტები არიან გიორგი ჩაკვეტაძე,პაატა ქავთარაძე,ივანე კობიაშვილი,ბექა მაზანიშვილი,საქართველოს ათლეტიზმის ფედერციამ კაცებში XX საუკუნის საუკეთესო ქართველ ათლეტად დაასახელა - [[შოთა ბეჟაშვილი]], ქალებში - [[ნაზი გოგიშვილი]], საუკეთესო მწვრთნელი -[[ზურაბ ჭავჭანიძე]].<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=1</ref>


== ხრიდოლი ==
== ხრიდოლი ==
შერკინების ერთ-ერთი სტილი ძველ საქართველოში,ცალი ხელით კრივი. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, თუ „ ევროპიელთათვის არსებობს „ დუელი“, ისე ჩვენებური ყარაჩოღელისათვისაც იღო ამგვარი საშუალება შეურაცყოფის ასანაზღაურებლად, რომელსაც „ ხრიდოლი“ ეწოდებოდა“ (ი.გრიშაშვილი, ტომი III, გვ. 46, 1963 წ.). ხრიდოლის განმარტება ასევე შეტანილია გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ – „ხრიდოლი, ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჭიშობენ - ჰერივობენ“. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის მაჩვენებელი იყო, რადგან ბრძოლაში გამომწვევი ცალი ხელი ებრძოდა ორივე ხელით მოჩხუბარ მეტოქეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალი ხელით მებრძოლს გაუჭირდებოდა და მეტოქე დაჩაგრავდა, ის მაინც არ არღვევდა ხიდოლის წესებს და ისევ ცალი ხელით აგრძელებდა ბრძოლას.
შერკინების ერთ-ერთი სტილი ძველ საქართველოში,ცალი ხელით კრივი. [[იოსებ გრიშაშვილი|იოსებ გრიშაშვილის]] ცნობით, თუ „ ევროპიელთათვის არსებობს „ დუელი“, ისე ჩვენებური ყარაჩოღელისათვისაც იყო ამგვარი საშუალება შეურაცყოფის ასანაზღაურებლად, რომელსაც „ ხრიდოლი“ ეწოდებოდა“ (ი.გრიშაშვილი, ტომი III, გვ. 46, 1963 წ.). ხრიდოლის განმარტება ასევე შეტანილია გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ – „ხრიდოლი, ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჭიშობენ - ჰერივობენ“. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის მაჩვენებელი იყო, რადგან ბრძოლაში გამომწვევი ცალი ხელი ებრძოდა ორივე ხელით მოჩხუბარ მეტოქეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალი ხელით მებრძოლს გაუჭირდებოდა და მეტოქე დაჩაგრავდა, ის მაინც არ არღვევდა ხიდოლის წესებს და ისევ ცალი ხელით აგრძელებდა ბრძოლას.


სიტყვა ხრიდოლი, ისევე როგორც: ხრიდონი, ხრიდული, ხრიკული, მეხრიკეობა, ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისგან. იგი ძველ საქართველოში მეომრის ოსტატური მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას წარმოადგენდა. სულხან-საბას განმარტებით: „ხრიკი - მორკინალთ ხელოვნებაა“. ამუ ხერხი, ფანდი, ილეთი - მებრძოლის გააზრებული მოქმედება მეტოქის დასამარცხებლად.
სიტყვა ხრიდოლი, ისევე როგორც: ხრიდონი, ხრიდული, ხრიკული, მეხრიკეობა, ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისგან. იგი ძველ საქართველოში მეომრის ოსტატური მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას წარმოადგენდა. [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბას]] განმარტებით: „ხრიკი - მორკინალთ ხელოვნებაა“. ანუ ხერხი, ფანდი, ილეთი - მებრძოლის გააზრებული მოქმედება მეტოქის დასამარცხებლად.


ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების მიზნით, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით 1993 წელს დაარსდა ხრიდოლის ფედერაცია, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ქართული საბრძოლო ხელოვნების უძველესი სახეობების მოძიება და საჩვენებელი გამოსვლებით მათი დემონსტრაცია.   1997 წლიდან ხრიდოლის თანამედროვე სახით აღდგენას მოთავეობას უწევდა ხრიდოლის სადროში  „იბერიელი მგლების“ ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი. ქართველთა მხედრული ტრადიციების მკვლევართა ჯგუფმა (ზაზა დავითულიანი, ზურაბ ჩაჩანიძე, ლადო მეცხვარიშვილი, ნოდარ ლურსმანაშვილი, გიორგი კოკოშაშვილი, დავით ალანია, მანუჩარ ბესელია, დავით ჩორგოლიანი, ამური ქიტიაშვილი, ბახვა ჭაბუკიანი) საფუძვლიანად შეისწავლა და შეიმუშავა თანამედროვე ხრიდოლის , ანუ ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა - საბრძოლო ხუთჭიდი. აქ გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი, ფარიკაობა და მშვილდოსნობა.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=55</ref>
ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების მიზნით, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით [[1993]] წელს დაარსდა ხრიდოლის ფედერაცია, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ქართული საბრძოლო ხელოვნების უძველესი სახეობების მოძიება და საჩვენებელი გამოსვლებით მათი დემონსტრაცია.   [[1997]] წლიდან ხრიდოლის თანამედროვე სახით აღდგენას მოთავეობას უწევდა ხრიდოლის სადროში  „იბერიელი მგლების“ ხელმძღვანელი [[ნუკრი მჭედლიშვილი]]. ქართველთა მხედრული ტრადიციების მკვლევართა ჯგუფმა ([[ზაზა დავითულიანი]], [[ზურაბ ჩაჩანიძე]], [[ლადო მეცხვარიშვილი]], [[ნოდარ ლურსმანაშვილი]], [[გიორგი კოკოშაშვილი]], [[დავით ალანია]], მანუჩარ ბესელია, [[დავით ჩორგოლიანი]], [[ამური ქიტიაშვილი]], [[ბახვა ჭაბუკიანი]]) საფუძვლიანად შეისწავლა და შეიმუშავა თანამედროვე ხრიდოლის , ანუ ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა - საბრძოლო ხუთჭიდი. აქ გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი, ფარიკაობა და მშვილდოსნობა.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=55</ref>


== ავტოსპორტი ==
== ავტოსპორტი ==

07:50, 18 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ჭიდაობის ამსახველი უძველესი ფრესკა, ალავერდი — „მოჭიდავენი“

სპორტი საქართველოში — ისტორიულად, საქართველო ცნობილია თავისი სპორტული კულტურით, ჯერ კიდევ უძველესი იბერია რომაელთათვისაც კი ცნობილი იყო თავისი ფიზიკური აღზრდის მეთოდებით.[1]

საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო და ძალოსნობა. XIX საუკუნეში საქართველოში ასევე პოპულარული სპორტის სახეობები იყო: ცხენბურთი და ლელობურთი. საქართველოში ყოველთვის ექცეოდა ყურადღება ფიზიკურ მომზადებას, ჭიდაობა და „ხმალაობა“ შედიოდა მეომართა ვარჯიშებში, მათ ეწოდებოდათ „თამაშობანი“. ასეთივე პრინციპით მიმდინარეობდა ბავშვთა აღზრდა.

ფეხბურთი

საქართველოში ფეხბურთი, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ინგლისელებმა შემოიტანეს. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ “ფუტბოლს”, რომელიც მალე ქართველმა ლელობურთელებმაც დააჭაშნიკეს და სწრაფადაც შეითვისეს. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გაიმართა ჩვენში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის ეს სახეობა ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს მოიხსენიება.

ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს სწორედ დედაქალაქში ჩამოყალიბდა “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა  მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, “კომეტის” განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან “კომეტას” მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

1908-09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. 1909 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც კი ესწრებოდა. 1912 წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც I გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა სოხუმში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის წლებში საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში (1918-1921) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა. იმ დროს ჩვენში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა ფიფას წევრი გამხდარიყო.

1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. იმავე წლის ნოემბერში შეიქმნა თბილისის“დინამო”, რომელიც 1936-1989 წლებში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. პირველი მატჩი სსრკ უმაღლეს ლიგაში “დინამომ” 1936 წლის 7 სექტემბერს გამართა თბილისში კიევის “დინამოსთან” (2:2). იმ პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატში გამარჯვება და თასის მოგება, თუმცა “დინამო” ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად. სწორედ იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში, “დინამოში” თამაშობდა არა ერთი გამოჩენილი ფეხბურთელი: ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე და სხვები.

პირველი დიდი წარმატება დინამოელებმა 1964 წელს იზეიმეს, როცა ტაშკენტში გამართულ “ოქროს მატჩში” 4:1 დაამარცხეს მოსკოვის “ტორპედო” და სსრკ ჩემპიონობა მოიპოვეს. იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი. მეორედ და უკანასკნელად “დინამომ” სსრკ ჩემპიონატი მოიგო 1978 წელს, როცა გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. სწორედ ახალკაცის თავკაცობით მოიპოვა ჩვენმა გუნდმა სხვა დიდი ჯილდოებიც: 1976 და 1979 წლებში – საბჭოთა კავშირის თასი, 1981 წლის 13 მაისს კი – ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა დიუსელდორფის “რაინშტადიონზე”, სადაც “დინამომ” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისკარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.

საბჭოური დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სსრკ ნაკრების ღირსებას იცავდნენ. სხვადასხვა დროს ამ გუნდის კაპიტნები იყვნენ მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ (1960), გელა კეტაშვილმა კი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა (1988).

თბილისის “დინამოს” გარდა, სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს კიდევ ოთხი ქართული გუნდი გამოდიოდა (თბილისის “ლოკომოტივი”, თბილისის “სპარტაკი”, ქუთაისის “ტორპედო” და ლანჩხუთის “გურია”), თუმცა დინამოელთა მსგავსი წარმატებისთვის მათგან არც ერთს მიუღწევია.

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება.

ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე სფფ უეფას წევრიც გახდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში გამოდის, საკლუბო გუნდები კი ევროთასების გათამაშებებში მონაწილეობენ.

ასობით ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია კახა კალაძემ, რომელმაც 2003 წელს იტალიის “მილანის” შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1990 წლის 15 თებერვალს. 1992 წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდან – მუდმივი წევრი, 1993 წლის 17 ივნისიდანფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის (UEFA) მუდმივი წევრი. პრეზიდენტები: ნოდარ ახალკაცი (1990-1998), მერაბ ჟორდანია (1998-2005), ნოდარ ახალკაცი-უმცროსი (2005-2009), ზვიად სიჭინავა (2009-2015), ლევან კობიაშვილი (2015-დღემდე)[2]

რაგბი

ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.

ქართული რაგბის ისტორია 1959 წლის 15 ოქტომბრიდან იწყება, როცა ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ქართული სარაგბო კლუბი დააფუძნა. უფრო ადრე, 1919, 1949, და 1948 წლებში საქართველოში რამდენიმე საჩვენებელი სარაგბო მატჩი გაიმართა, თუმცა რაგბის გავრცელების ოფიციალურ თარიღად სწორედ 1959 წელია მიჩნეული. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო - თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედრაციად გადაკეთდა.

1962 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრება - თბილისის პირველობა ოთხი გუნდის მონაწილეობით. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა. 1963 წელს თბილისში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი - პროფკავშირების პირველობა ,რომელშიც თბილისის „განთიადი“ მე-III ადგილზე გავიდა, სამი წლის შემდეგ გამართულ სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში კი მეორე იყო თბილისის  „დინამო“ (მწვრთნელი - გივი მრელაშვილი). 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი კლუბი - „დინამო“- 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის ნაკრების ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა - თბილისის „დინამომ“ მოაწყო ტურნე უცხოეთში (პოლონეთში) და 3 გამარჯვება მოიპოვა. 1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი.

ლელობურთის ქვეყანაში რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, მორაგბეთა თემი კი ლამის სოციალურ ფენომენად ჩამოყალიბდა. საქართველოში რაგბის  სიყვარულითა და ენთუზიაზმით თამაშობდნენ, თავად მორაგბეები კი საზოგადოებისაგან განსაკუთრებულ არაფორმალურ პატივისცემას იმსახურებდენ. 1968 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ მე-III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრ კავშირის თასი მოიპოვა. 1980 -იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა ქუთაისის „აია“- გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს(1985) მედლები აიღო, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987-1988-1989) გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი,ორჯერ თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 1990). მორაგბეთა თაობების აღზრდაში მნიშშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნოდარ ყიფიანმა, გელა მიქაბერიძემ, გოგი ტონიამ, ბათუ კევლიშვილმა, გურამ მოდებაძემ, რამაზ სვანიძემ, მალხაზ ჭეიშვილმა, ლაშა გეგენავამ და სხვა მწვრთნელებმა.

სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ საქართველოს მორაგბეები:

თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუშიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.

ჯერ კიდევ საბჯოთა კავშირის არსებობის პირობებში, 1989 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან - 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი - ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ , ქართულმა კლუბებმა საკავშირო ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი თავის 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ  (პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო ევროპის ერთა თასი, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. უცხოელი მწვრთნელების მოწვევის პრაქტიკა შემდგომშიც გაგრძელდა, როცა რაგბის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა გიორგი ნიჟარაძე. მისი მეცადინეობით მთელი ქვეღნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაფართოვდა სარაგბო ინფრასრუქტურა. 2008, 2009, 2011 და 2012 წლებში ქართველებმა კიდევ ოთხჯერ აიღეს ევროპის ერთა თასი. საერთოდ XXI საუკუნის პირველი ათწლეული მეტად წარმატებული გამოდგა ჩვენი რაგბისთვის. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველომ 17:13 დაამარცხა რუსეთი და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და პლანეტის საუკეთოსო გუნდებს გაეჯიბრა. 2007 და 2011 წლებში ქართველებმა კიდევ ორჯერ ითამაშეს მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში. სანაკრებო წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მალხაზ ჭეიშვილს, ტიმ ლეინს, რიჩი დიქსონს.[3]

ჭიდაობა

ჭიდაობა ისტორიულად მნიშვნელოვანი სპორტია საქართველოშია. საქართველოში ძირითადად ჭიდაობის სამი სახეობაა გავრცელებული და პოპულარული:თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქათული ჭიდაობა. ისტორიკოსები ფიქრობენ რომ ბერძნულ-რომაულ სტილში ბევრი ქართული ელემენტია, საქართველოში კი ყველაზე პოპულარული ჭიდაობის კახური სტილია. თუმცა, საქართველოში ყველა კუთხეს გააჩნია თავისი სტილი, მაგალითად ხევსურეთს სამი საჭიდაო სტილი აქვს.

XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში ე.წ. დროებითი ცირკები გაიხსნა. აქ, გარდა ქართულისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ (ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად მოიხსენიებდნენ. ფრანგულს წარმატებით ჭიდაობდნენ სახელოვანი ქართველი ფალავნები: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, თედო ლილოელი, კოსტა მაისურაძე, მიხეილ ციმაკურიძე (მიშიკო მაჩაბელი), კოლია ქვარიანი,ვანო აბულაძე და სხვები. განსაკუთრებით პოპულარული იყო ნიკიტინის ცირკში პროფესიონალ ათლეტთა მონაწილეობით გამართული ტურნირები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ უკრაინელი ივან პოდდუბნი, რუსი ივან ზაიკინი, გეორგ ლურიხი, მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებული გერმანელი კლემენს ბული, თურქი სარი სულეიმანი, პოლონელი კარლ პოსპეშილი, ინდოელი გამა ინდოსტანი და სხვები. კაცების მხარდამხარ ძალას ქალებიც ცდიდნენ – 1911 წელს თბილისში გამართული ქალთა ტურნირი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარეს. მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, შოტლანდიის, პოლონეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, ესპანეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ჩემპიონები. მათ შორის, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე, გერმანელი ფრიდა დამბერგი. პროფესიონალთა გამოსვლებმა განაპირობა ჭიდაობის ახალი სახეობით ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება. 1912 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ძალოსნური სექცია, რომელშიც, გარდა ძალოსნებისა და მოკრივეებისა, გაერთიანდნენ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მოყვარულები. ამ საქმეს უძღვებოდა სპორტის ენთუზიასტი პეტრე მარღანიძე. მისი თაოსნობით 1914 წელს გაიმართა პირველი შჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგვიანებით (1923) პოლიტექნიკური ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტთან შეიკრიბა კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ხელმძღვანელობდა. 1925 წელს ასეთივე ჯგუფები ჩამოყალიბდა ბათუმსა და ქუთაისში. ცნობილმა ფალავანმა ვანო აბულაშვილმა თბილისში დააარსა ათლეტიკის სკოლა, სადაც ფრანგულ ჭიდაობასაც ასწავლიდნენ. 1926 წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები. იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ვახტანგ კუხიანიძეს, პეტრე იორდანიშვილს, ლევ კაპიტონოვს, გიორგი ვარძელაშვილსა და ნერსეს აკოფოვს.

1928 წელს გამართული საქართველოს I სპარტაკიადის პროგრამაში კლასიკური ჭიდაობაც შეიტანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა ოზურგეთ 34 მოჭიდავე. საქართველოდან სსრ კავშირის პირველი ჩემპიონი იყო ლეონიდ ძეკონსკი. მან ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი შალვა ჩიხლაძესთან ერთად კვლავ ჩემპიონი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. სსრ კავშირიდან ევროპის პირველი ჩემპიონი იყო კონსტანტინე კობერიძე (1947), მსოფლიოს პირველი ჩემპიონი – გივი კარტოზია (1953). ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც კარტოზია იყო (1956). მისი სპორტული მიღწევები სამაგალითო გამოდგა მომდევნო თაობის მოჭიდავეებისთვის. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ქორიძე, რომან რურუა, ვახტანგ ბლაგიძე; მსოფლიოს ჩემპიონები – როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, თემო ყაზარაშვილი, გურამ გედეხაური, მუხრან ვახტანგაძე, მანუჩარ კვირკველია. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში, გარდა ზემოთ დასახელებული მწვრთნელებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ილია ჩხარტიშვილმა, ვლადიმერ მაისურაძემ, ილია ბობოხიძემ, დამერლანდ დავითაიამ, ჯემალ კოსტავამ, ჯონი რეხვიაშვილმა, ოთარ ოთარ ტატიშვილმა, ბეგი დარჩიამ და სხვებმა. ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2004 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა.[4]

ქართულ ჭიდაობაზე , სპორტული ორთაბრძოლის უძველეს ეროვნულ სახეობაზე, არაერთი ცნობა მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში, საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელისამირანდარეჯანიანი“ და იოანე შავთელისაბდულმესიანი“ (XII ს.). XIII საუკუნის დასაწყისში ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მოჭიდავეების - ქართული ხიზამბარელისა და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავი, ხოლო XV საუკუნის მემატიანეებმა - ცნობა ათაბაგ მზეჭაბუკის შეხვედრაზე თათართა ფალავან ძალანთან .

ალავერდის ტაძრის შესასვლელთან შემონახულია ბარელიეფი (XV ს), რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII- XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ქართული ჭიდაობის წესები, ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხესი გავრცელებულ ჭიდაობათა ნაირსახეობა - რაჭული „ ღოჯური,“ მეგრული „ მოგორდია,“ იმერული „ საბეჭურით ჭიდაობა,“ სვანური „ ლიბრგიელ,“ მთიულური „ იღლიღორა,“ ხევსურული „ მოშ და მოშ,“ და სხვ.

ქართული ჭიდაობა ადრე ძირითადად იმართებოდა საქართველოს სოფლებში - საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა ქალაქებშიც: თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა. საჭიდაო „კრუგები“ იყო მოწყობილი მთაწმინდაზე, ფიქრის გორაზე, ავლაბარში, დიდუბეში, ხუდადოვის ტყეში, სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ საქვეყნოთ ცნობილი ფალავნები: დათა ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, იოსებ ცერაძე, დათა ავლაბრელი, ვანო ქიზიყელი („ კამბეჩუა“), ალექსანდრე ეგნატაშვილი, ვანო მიდელაური, სანდრო კანდელაკი, ვანო აბულაშვილი, ირაკლი კახელი, შაშო და გიორგი ვერელები, კოლია ქვარიანი, გიორგი ჯიბგირი, მიხა ქურხული და სხვები.

წინათ სოფლად თუ ქალაქად ჭიდაობას „ჩოხების შემნახველი“ პატრონობდა . სწორად ის იყო შეჯიბრებების მომწყობი და მოთავე. მასვე ებარა საჭიდაო ჩოხებიც. „ ჩოხების შემნახველი“ ასწავლიდა ყმაწვილებს ქართული ჭიდაობის ფანდებს, უვლიდა და აწესრიგებდა სარბიელს . შეჯიბრება უმთავრესად უქმე დღეებში იმართებოდა. ჭიდაობას შუამავალიმსაჯი წარმართავდა. წრეში წესრიგის დასამყარებლად არჩევდნენ ახალგაზრდა ,ყოჩაღ ბიჭებს, რომლებიც მოქნილი სახრეებით ხელში გარს ურბენდნენ წრეს და წინ წამოწეულ მაყურებლებს უკან ახევინებდნენ. ასპარეზობას იწყებდნენ მოზარდები, რომლებსაც ჭაბუკები ცვლიდნენ და ბოლოს უკვე გამოცდილი, კარგად დაღვინებული ფალავნები გადმოდიოდნენ. ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის. აქ კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები, კისრულები და ორი დამხმარე - ბრუნები და ლოჯურები. თითოეული მათგანი უამრავ ფანდს შეიცავს. მუსიკალური აკომპანემენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია, ამასთან, მოჭიდავის მოძრაობები - მკლავშემართული მისვლა, მიხრა-მოხრა, ორთაბრძოლის ტემპი ზუსტად თან ხვდება მუსიკის რიტმს და ამიტომ ჭიდაობა ცეკვას ემსგავსება . ჭიდაობენ წელგამართულნი, ილეთები სრულდება სწრაფად , ელვისებურად. იკრძალება მტკივნეული და მახრჩობელა ფანდები,ფეხებში ხელის ჩავლება, წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, მისი ძალით წამოყენება, სარბიელიდან გაქცევა. ქართული ჭიდაობის ილეთები დამკვიდრებულია ჭიდაობის სხვა სახეობებში (ძიუდო, სამბო, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა)

საჭიდაო სარბიელია ნახერხმოყრილი მოედანი (მინიმალური დიამეტრი - 10 მ, ნახერხის სისქე - 20-30 სმ) ან ლეიბი (10X10 მ). მოჭიდავეს აცვია, მოკლე ჩოხა, ტრუსები, ბანდაჟი, რბილი ტყავისგან შეკერილი უძირო ფეხსაცმელი (უფლება აქვს, იწიდაოს ფეხშიშველმაც). ორთაბრძოლა იწყება და მთავრდება არბიტრის სასტვენის ხმაზე. წმინდა გამარჯვება მოჭიდავეს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მისი მოწინააღმდეგესარბიელს ორივე ბეჭით ერთდროულად შეეხება,ან ისე გადაგორდება, რომ სარბიელს შეეხება ორივე ბეჭით ერთმანეთის მიყოლებით. ქულებით იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ილეთებით მეტ ქულას დააგროვებს.[5]

საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა. იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის ვახტანგ კუხიანიძის ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ საბჭოთა კავშირში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ პირველი ჩემპიონატი 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საბჭოთა კავშირში, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთაგან უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები. 1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ თიკანაძემ, გიორგი როსტიაშვილმა, ვასილ ილურიძემ, შალვა ნოზაძემ, ვანო მეკოკიშვილმა, პეტრე იორდანიშვილმა, ლევ კაპიტანოვმა, მარლენ ოსიყმაშვილმა, ვლადიმერ მესტვირიშვილმა, შოთა კიკაბიძემ და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.

თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის სახელის მოპოვება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები და ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.

ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგ კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – რომან რურუა (1991-1993), თავისუფალი ჭიდაობის – მურმან ომანიძე (1991-1993), გაერთიანებული ფედერაციის – გურამ გედეხაური (1993-1994), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-2004), ბაკურ გოგიტიძე (2004 ), კახა გეწაძე (2005 წლიდან), თამაზ გეგეშიძე (2016-დღემდე).[6]

კალათბურთი

ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. 1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.

ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-1972 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.

ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-1966) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 1956).

1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია კი აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის გუნდებში გამოდიან.

'საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.' დაფუძნდა 1991 წლის 4 ივნისს. 1992 წლის 10 ივლისიდან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ჩხეიძე (1991-1995), ავთანდილ საყვარელიძე (1995-1997), გიორგი ქათამაძე (1998-2001), ბესიკ ლიპარტელიანი (2001-2013), მიხეილ გაბრიჩიძე (2013-დღემდე).[7]

ლელობურთი

ეს არის ინგლისური რაგბის მსგავსი სპორტი, თამაშობენ მოედანზე, არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშეთა რაოდენობას და არ გააჩნია ბევრი წესები, მაგრამ გუნდის წევრები ერთმანეთისგან რაიმით გამოირჩევიან, მაგალითად სხვადასხვა უბნელები, ცოლიანები და უცოლოები და ა. შ. იგი შეიქმნა გურიაში.

ზამთრის სპორტი

საქართველოში ზამთრის სპორტი წარმოდგენილია ძირითადად შემდეგი სახეობებით:სამთო სათხილამურო, თხილამურით ტრამპლინიდან ხტომა, საციგაო, ბიატლონი, ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი.


საქართველოში თხილამურობის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა 1920-იანი წლების მიწურულს , როცა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგაზავროსნობის განყოფილების თავმჯდომარე პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოეწყო ე.წ. სადაზვერვო გასვლა ბაკურიანში. პირველი მოთხილამურეები სწორედ მთამსვლელები იყვნენ. 1931 წელს ამიერკავკასიის პროლეტარული ტურიზმის და ექსკურსიების საზოგადოების სამთო სექცია სამთო და სათხილამურო სექციად გადაკეთდა. ამავე წელს მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა კავკასიონზე, რომლის მონაწილენიც თხილამურებით ჩავიდნენ მესტიაში. 1932 წელს გიტო გიორგაძის ხელმძღვანელობით ბაკურიანში ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ხუთკაციანი ჯგუფი,

ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღის შენობაში კი პირველი სათხილამურო სადგური დაბანაკდა. მოთხილამურეთა პირველი შეჯიბრება (5 კილომეტრზე რბოლა და მთიდან დაშვება) 1934 წელს გაიმართა ბაკურიანში და თბილისელი გაიოზ კანდელაკის გამარჯვებით დამთავრდა. 1935 წელს ბაკურიანშივე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაშიც შედიოდა რბოლა 5, 10, და 20 კილომეტრზე, სლალომი და ტრამპლინიდან ხტომა. რბოლებში საუკეთესო იყო ვლადიმერ კოსმაჩევსკი, სამთო სახეობაში - ალექსანდრე გვალია. მოგვიანებით საქართველოს მოთხილამურეები საკავშირო შეჯიბრებებშიც ჩაებნენ, მაგრამ რბოლებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ და ამ დისციპლინებში არც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გამოსულან.


თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა

საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია 1935 წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მაშინ ყველას აჯობა იმ დრისთვის უკვე ცნობილმა ალპინისტმა და სამთო-სათხილამურო საქმის ორგანიზატორმა ალექსანდრე (სანდრო) გვალიამ. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70, და90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ კობა წაქაძეს - სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. წაქაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა დიდ ასპარეზზე, გამოირჩეოდა სტაბილური შედეგებით და ხტომის დახვეწილი მანერით. მან სკვო-ველისა(1960) და საპოროს (1972) ოლიმპიადებზე მეცხრე შედეგი აჩვენა. 1960-იან წლებში არაერთ საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა ასევე ბაკურიანელმა მხტომელმა მიხეილ გავამ (მისი საუკეთესო შედეგია სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონობა). დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კობა წაქაძის ვაჟი-კახა წაქაძე, რომელმაც მანამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და საკავშირო თასი მოიგო.


სამთო თხილამურობა

საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტი განვითარდა 1930-იანი წლიდან, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა (1931). ამ საქმეს სათავეში ედგნენ გიტო გიორგაძე, ალექსანდრე გვალია, გიორგი ბაქრაძე, ვიქტორ მალოვიჩკო. მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს. გაიმარჯვა თბილისელმა გაიოზ კანდელაკმა. მომდევნო წელს ჩატარებულ საქართველოს პირველ ჩემპიონატში სამთო სახეობები მოიგო ალექსანდრე გვალიამ. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანელი ლევან (ლალა) ფანჯიკიძე (1940), საკავშირო ჩემპიონატებში არაერთი მედალი მოიპოვა ასევე ბაკურიანელმა მოთხილამურემ მიხეილ გავამ. საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ ნიკოლოზ მიქაბერიძე, იბრაჰიმ ჯანგობეკოვი,ლიანა გოგოლაძე, ნათელა ფალიანი, ბორის კახიანი და სხვები. 1994-2010 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 7 სამთო მოთხილამურე - ზურაბ ჯიჯიშვილი, სოფიკო ახმეტელი, ლევან აბრამიშვილი, რობერტ მახარაშვილი, იოსებ აბრამაშვილი, ჯაბა გელაშვილი და ნინო წიკლაური. მათგან საუკეთესო იყო ჯიჯიშვილი, რომელმაც 1998 წელს ნაგანოს თამაშებზე სამთო კომბინაციაში XIV ადგილი დაიკავა. სოფიკო ახმეტელი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. მას არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილი საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის - ევროპის თასის გათამაშების ეტაპებში. [8]


ციგაობა


ციგაობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში გავრცელდა 1960-იანი წლების მიწურულს. 1970 წელს ბაკურიანში გაიხსნა ციგაობის პირველი სპორტული ჯგუფი ალექსანდრე ქუმარიტაშვილის ხელმძღვანელობით, კოხტაგორის ფერდობზე კი მოეწყო 25-მეტრიანი ტრასა. საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა 1972 წელს. პირველი სპორტის ოსტატები იყვნენ ქეთევან ჯეირანაშვილი და ფელიქს ქუმარიტაშვილი. 1974 წელს ბაკურიანში აიგო საერთათაშორისო  სტანდარტების შესაბამისი საციგაო ტრასა. ყველაზე წარმატებული მიციგავეები არიან კახა ვახტანგიშვილი და ლევან თიბილოვი. ამ წყვილმა 1989 წელს ევროპის პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავა, 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე (ლილეჰამერი) კი მე-17 ადგილზე გავიდა.

პრეზიდენტი: - ფელიქს ქუმარიტაშვილი[9]


 ბიატლონი


საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 2002 წლის 26 ნოემბერს . ამ მოკლე დროის განმავლობაში ბევრი რამ იქნა გაკთებილი, ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, დაგეგმილია შეჯიბრებები. შეირჩა საქართველოს ნაკრები გუნდი, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ მაღალი შეფასება მისცა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.   სპორტსმენების მომზადების დონე ყოველ წლიურად შესამჩნებად მატულობს.

2004 წელს საქართველოს ეროვნული ფედერაცია გაწევრიანდა საერთაშორისო ბიატლონის ფედერაციაში.

2009 წლიდან დღემდე საერთაშორისო  არბიტრაჟის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე,  საქართველოს ბიატლონის ფედერაციის წევრებია.

საქართველო წლების განმავლობაში ითვლებოდა ზამთრის სპორტის ცენტრად, ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუკი გავისთვალისწინებთ დღევანდელ სასაზღრო ზოლს და კლიმატურ პირობებს, და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნახევრად გასამხედროვებულ სპორტის სახეობის კერძოდ - ბიატლონის განვითარებას საქართველოში.

ბაკურიანში ტარდებოდა სხვადასხვა დონის საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში. იგეგმებოდა ოლიმპიური თამაშების ჩატარების  საკითხი. აქვე მზადებას გადიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები ბიატლონში. სპორტულ კომპლექსში შედიოდა სასტუმრო, სასროლი მოედანი და სრბენი ბილიკი. აქ მომზადებლი სპორტსმენები მაღალ შედეგებს აღწევდნენ საერთაშორისო არენაზე. ბაკურიანში 1969-1970 წლებში ჩატარდა საკავშირო შეჯიბრება ბიატლონში.[10]


ფიგურულ ციგურაობა


ფიგურულ ციგურაობას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, თუმცა მანამდე, 1900-იან წლებში პეტერბურგში ამ სახეობას ეუფლებოდა შემდგომში ცნობილი მეცნიერი და სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე. საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1961 წელს, 1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი ხელოვნურსაფარიანი საციგურაო დარბაზი. პირველი თაობის მოციგურავეათა შორის გამოირჩეოდნენ ირაკლი ჯაფარიძე, ირინა არხანგელსკაია, შემდეგ კი მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ბესარიონ ცინცაძე. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოვიდა ვახტანგ მურვანიძე.  ყველაზე წარმატებული ქართველი ფიგურისტია ელენე გედევანიშვილი, რომელმაც 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა.

პრეზიდენტი: - მარიამ გიორგობიანი[11]


ყინულის ჰოკეი


საქართველოში ყინულის ჰოკეის თამაში 1960-იან წლებში დაიწყეს. ამ საქმეს მეთავეობდა მოსკოვიდან მოწვეული მწვრთნელი ვალენტინ ზახაროვი.

1961 წლის იანვარში ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატიც გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის გუნდები მონაწილეობდნენ. ამ გუნდებში ძირითადად საქართველოში დისლოცირებული სსრკ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შედიოდნენ, თუმცა ახალი თამაშის დაუფლება ქართველმა ენთუზიასტებმაც სცადეს. რესპუბლიკის პირველი ჩემპიონის სახელი მოიპოვა ახალქალაქის გუნდმა, რომელმაც ფინალში ბათუმის გუნდს 9:4 მოუგო.

1962 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს მეორე ჩემპიონატი. ამჯერად შეჯიბრებში თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მესტიის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები ჩაებნენ. ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის პირველმა გუნდმა, რომელმაც წინა პირველობაში გამარჯვებული ახალქალაქის ჰოკეისტები 4:2 დაამარცხა.

ამ ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაში ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ორი მატჩის მოგება შეძლო (ყირგიზეთთან - 1:0, სომხეთთან - 11:2) და 12 მონაწილეს შორის X ადგილზე გავიდა.

საქართველოში ყინულის ჰოკეის ინტერესი კვლავ გაჩნდა 1970-იან წლებში. პირველი თაობის ნაკრების წევრმა ნოდარ დონაძემ ჩამოაყალიბა მოზარდთა გუნდი „პირველი მერცხალი“, რომელმაც მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრში - „ოქროს შაიბაში“ ითამაშა. ამ გუნდის მეკარემ კოტე ბახუტაიშვილმა 1988 წელს სსრკ იუნიორთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნოდარ დონაძის მოწაფეების - დენის დავიდოვის და ლაშა ცაგარეიშვილის თაოსნობით, 2004 წელს დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია, რომელიც 2009 წელს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.

2008 წელს ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში, 2012 წელს კი შედგა საქართველოს ნაკრების დებიუტი ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში.

2018 წელს ჩვენი გუნდი ამ დივიზიონის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ლიგაში ერთი საფეხურით დაწინაურდა.[12]


ჩოგბურთი

ქართული ჩოგბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ ისტორიის არაერთი ცნობილი ოსტატის სახელი ამშვენებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალექსანდრე მეტრეველს - 1970-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერეს ჩოგბურთელს, რომელმაც სხვადასხვა თანრიგში 16-ჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, 1973 წელს კი უიმბლდონის ერთეულთა ფინალში ითამაშა. ქართველ ქალ ჩოგბურთელთა შორის საუკეთესო იყო ლეილა მესხი - წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, WTA- ის ხუთ ტურნირში გამარჯვებული.

ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „ Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის , იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდან ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით  - სხვა ქალაქებშიც.

1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა. 1913 წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა. 1915 წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. 1919 წელს თბილისის ტანვარჯიშულ საზოგადოება “შევარდენში” დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის განწევრი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს გიორგი ლორთქიფანიძე უძღვებოდა.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდანვე ქართულმა ჩოგბურთმა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა ყოფილ სსრკ-ში. საქართველოს ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული ამიერკავკასიის გუნდი სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში (1928) II ადგილზე გავიდა, ედუარდ ნეგრებეცკის თამაშმა კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 1930-იან წლებში თბილისს სამი საჩოგბურთო ბაზა შეემატა: მარჯანიშვილის ქუჩაზე, ვერის პარკში და ყოფილ მადათოვის კუნძულზე. იმავე პერიოდში საკავშირო სარბიელზე თავი გამოიჩინეს არჩილ მდივანმა და თამარ გოგოლაურმა, მოგვიანებით – ბორის კრუპენიკოვმა, ვანო ელერდაშვილმა, გივი კოკაიამ და ვიქტორ ურაევსკიმ. სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მუშაობდნენ მწვრთნელები: არამ ხანგულიანი, ვახტანგ დიდიძე, მარიამ კლდიაშვილი, ვლადიმერ სერებრენიკოვი, არჩილ ელერდაშვილი, გურამ თოხაძე, მარლენ ქობალია, გივი ახალაძე და სხვები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჩოგბურთელთა აღზრდა-დაოსტატებაში.

1990-იანი წლებიდან საქართველოს ჩოგბურთელები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის დევისის თასისა და ფედერაციის თასის გათამაშებებში. 1993 წელს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო ლუარსაბიშვილი გოგონათა შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა, 1996 წელს ირაკლი ლაბაძემ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო, 1998-ში კი უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ფინალში გავიდა. ქართულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიას და ბათუმის ჩოგბურთის კლუბს. ბათუმსა და თბილისში 1997 წლიდან ტარდება ქალთა საერთაშორისო ტურნირები, 2000-წლიდან კი თბილისი კაცთა პროფესიონალურ საერთაშორისო ტურნირსაც მასპინძლობს.

ქართულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც  დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ბოლო წლებში ქართველთაგან გამოირჩევა ანა ტატიშვილი, რომელმაც მაკა ჩახნაშვილთან ერთად , ლონდონში 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, აშშ-ის 2012 წლის ღია პირველობაზე კი მერვედფინალში გავიდა.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 7 ივნისს. 1993 წლიდან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის (ETA) წევრია.

ძიუდო

საქართველოში ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ქართველი მოჭიდავეები ძიუდოისტთა შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ 1957 წელს, როცა სსრკ და უნგრეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირში ძიუდოს სპორტული ჯგუფები ჯერ კიდევ არ იყო და ნაკრებში სამბისტები შეიყვანეს, მათ შორის – ბიძინა მაზიაშვილი, გურამ სიმონიშვილი, შალვა დაუშვილი და ოთარ შინჯიკაშვილი. ორი წლის შემდეგ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანზორ კიკნაძე, დურმიშხან ბერუაშვილი და ოთარ შინჯიკაშვილი. ქართველმა სპორტსმენებმა ყველა ბრძოლა მოიგეს. სპეციალისტებმა პირველად სწორედ მაშინ მიაქციეს ყურადღება ქართული ჭიდაობისა და ძიუდოს ილეთების მსგავსებას. ქართველ მოჭიდავეთა ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 1962 წელს, როცა თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის ეროვნული გუნდი. იმავე წელს საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ ანზორ ქიბროწაშვილი და ანზორ კიკნაძე. აქედან იღებს სათავეს ძიუდოს ქართული სკოლის მიღწევები ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში.

იმ დროისთვის ძიუდო უკვე ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და მისი განვითარება პრიორიტეტულ საქმედ გამოცხადდა. საქართველოში ძიუდოში ვარჯიშის მრავალი მსურველი გამოჩნდა, ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს არ გასჭირვებიათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. მწვრთნელებმა სწრაფად აუღეს ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბეს. თბილისში წარმატებით მუშაობდნენ ქრისტეფორე ნინიაშვილი და ბიძინა მაზიაშვილი, ქართლში – გურამ პაპიტაშვილი და გივი ზაუტაშვილი. პაპიტაშვილმა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გახსნა ძიუდოს სექცია, რომელიც ქართული ძიუდოს ერთ-ერთ ცენტრად იქცა. გორში აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პირველი ჩემპიონები: ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი და თემურ ხუბულური. ძიუდომ ფეხი მოიკიდა ახმეტაში, კასპში, ქარელში, მესტიაში, ლენტეხში, ქუთაისში, საგარეჯოში, დუშეთსა და გარდაბანში. საქართველოს უძლიერეს ფალავნებს სისტემატურად იწვევდნენ სსრკ ნაკრებში, ამ გუნდის წევრთა უმრავლესობას ხშირად ქართველები შეადგენდნენ.

ძიუდოს ქართული სკოლა თავად იაპონელებმა აღიარეს. მათ ჯერ საფუძვლიანად შეისწავლეს ქართული ჭიდაობა, შემდეგ კი ქართველი მწვრთნელები პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად იაპონიაში მიიწვიეს.

ქართულმა ძიუდომ რამდენიმე თაობა გამოიცვალა. თითოეულს თავისი ლიდერები და ჩემპიონები ჰყავდა. პირველი თაობიდან გამოირჩეოდნენ ანზორ კიკნაძე, ანზორ ქიბროწაშვილი და ფარნაოზ ჩიკვილაძე. საერთაშორისო სარბიელზე მათ მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებები დანარჩენებისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემი გამოდგა. 1970-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ, თავად ეს ნაკრები კი საუკეთესო იყო მთელ საბჭოთა კავშირში. შოთა ჩოჩიშვილი, გივი ონაშვილი, გურამ გოგოლაური, შენგელი ფიცხელაური, რამაზ ხარშილაძე, თემურ ხუბულური, ჯიბილო ნიჟარაძე, ამირან მუზაევი, შოთა ხაბარელი, დავით ბოდაველი, ოლეგ ზურაბიანი – ამ ფალავნებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში.

ძიუდოს განვითარებას ხელი შეუწყო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა (ტარდება 1970 წლიდან), რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ტურნირზე აიდგეს ფეხი კობა კურტანიძემ, ამირან ტოტიკაშვილმა, გიორგი თენაძემ, აკაკი კიბორძალიძემ და სხვა ცნობილმა ძიუდოისტებმა. მათთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 1989 წელი, როცა კურტანიძე და ტოტიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი აიღო, თენაძემ კი – ბრინჯაოსი. გარდა ამისა, იმავე წელს კურტანიძემ და ტოტიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატშიც გაიმარჯვეს. შემდეგ დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ დავით ხახალეიშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი, სოსო ლიპარტელიანი, გიორგი რევაზიშვილი, ნესტორ ხერგიანი, ალექსი დავითაშვილი, ივერი ჯიქურაული, დავით მარგოშვილი, დავით ქევხიშვილი, ზურაბ ზვიადაური. ხახალეიშვილმა გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ბარსელონაში 1992 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო და მისი ამ გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიადების ისტორიაში პირველად აღიმართა საქართველოს დროშა. ოთხი წლის შემდეგ ატლანტაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა ლიპარტელიანმა, 2004 წელს კი ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ასევე აღსანიშნავია გუნდურ შეჯიბრებებში მოპოვებული წარმატებები: საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ (2002, 2003) გაიმარჯვა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში, მსოფლიოს ჩემპიონატში კი მეორე ადგილზე გავიდა (2003).

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 3 ივნისს. 1993 წლის მაისიდან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა (IJF) და ევროპის ძიუდოს კავშირის (UEJ) წევრია. პრეზიდენტები: დილარ ხაბულიანი (1991), დავით ქევხიშვილი (დღემდე).[13]


რეიტინგები

(მხოლოდ საქართველოს პირველადგილოსნები):

მამაკაცები
ქალბატონები

სუმო

ამ საქმის თაოსნები და მხარდამჭერები იყვნენ თენგიზ რუხაძე, ანზორ მარტყოფლიშვილი, თამაზ ჩხართიშვილი, მერაბ ლოსეურაშვილი, ლაშა აბესაძე, ზურაბ რეხვიაშვილი. მათ 1998 წელს დააფუძნეს საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია, რომელიც იმავე წელს ევროპისა და მსოფლიოს ფედერაციებში გაერთიანდა, ქართველ სპორტსმენებს კი მოყვარულთა ტურნირებში გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.

პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაში - ევროპის 1998 წლის ჩემპიონატში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ალექსი დავითაშვილმა, გიორგი წმინდაშვილმა, ლევან ჯაფარიძემ და ჯონდი დაბრუნდაშვილმა. მოყვარულთა ტურნირებში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ლევან ებანოიძემ, რომელმაც 1999 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. ქართველები ხშირად ხვდებიან გუნდური შეჯიბრებების პრიზიორთა შორის, 2009 წელს კი ევროპაში საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული მოიპოვეს.

პირველი პროფესიონალი ქართველი სუმოისტია სოხუმელი  ლევან ცაგურია, მეტსახელად  „კოკაი“  („შავი ზღვა“). ის 2001-2012 წლებში გამოდიოდა უძლიერესთა ტურნირებში და სუმოს ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა. ცაგურია აღმოჩნდა პირველი ევროპელი, რომელმაც ძურიოს (მე-2 უმაღლესი კატეგორია) დივიზიონს მიაღწია. ბოლო წლებში პროფესიონალთა ტურნირებში წარმატებით ასპარეზობენ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).

წყალბურთი

საქართველოში წყალბურთი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს. პირველი შეჯიბრება 1927 წელს გაიმართა ბათუმში წყალჯომარდობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ (ბათუმში, ფოთში, სოხუმში, მოგვიანებით - თბილისში). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები - პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. მშვენიერაძე მალე მოსკოვის "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი სსრკ ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა.

სპორტის საწყლოსნო სახეობებმა თანდათან მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავისა და მწვრთნელ-ორგანიზატორის, ლუკა იოაკიმიდის ღვაწლი საქართველოში ამ სახეობათა განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება "დინამოში" გაიხსნა ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის "დინამო" არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი - დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის გამოირჩეოდა ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ და მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს 1958 წელს თბილისში გდრ-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის "დინამომ" (4:2), მეორეში თბილისის "ბურევესტნიკი" დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და კუბის ეროვნული გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის "დინამომ" სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 1963, 1979) და 2-ჯერ (1959, 1967) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ (იუგოსლავია, უნგრეთი, რუმინეთი). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ ზურაბ ჩაჩავა, ბორის მეგედი, ვლადიმერ გოიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ვასილ სანაძე, ოთარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, დავით რურუა, გელა ტუკვაძე და სხვები.

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-1996), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-1996), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე).[14]

ალპინიზმი

კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველები ძველი დროიდან იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს, ფართოდ იყენებდენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს - წრიაპს, რკინის პალოებს, წერაყინს,ქანჩს, თოკსა და ჯაჭვს, საცოც ტყავებს და თხილამურებს. რკინის სატეხების გამოყენება დამოწმებულია წარმართული დროის თქმულების - „ მიჯაჭვული ამირანის“ სვანურ ვარიანტში. როცა იბერიელების, კოლხებისა და ჰენიოხების საზღრის გასწვრივ წამომართულ კავკასიონის მაღალ მთებს აღწერს, ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი (ძვ. წ. I ს.) აღნიშნავს, რომ ეს „მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები. ხოლო ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის გამო“  სულხან - საბა  ორბელიანის  „სიტყვის კონაში“ განმარტებული ბევრი სიტყვა დღევანდელ ალპინიზმში ადრინდელი მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, წრიაპი - „ ესე არს რკინა შემზადებული კბილებიანი, ტერფთა ამოსაკრავად, რათა ფრიალოთა მავალსა კაცსა ფეხი არ მოუცურდეს.“ – „ წერაქი“, დღევანდელი წერაყინი, საბას განმარტებით, არის „ ცალგნით სათხროლი აქვნდეს კლდეთ დასარღვევად“ - იოანე ბატონიშვილისკალმასობაში“ მოთხრობილია, თუ როგორ ავიდა მღვდელი იოსებ მოხევე მყინვარწვერზე. იოსებ მოხევეს „მყინვარსა მთასა მიწა, კაცთაგან შეუვალსა“ უნახავს აბრაამის კარავი, რომლის ნაჭერიც ერეკლე მეფისთვის მიურთმევია. მყინვარწვერის ფერდობზე, 4 100 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში ნაპოვნია შუა საუკუნეების  ნივთები და მონეტები, ბრუტსაბძელაზე (3670 მ) – XVIII  საუკუნის საკულტო ძეგლები.

XIX  საუკუნის მერე ნახევარში საქართველოს პიკებზე (მყინვარწვერი, უშბა, თეთნულდი, შხარა და სხვ.)  ინგლისის , გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა  და სხვა ქვეყნების  ალპინისტების  მონაწილეობით  განხორციელდა პირველი სპორტული ასვლები. უცხოელ  მთასვლელებს გამყოლებად და მეგზურებად, როგორც წესი, ახლდენ ქართველები, რომლებმაც კარგად იცოდნენ  მთის პირობები და მთაში მოძრაობის ტექნიკა. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი:  მიტო არღვლიანი, მურათბი კიბოლანიკოტე  ფიცხელაური, ლალა ხუციშვილი.  უფრო გვიან ცნობილი გამყოლები იყვნენ გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ლობჟანიძე, გიგლა იჭირაული, პავლე(ბახვა) ფიფია და სხვები.  1923 წლის აგვისტო-სექტემბერში  პროფესორების - გიორგი ნიკოლაძის და ალექსანდრე  დიდებულიძის  ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე.    გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს 28 აგვისტოს მიაღწია. გამარჯვებულ  მთამსვლელთა შორის ხუთი ქალი იყო. „ეს მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,“ - წერდა შემდეგ გიორგი ნიკოლაძე („პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე,“ თბილისი, 1924 წელი.). სწორედ ამ ასვლებიდან იღებს სათავეს  ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია. ორი წლის შემდეგ, ასევე გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს იალბუზზე. მომდევნო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო უშბაზე და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, იაგორ კაზალიკაშვილისა და გიო ნიგურიანის ასვლა 1934 წელს, რამაც სათავე დაუდო საბჭოურ ასვლებს ამ მწვერვალზე. ამას მოჰყვა 1937 წელს უშბაზე პირველი კლდოვანი ასვლა, რომელშიც მონაწილეობდენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. მთასვლელებმა სათავე დაუდეს ტრავერსების კლასსაც. ისინი კავკასიონის , პამირისა თუ ტიან-შანის მთებში მრავალ მწვერვალზე პირველამსვლელები და ბევრი ახალი, ურთულესი მარშრუტის გამკვალავებიც არიან.  

1949 წლიდან ,როცა საფუძველი ჩაეყარა სსრ კავშირის ჩემპიონატებს, ქართველ მთამსვლელთა გუნდებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს. ყოფილა შემთხვევები, ქართველი ალპინისტების ერთდროულად რამდენიმე გუნდს მედლები მოუგია საკავშირო ჩემპიონატების სხვადასხვა კლასში. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოდგა 1976 წელი, როცა პამირსა და ტიან-შანში საქართველოს მთამსვლელთა ორმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის 1936 წელს  დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს, რომელიც 1945 წლიდან ალიოშა ჯაფარიძის სახელს ატარებს. 1936 წელს ალიოშა ჯაფარიძე  „პამირის გმირად“ აღიარეს;  1960 წელს „კლდის ვეფხვის“ წოდება მიენიჭათ მიხეილ ხერგიანს და იოსებ კახიანს; 1967 წელს პირველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები გახდნენ  მიხეილ ხერგიანი, გიორგი (აგი) აბაშიძე, დიმიტრი დანგაძე და შოთა მარიანაშვილი; „თოვლის ჯიქის „ წოდება მიენიჭათ რომა გიუტაშვილს ( პირველი ქართველი, რომელიც ევერსტზე ავიდა) , ბიძინა გუჯაბიძეს, აფი გიგანს, თამაზ შარაშენიძეს და ლევონ სარქისოვს; ევრაზიის მთამსვლელთა კავშირის ორდენით - „ ედელვაისით“  დაჯილდოვდნენ  ბენო ქაშაკაშვილი და ლევონ სარქისოვი. თანამედროვე ქართველმა ალპინისტებმა მსოფლიოს მრავალი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1999 წელს ორი ქართველი ჯგუფის ასვლა ევერესტზე სამხრეთისა (ხელმძღვანელი - ბენო ქაშაკაშვილი) და ჩრდილოეთის მხრიდან (ხელმძღვანელი - გია თორთლაძე),  ბიძინა გუჯაბიძის ორი ასვლა ევერსტზე - სამხრეთიდან (1999) და ჩრდილოეთიდან (2003)[15]

ველოსპორტი

თბილისში პირველი ველოტრეკი 1892 წელს, ყიფილი დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე აიგო. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (18561927), რომელსაც დიდი თანხა გაუღია. 1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაზეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ „ველოსიპედის“ მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც - დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული. XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ - პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა.

1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ „გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში“ (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოთ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტილის, ხარკოვის და მოსკოვის ველოტურნირებში, პეტერბურგში კი, გარდა რუსებისა, დაუმარცხებია ინგლისელი, ამერიკელი და იტალიელი მრბოლელები. წარმატებული მრეწველების, ძმები ლგოტაკების შემწეობით 1916 წელს თბილისის ველოტრეკი საფუძვლიანად გადაკეთდა. ლგოტაკები, სხვა საქველმოქმედო საქმეებთან ერთად, ველოსპორტსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ: აწყობდნენ შეჯიბრებებს, აწესებდენ პრიზებს, ფინანსურად ეხმარებოდნენ ხელმოკლე ველოსიპედისტებს. იმ პერიოდში წარმატებულ მრბოლელად ითვლებოდა საზღვარგარეთული ფირმა „დუქსას“ მექანიკოსი ნიკოლოზ გაბრიელოვი, რომელსაც არაერთი ცნობილი უცხოელი მეტოქე დაუმარცხებია.  1910 წლებში ველოსპორტი ქუთაისშიც გავრცელდა, რასაც ხელი შეუწყო ყოფლი მიხაილოვის ( ამჟამად ფალიაშვილის) ქუჩაზე ველოსიპედების საფირმო მაღაზიის გახსნამ. ამ მაღაზიის მეპატრონეს ვლადიმერ ტერკის თაოსნობით საღორიას ტყის მიდამოებსი ხშირად იმართებოდა ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. 1920 წელს ქუთაისის „შევარდენის“ ვარჯიშთავმა დათა ჯავრიშვილმა ჩამოაყალიბა ველოსიპედისტთა სექცია, „ უმთავრესად ყურადღება ქონდა მიქცეული სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. აგრეთვე  ველოსიპედელთა სექციის მიზანი იყო გაემართა შეჯიბრებები ურთიერთ შორის: ჩქარ სიარულზე, ნელ სიარულზე და ფიგურების კეთებაზე. დღემდის უმთავრესი ყურადღება მიქცეული ქონდა სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. საზოგადოებას ველოსიპედისტთა გუნდმა თავისი მოკლე ხნის ნამიშევარი, 9 მაისს, როდესაც იყო გამოსვლები ტან-სავარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“-ს. ახლო მომავალში მას მიზნად აქვს მოაწყოს შეჯიბრებები ველოსიპედელთა შორის და ექსკურსიები“ (ჟურნალი შევარდენი“. 1920 წელი, ქუთაისი).

ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც 1939-1945 წლებში 4-ჯერ მოიგო სსრ კავშირის ჩემპიონატი სალიდერო რბოლაში. 40-50 წლებში  გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, არკადი ხაბურზანია, ოთარ დადუნაშვილი, ვლადიმერ ძებნიაური, ედუარდ ჯიმშელეიშვილი. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა ომარ ფხაკაძემ რომელმაც ერთბაშად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, 1965 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერს სპრინტერად ითვლებოდა. სხვადასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ შოთა კაცაძე, იგორ ვოლკოვი, ვლადიმერ პოპოვი, პეტრე ჩევარდოვი, ემზარ გელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი, ჯონი ცივაძე და სხვ.

ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლო ითამაშა 1972 წელს თბილისში აშენებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით  უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს.

იმავე წლიდან რეგულარულად  იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე,

თბილისში ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ველოსიპედისტები.[16]

მშვილდოსნობა

საქართველოში მშვილდოსნობა ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული. ამის დასტურია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი მასალები, ქართული ზეპირსიტყვიერება, არაერთი ლეგენდა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვა წერილობითი წყარო. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ადრე ბრინჯაოს ეპოქაში ხმარობდნენ სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის მშვილდებს.

თრიალეთში 1935 წელს ნაპოვნ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახულია მშვილდ-ისრით ნადირობის სცენები, მშვილდები და მშვილდოსნები. მშვილდები ძირითადად ხისგან მზადდებოდა, მაგრამ სხვა მასალებსაც იყენებდნენ, “მშვილდმოქმედნი აკეთებდნენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან” (ვახუშტი, “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”). მარჯვე მოისართა შორის მოიხსენიებიან ცნობილი მოღვაწენი და ლიტერატურული გმირები: “იყო ესე ლაშა-გიორგი – ახოვანი, ძლიერი, მხნედ მოისარი” (მემატიანე); გიორგი მესამე იყო “ვითარ ჩუბინ უცდენელი მსროლელი” (“ქართლის ცხოვრება”); “მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა” (მოსე ხონელი); “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია” (შოთა რუსთაველი); “დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები, მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ-ფიცხელები” (არჩილი); “უნდა მშვილდი დაწეული” (თეიმურაზ მეორე). მიზანში ზუსტად მსროლელს ჩუბინს ეძახდნენ.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩუბინი “ესე არს კაცი ისართა, თოფთა, ქვათა უცდენელად ისროდეს”. მშვილდოსნობაში საგანგებო საწვრთნელი ვარჯიშები იმართებოდა, სამიზნე საგანს განსაზღვრულ სიმაღლეზე შემოდებდნენ და მას სასაგნოს უწოდებდნენ. “სასაგნო ასაბადი. ესე არს მშვილდოსანნი, სადა ნიშანსა დასდებენ ისართა სასროლელად ხელის წაყრის სიმარჯვისათვის” (სულხან-საბა ორბელიანი).

როგორც სპორტის სახეობა, მშვილდოსნობა საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა. ქუთაისელი სპეციალისტის შალვა ჯაშიაშვილის თაოსნობით მოეწყო მწვრთნელთა მოსამზადებელი პირველი სემინარი. მშვილდოსანთა პირველი შეჯიბრებები გაიმართა ქუთაისში, შემდეგ – თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით – სოხუმსა და თელავში. ეს სახეობა დაინერგა “კოლმეურნეში”, “ლოკომოტივში”, “ბურევესტნიკში”, “სპარტაკსა” და სხვა სპორტულ საზოგადოებებში, უმაღლესი დაოსტატების რესპუბლიკურ და თბილისის სპორტულ სკოლებში, ოლიმპიური რეზერვების სკოლაში. პირველი სასროლეთები მოეწყო თბილისში (“ლოკომოტივის” სტადიონზე), ქუთაისში, ანგისაში (ბათუმთან ახლოს). მშვილდოსნობა განსაკუთრებით პოპულარულია აჭარაში.

1975 წელს თბილისში გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება (ე.წ. სამთა ტურნირი სსრკ პროფკავშირების, პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებების მონაწილეობით), 1979 წელს – პოპულარული “გაზაფხულის ისრები” (16 ქვეყანა), რომელსაც FITA-ს პრეზიდენტი, იტალიელი ფრანჩესკო რუსკონიც ესწრებოდა. საკავშირო სარბიელზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლიუბოვ სორდია-ასატუროვამ (1971 წლის სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი), ევროპისა და მსოფლიო ასპარეზზე თავი გამოიჩინა ქეთევან ლოსაბერიძემ, რომელმაც 1972 წლის ევროპის ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი მოიპოვა, 1973 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლოსაბერიძის გამარჯვება მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში 1980 წელს.

პირველი თაობის მშვილდოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: გივი არჩვაძე, გიორგი გორდეზიანი, გუგული რიჟამაძე, ვასილ ტროპინი, ალექსანდრე მეჟავიძე, ნიკოლოზ ნოვოსელცევი, ცისანა სუმბაძე და სხვები. 80-90-იან წლებში დიდ წარმატებას მიაღწიეს ირინა გრებნიკოვამ, ვლადიმერ რეშეტოვმა, ხათუნა ქვრივიშვილმა და ნატო ნასარიძემ. 2002 წელს საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა (მწვრთნელი – თამაზ ფუტკარაძე) ევროპის გუნდურ პირველობაში II ადგილი დაიკავა.

საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაცია. 1991 წლიდან შედიოდა საქართველოს სროლისა და მშვილდოსნობის ერთიან ფედერაციაში, რომელიც 1992 წლიდან გაწევრიანდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში (FITA). 2002 წლიდან არსებობს დამოუკიდებელი ფედერაციის სტატუსით. პრეზიდენტები: ქეთევან ლოსაბერიძე (2002-2004), თენგიზ ტერუნაშვილი (2004-?),  ხათუნა ნარიმანიძე (დღემდე).[17]

ტაეკვანდო

საქართველოში ტაეკვონდო დაინერგა 1991 წელს. ამ საქმეს სათავეში ედგა ავთანდილ მიქაძე, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და მეხუთე დანი მოიპოვა. ტაეკვონდოს ჯგუფები (კაცებისა და ქალების) გაიხსნა თბილისში, ხაშურში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთსა და ახალქალაქში. 1993 წლიდან რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, 1995 წლიდან კი საქართველოს ნაკრების წევრები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. 1997 წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის მოეწყო სემინარები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ტაეკვონდოს ევროპის კავშირის ტექნიკური დირექტორი, მეცხრე დანის მფლობელი, დოქტორი სეო მიონ სოო. 2003 წლიდან თბილისში ტარდება საერთაშორისო ტურნირი.

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია დაფუძნდა 1993 წელს. 1995 წლის ნოემბრიდან ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციისა (WTF) და ევროპის ტაეკვონდოს კავშირის (ETU) წევრია. პრეზიდენტები: ავთანდილ მიქაძე (1993 -1995, 2005-იდან), კონსტანტინე გედევანიშვილი (1995-2004), სულხან ბაბუაძე (დღემდე).[18]

მძლეოსნობა

ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, შეჯიბრებები მძლეოსნურ ვარჯიშებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვ.) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა. საამისოდ გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები. აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” ვკითხულობთ: “კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. ძველ ქართულში “რბენის” მნიშვნელობით სხვადასხვა სიტყვას იყენებდნენ. მაგ., ბასილი ზარზმელი მას “სრბას” უწოდებს, თამარ მეფის ისტორიკოსი – “მკვირცხლობას” და “ფეხით მალობას”, არჩილ მეფე – “ფეხმსუბუქობას”.

რბენა არა მარტო მდაბიოთა სამხედრო ფიზიკური მომზადების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წარჩინებულთა ვარჯიშებშიც. ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ ხალხში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა შუბის ტყორცნა მიზანში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა, ნაბადზე ხტომა, ხუნტრუცი (“ჭაბუკთა, ქალთა მიერ როკვა, რბოლა ძალისამებრ მათისა”. სულხან-საბა ორბელიანი), ფუნდრუკი (“ჭაბუკთამიერი მღერა, რბოლა, ხლდომა, ქვათა სრევა”. სულხან-საბა ორბელიანი).

მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. 1848 წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდის კავკასიის ე.წ. განსაკუთრებული ოლქი, რომელსაც სხვა სახეობებთან ერთად მძლეოსნობის განვითარებაც ევალებოდა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში მოვლინებულმა ჩეხური ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” ემისრებმა თავიანთ სასწავლო პროგრამაში მძლეოსნური დისციპლინებიც ჩართეს.

პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. 1925 წელს საქართველოს სსრ ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მძლეოსნობის სექციას ასევე გიორგი ჩიკვაიძე უძღვებოდა, წევრებად კი მიწვეული იყვნენ გრიგოლ გიორგაძე, ბორის დიაჩკოვი, არჩილ ბაქრაძე და სხვები. მათი თაოსნობით რეგულარულად იმართებოდა მძლეოსნური შეჯიბრებები, ტრადიციული სამატჩო შეხვედრები თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის.

მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა დაიწყო 1922 წლიდან. საქართველოს პირველი რეკორდსმენი იყო ბორის დიაჩკოვი, რომელმაც 100 მ 12,4 წამში გაირბინა. 1930-იან წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს ბორის დიაჩკოვმა, დიმიტრი იოსელიანმა, ჰერტრუდა მაიერმა, გიორგი შხვაცაბაიამ. 1936 წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა დიმიტრი იოსელიანი (348,5 სმ), 1939 წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ (49,11 მ), რომელმაც ექვსჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა. მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლევან სანაძემ, ნადეჟდა დვალიშვილ ხნიკინამ, ელენე გოკიელმა, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, რევაზ ქვაჩაკიძემ, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლიუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: ანატოლი მოშიაშვილი, საიდა გუნბა, მაია აზარაშვილი, ოლეგ სტრიჟაკოვი, ბესიკ გოცირიძე და ტარიელ ბიწაძე.

ისტორიული მნიშვნელობისა იყო რობერტ შავლაყაძის გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს ჯონ თომასს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამმხტომელი ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი მაია აზარაშვილმა აიღო (ესტაფეტა 4X100 მ) – სეულში 1988 წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 30 აპრილს. 1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია. პრეზიდენტი – თამაზ მდინარაძე (1991-?), ალექსი ახვლედიანი (დღემდე).[19]

ნიჩბოსნობა

წყალუხვ საქართველოში ხალხური ნიჩბოსნობა ოდითგანვე იყო განვითარებული, თუმცა სპორტული ნიჩბოსნობა შედარებით გვიან გავრცელდა. მობაიდარეთა პირველი სპორტული შეჯიბრება 1930 - იან  წლებში გაიმართა, როცა მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წყალჯომარდობის სადგური აიგო. ეს სადგური მთელი დატვირთვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ამუშავდა.  ვლადიმერ რაზმაძემ, შაქრო  ხუბეროვმა და სხვა მცვრთნელებმა სპორტულ ჯგუფებში ბევრი ახალგაზრდა ჩააბეს. მოგვიანებით, ასეთივე  ჯგუფები გაიხსნა თბილისში, ფოთში, რუსთავში, დუშეთში, სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში. სსრკ ჩემპიონატებში პირველი მედლები მოიპოვეს გიორგი კაპანაძემ, არსენ ხუბეროვმა, ალექსანდრე არეშოვმა, ისაკ გიგაურმა, ვლადიმერ რაზმაძემ, პირველი ჩემპიონი კი მცხეთელი ვალენტინა სერედა გახდა  (1000 მ, ერთადგილიანი ბაიდარი, 1948). სხვადასხვა დროის ჩემპიონები იყვნენ: ფოთელები - ავერი მატკავა, ვიქტორ კრატასიუკი, ზურაბ ხოფერია, ნოდარ ჩარაევი, თამაზ ჩიტაია, მცხეთელი ჯიმშერ ხოშიბაევი. საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა ავერი მატკავამ, რომელმაც 1965 წელს ევროპის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა (ერთადგილიანი ბაიდარა).

საქართველოს ნიჩბოსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა, რომელმაც ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა (ორადგილიანი ბაიდარა).

რაც შეეხება ნიჩბოსნურ სლალომს , ამ სახეობის მიმდევრები საქართველოში 1970 -იანი წლების დასაწყისში გამოჩნდენ. მათ მალე აუღეს ალღო სპორტის ახალ სახეობას და 4 საკავშირო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. 1971 წელს პირველ გამარჯვებულთა შორის იყვნენ მცხეთელები - გიორგი ნასყიდაშვილი (ბაიდარა) და სულხან პერშოვი (კანოე).1973-1974 წლებში ნასყიდაშვილმა  კიდევ ორი ჩემპიონატი მოიგო,  ერთხელ კი სსრკ თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა. 1972 წელს ნასყიდაშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა და 37 მეტოქის შორის  31-ე ადგილზე გავიდა. იმავე წელს სსრკ ჩემპიონატში ოქროს მედლები მიიღეს  ვიტალი როსტიაშვილმა და ანა დემიანენკომ. 1973 წელს სსრ კავშირის თასი მოიპოვა ტარიელ გაბრიელიანმა.

უფრო ადრე 1950- იან წლებში, ლიტვიდან ჩამოიტანეს აკადემიური ნიჩბოსნობის ნავები თბილსსა და მცხეთაში პირველი სანიჩბოსნო ბაზები მოაწყვეს და სასწავლო ჯგუფები გახსნეს. მოგვიანებით ამ სახეობის  განვითარებისთვის  ხელსაყრელი პირობები  შეიქმნა ფოთში, ქუთაისში, რუსთავსა და აფხაზეთში. სსრ კავშირის ჩემპიომატში საქართველოს სპორტსმენები პირველად  1958 წელს გამოვიდნენ და ოთხი ეკიპაჟი საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.

1970 წელს საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ცნობილი მწვრთნელი არკადი ნიკოლაევი, რომელიც გუნდს ზაფხულობით სიონში ამზადებდა, ზამთრობით კი - ფოთში . აკადემიურ ნიჩბოსნობაში წარმატებით მუშაობდნენ აგრეთვე ოთარ ბერელიძე , ვერა ყიფიანი, ოთარ ხომერიკი, აკაკი ხამხაძე და სხვა მწვრთნელები. 1971 წელს სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე საქართველოს ეკიპაჟმა რვა ადგილიანებში III ადგილი დაიკავა, გივი ნიკურაძე კი საბჭოთა ნაკრებში ჩაირიცხა და 1973 წელს ევროპის ჩემპიონატის  ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. 1973-1976 წლებში ნიკურაძემ სამჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონობა,  1975 წელს კი ტემზაზე გამართულ ჰენდლეის (ინგლისი) ცნობილ რეგატაში მონაწილეობდა.  მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ  ოლეგ  და  აკაკი ქაფიანიძეები, ნუგზარ პილიევი, ოთარ ბერაძე და სხვები.[20]

ფარიკაობა

საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა.

საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1949 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში ოთარ დიდებულიძემ და ბორის ბონდარევმა (1941), ქალებში – იზოლდა ესაიაშვილმა (1958).

1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები: ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ანატოლი ფიოდოროვი. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც  1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველთაგან პირველმა ასევე კოსტავამ მიიღო ოლიმპიური მედალიც (ბრინჯაო, 1960), ოლიმპიური ჩემპიონობა კი ნუგზარ ასათიანმა მოიპოვა (1964 – ხმალი, გუნდური).

1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. კოსტავასა და ასათიანის გარდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს იური ოსიპოვმა, რევაზ ცირეკიძემ, მორის სახვაძემ, გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა. ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: ტრიფონ მესხი, სიმონ საყვარელიძე, შოთა დარასელია. მოგვიანებით უმაღლესი სპორტული ტიტულები დაიმსახურა  რაპირისტმა ვლადიმერ აფციაურმა (მწვრთნელები – მალხაზ გაბუნია, სიმონ აჯიმამუდოვი). მან სსრკ ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1982), შემდეგ კი სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.

დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 27 ივნისს. 1992 წლის 7 ივნისიდან ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა (FIE) და ევროპის ფარიკაობის კავშირის (UEF) წევრია. პრეზიდენტი: არჩილ გოგელია (1991-?),  ზაზა მჭედლიძე (დღემდე).[21]

ფრენბურთი

საქართველოში ფრენბურთი 1926 წელს შემოვიდა. ამ საქმეს მოთავეობდნენ მიხეილ ცხვედაძე, ლევან ფალავანდიშვილი, გრიგოლ იოსებაშვილი, ივანე ბაქრაძე და მიხეილ პეროვი. მოგვიანებით ამ ჯგუფს შეუერთდნენ არჩილ წერეთელი, ალექსანდრე პაცკევიჩი, შალვა დიასამიძე,  გიორგი ავალიშვილი, გიორგი საყვარელიძე და სხვები. პირველ ხანებში ბადის ნაცვლად იყენებდნენ ტანვარჯიშულ კიბეს, რომელსაც ბადის სიმაღლეზე ამაგრებდნენ. ახალი სახეობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს თბილისში 1927 წელს ჩამოსულმა მოსკოვის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც კარგი ფრენბურთელები აღმოჩნდნენ და რამდენიმე საჩვენებელი მატჩიც გამართეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ამიერკავკასიის ვაჟთა გუნდების პირველობა თბილისელებმა მოიგეს. 1930-იან წლებში ფრენბურთს ძირითადად ვერის ბაღისა და სპორტსაზოგადოება “პიშჩევიკის” მოედნებზე თამაშობდნენ. იმავე პერიოდში ფრენბურთელთა გუნდები შეიქმნა ქუთაისში, სოხუმში, გაგრაში, ბათუმში, ცხინვალში, ფოთში, დიდ ჯიხაიშსა და ახალქალაქში.

1932 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი. შემდეგი წლიდან სსრკ პირველობაში ჩაება თბილისის კაცთა ნაკრები, 1935 წელს კი – ქალთა გუნდი. ომამდელ წლებში თბილისელი ფრენბურთელები (კაცები) სსრკ ჩემპიონატის საუკეთესოთა ხუთეულში შედიოდნენ. თბილისის “ნაუკამ” (1958 წლიდან – “ბურევესტნიკი”) 1938 წლის ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა, 1940 წელს კი მესამე იყო. ამ გუნდში თამაშობდნენ კონსტანტინე ლომინაძე, ალექსანდრე იაკუშევი, გივი ახვლედიანი, სერგო ტარახჩიანი, არჩილ ჭირაქაძე, ევგენი რომანინი, ლუდვიგ ავალიანი და სხვები. 1938 წელს კონსტანტინე ლომინაძემ სსრკ-ში პირველმა შეასრულა ძალისმიერი გვერდული მოწოდება და დარტყმა ე.წ. კაუჭით, გივი ახვლედიანმა – თავდასხმითი დარტყმა 3-მეტრიან ხაზს გარედან, სერგო ტარახჩიანმა კი პირველმა მიიღო ნახტომით მოწოდების ბურთი. ეს ილეთები ფრენბურთის სახელმძღვანელოებშია შესული.

თბილისის ქალთა გუნდმა სსრკ ჩემპიონატში 1936 წელს III ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, 1952-1953 წლებში, ეს გუნდი ასევე მესამე იყო ქალაქების ნაკრებთა საკავშირო პირველობებში. სხვადასხვა თაობის ფრენბურთელთა შორის ოსტატობით გამოირჩეოდნენ ელენე ქაჯაია, ლიუბოვ სენიუკი, თამარ ივანოვა, ბერტა ვარდიშვილი, ასია ანანოვა, ციალა აბუაშვილი და სხვები. სსრკ ნაკრებში სხვადასხვა დროს მიწვეული იყო საქართველოში დაოსტატებული ოცზე მეტი ფრენბურთელი. ქართული ფრენბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით კონსტანტინე ლომინაძეს, არმენაკ თევოსიანს, შოთა მარგიშვილს, ევგენი ამირანაშვილს, ვაჟა კაჭარავას, სერგო ტარახჩიანს, ირაკლი ნიკოლაიშვილს და ედუარდ სანთელაძეს.

1960-იან წლებში თბილისის “ბურევესტნიკის” კაცთა გუნდი იმდენად გაძლიერდა, რომ მის ბაზაზე შექმნილმა სსრკ სტუდენტთა ნაკრებმა 1963 წელს მსოფლიო უნივერსიადა მოიგო. იმავე წელს ბურევესტნიკელებმა საქართველოს ნაკრების სახელით სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში III ადგილი დაიკავეს. საქართველოში აღზრდილმა ფრენბურთელებმა არაერთხელ მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედლები, მაგრამ იმ დროისთვის ქართულ კლუბებში უკვე აღარ გამოდიოდნენ. გამონაკლისია ტოკიოს ოლიმპიადის (1964) ჩემპიონი ვაჟა კაჭარავა, რომელიც 1965 წლამდე თბილისის “ბურევესტნიკში” თამაშობდა, შემდეგ კი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა. უფრო ადრე, 1952 წელს, თბილისის “ლოკომოტივიდან” მოსკოვის ცსკა-ში მიიწვიეს გივი ახვლედიანი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, შემდგომში წარმატებული მწვრთნელი (ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იგი XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა).

კაჭარავასთან ერთად ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბათუმელი სტანისლავ ლუგაილო, რომელმაც ადრე დატოვა საქართველო და რიგის “დაუგავაში” თამაშობდა. თბილისის “ბურევესტნიკში” დაოსტატდა ოლიმპიური თამაშებისა (1980) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვლადიმერ დოროხოვი (შემდგომში ცსკა-ს და ლენინგრადის “სპარტაკის” წევრი).

ახალი თაობის ფრენბურთელთაგან უნდა გამოვყოთ საფრანგეთის კლუბის, “კანის” თბილისელი კაპიტანი ვიქტორია რავა. მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, თავად რავა კი ტურნირისა და საფრანგეთის 2003 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 28 თებერვალს. იმავე წლის დეკემბრიდან ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIVB) და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის (FVBC) წევრია. პრეზიდენტები: გიული ჯალაღანია (1991-1995), ავთანდილ სილაგაძე (1995-2001), ლევან ახვლედიანი (2001-?), ირაკლი ჩაჩუა (დღემდე).[22]

აკრობატიკა

სპორტული  აკრობატიკის  დამკვიდრებას  წინ  უსწრებდა  ეგრეთ  წოდებული მუშაითური ვარჯიშები,  რომელსაც  საქართველოში  ბევრი მიმდევარი ჰყავდა.  სახალხო  დღესასწაულებზე , ლხინში  თუ  სხავა  თავყრილობებზე  ხშირად  ეწყობოდა  მუშაითების  ანუ  ჯამბაზების  და  საბელზე  მოსიარულეთა  გამოსვლები .  აკრობატები  სპორტულ  სარბიელზე  XX  საუკუნის  დასაწყისში  გამოჩნდნენ . პირველი  ქართველი  აკრობატი  იყო კოწო  ბადრიძე , რომელმაც  შეიმუშავა  წყვილთა  და ჯგუფური  ვარჯიშები . იმავე  პერიოდში აკრობატიკაში   ვარჯიშობდენ  ძმები  კონსტანტინე  და  პავლე  გრომოვები , აგრეთვე , ვლადიმერ  პოლოტავცევის , კარლო  ვართანოვისა  და კონსტანტინე  უგოლკოვის პირველი  სამეული . 1934  წელს  კონსტანტინე  გრომოვმა  საქართველოს  განათლების  სახალხო  კომისარიატთან  არსებულ  სპორტულ  სკოლაში  ჩამოაყალიბა  აკრობატიკის  სასწავლო  ჯგუფი . მომდევნო  წელს  გიორგი  ეგნატაშვილის  თაოსნობით  ასეთივე  ჯგუფი  შეიქმნა თბილისის  ფიზკულტურის  ტექნიკუმში , ამ ბაზაზე  კი  ჩამოყალიბდა  აკრობატთა პირველი  გუნდი , რომელსაც  როსტოველი  პაველ  აბაშკინი  ავარჯიშებდა . 1937  წელს  თბილისში  ჩამოვიდა  რუდოლფ ემელიანოვი  და  სათავეში  ჩაუდგა  აკრობატთა  მომზადებას.

პირველი შეჯიბრება  1938  წელს  თბილისში  გაიმართა. იმავე  წელს  მოსკოვში , წითელ  მოედანზე  გამართულ  ფიზკულტურელთა  საკავშირო  აღლუმზე  საქრთველოს  აკრობატებმა  სამსართულიანი  პირამიდა  წარმოადგინეს ( აღლუმს  ესწრებოდა  იოსებ  სტალინი). პირველ  საკავშირო  ჩემპიონატში (1939 , მოსკოვი) გაიმარჯვა  სპორტსაზოგადოება „ ნაუკის“ საქართველოს  ოთხეულმა (რუდოლფ  ემელიანოვი, მიხეილ ქელეხსაშვილი, თეიმურაზ  მაყაშვილი, და  კარლო  ვართანოვი).

მომდევნო  ჩემპიონატს (1940)  თბილისმა  უმასპინძლა  და  ეს  ოთხეული  კვლავ  ჩემპიონი  გახდა. ომის  შემდეგ  წლებში  წარმატებით  გადიოდნენ  თეიმურაზ  მახაშვილი, გიორგი  ჟურავლიოვი, ვალენტინ  კოჩერგინი, გურამ  გარსევანიშვილი1970 წლიდან - თენგიზ  ლომთაძე, ანატოლი  სლივკოვი, ალექსანდრე  თედეევი, სლავა  დელიბატოვი  და  სხვები.1980  წელს  მსოფლიოსა  და ევროპის  ჩემპიონის  ტიტული  მოიპოვა  ქართველ  ქალთა  სამეულმა  ნანა  კიკილაშვილის, მანანა  მნათობიშვილისა  და  მაია  შალაკაძის  შემადგენლობით (მწვრთნელი - ვლადიმერ  გურგენიძე, ქორეოგრაფი - დალი  თავართქილაძე). 1980 - იან  წლებში  მსოფლიოსა  და  ევროპის  ჩემპიონატებსა  და  თასის   გათამაშებებში  არაერთხელ  გაიმარჯვეს  და  პრიზიორები  გახდნენ  სვეტლანა  მკრტჩიანი, ნატალია  ანისიმოვა, ინგა  გიორგობიანი,   სვეტლანა მაკარიჩევა, ირინა  ოვოიანი, ვილი  ვართანოვი, იოსებ  თუთბერიძე, სტანისლავ  პეტროვი, რამაზ  ბუზიაშვილი.  დიდ  საერთაშორისო  შეჯიბრებათა  ჩემპიონები,  სსრ კავშირის  ჩემპიონები  და  პრიზიორები  გახდნენ  ნინო  ბერიანიძე, ირმა  დემურიშვილი, ფატი  სულაქველიძე, ინგა  ჩოხელიდავით  გოგოშვილი, ზურაბ  ნიკოლაიშვილი, რამაზ  ბუზიაშვილი, ილია  პაპოშვილი, დიმიტრი  კარტოზია, ემზარ  აბუაშვილივაჟა  არაყიშვილი, ნიკოლოზ  მჭედლიძე, მარინე  შაღაშვილი  და სხვები.  საქართველოში  აკრობატიკის  განვითარებაში  მნიშვნელოვანი  წვლილი  შეიტანეს  გიორგი  ჭილაიამ,  ვლადიმერ  ალთუნაშვილმა, ოთარ  კაკიაშვილმა, თენგიზ  ბოლქვაძემ, ვლადიმერ  გურგენიძემ, გურამ  მარგიშვილმამიხეილ  გეგელიამ, თამაზ  ბუზიაშვილმა, ალიკ  მელოიანმა, ალექსანდრე  მავრანგელოვმაანატოლი  სლივკოვმაჯუმბერ  ლაშხმანუგზარ ძუკაევმა, თეიმურაზ  ცაბაძემ.[23]

კარატე

კარატეს ქართული ისტორია 1967 წლიდან იწყება. მაშინ ჩვენში არ იყო კარატეს არც ერთი სპეციალისტი, არ მოიპოვებდა სრულფასოვანი ლიტერატურა, მაგრამ  ეთუზიასტთა ჯგუფმა (ზურაბ ლეჟავა, მიხეილ წვერავა, გურამ ბარაბაძე, პაატა ჯიჯეიშვილი, ვლადიმერ გონჩარენკო, გოგა ბერიძე, დავით სუხიშვილი, იური ყეინაშვილი, დავით სულაქველიძე, თემურ რამიშვილი, სიმონ დარახველიძე, საშა მაისურაძე, ომარ რევიშვილი, დავით თევზაძე, სოსო დოლიძე) საფუძველი ჩაუყარა კარატეს განვითარებას.საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება დევნიდა ყველას  ვინც ამ აღმოსავლური ორთაბრძოლით იყო გატაცებული. ანალოგიური მდგომარეობა იყო სსრ კავშირის სხვა რესპულიკებშიც, მაგრამ 1979 წლისთვის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა კარატე, როგორც სპორტის სახეობა. ქართველი კარატისტები, რომლებსაც უკვე ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, მომზადებულნი შეხვდნენ ამას. დაიწყო მათი წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ტურნირებსა და ჩემპიონატებში.

1982 წელს ტალინში, საბჭოთა კავშირის II ჩემპიონატში, ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ბაკურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, რისთვისაც სპორტის ოსტატის, მის მწვრთნელ ზურაბ ლეჟავას კი საქართველოს დამსახურებული მცვრთნელის წოდება მიენიჭა (ქართველ სპორტსმენთა შორის ბაკურაძე ერთადერთი სსრკ ჩემპიონი და სპორტის ოსტატია).

საქართველოს კარატეს ფედერაცია 1980 წელს დაფუძნდა, ამავე წელს ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი. 1983 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით კარატე აიკრძალა, მისი სწავლება კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 80-იანი წლების ბოლოს , მას შემდეგ, რაც კარატე კვლავ ლეგალიზებული იქნა, საქართველოში კარატეს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო. 1989 წელს გაჩნდა უცხოელ სპეციალისტებთან კავშირის დამყარებისა და მათი მოწვევის შესაძლებლობა. სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოვიდნენ სახელოვანი იაპონელი კარატისტები:  კანაზავა, ხიგაონა, სუზუკი, ნანბუ, იკატა, ხისატაკა, კასუია და სხვები. შედეგმაც არ დააყოვნა - ქართველმა სპორტსმენებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.

1989 წელს საქართველოს კარატე-დოს ფედერცია მსოფლიო ფედერციაში გაწევრიანდა.

1990 წელს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ჩვენი სპოტსმენები (კახა ბასილია, თემურ ცქიტიშვილი, გია ბაკურაძე, კახა ქუთათელაძე, ავთანდილ რაზმაძე, სპარტაკ გოცირიძე) დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველად გამოვიდნენ  მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1990- იან წლებში ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ მსოფლიო კარატეს აღიარებული ოსტატები - ილია იორგა, ჰიროკაზუ კანაზავა, ჰიტოში კასუი. ჩამოყალიბდა კარატეს სხვადასხვა მიმართულების ეროვნული ფედერაციები (შიტოკანი, ვადორიუ, შიტორიუ, გოჯურიო, კიოკუშინკაი და სხვ). 1997 წლიდან საქართველოს ნაკრები მონაწილეობს  WKF - ის ეგიდით გამართულ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.

2006 წელს შეიქმნა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია (პრეზიდენტი - კახა ბასილია), რომელიც კოორდინაციას უწევს კარატეს სხვადასხვა სახეობების განვითარებას.  კარატეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები არიან ზურაბ ლეჟავა, გელა პავლიშვილი, კახა ბასილია, ომარ რევიშვილი, ავთანდილ ჭუმბურიძე.[24]

კრივი

სპორტის ისტორიის მკვლევართა მტკიცებით, კრივს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის საქართველოში მისდევდნენ. ამ მოსაზრების ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია ვანში აღმოჩენილი სკულპტურის ფრაგმენტი – მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმნით და ზემოდან გადაჭიმული ტყავისავე ბრტყელი თასმით, ე.წ. სამუშტე ღვედებით. გვიანდელი ცნობებით ირკვევა, რომ კრივს ტრადიციულ ხალხურ ასპარეზობათა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ასეთი შეჯიბრებები მეტწილად სახალხო (ყეენობა) და რელიგიურ (კვირაცხოვლობა, თელეთობა)  დღესასწაულებზე იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქართლში, მესხეთში, კახეთში. თბილისში მოკრივეთა არაერთი სარბიელი არსებულა: ორთაჭალაში, მახათას მთის უბეში, ავლაბარში, სოლოლაკის მთის კალთებზე. თბილისური კრივი თეატრალიზებულ სანახაობას ჰგავდა და მას ხალისით ეტანებოდა საზოგადოების სხვადასხვა ფენა. კრივის დიდი მოყვარული ყოფილა პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანი. XIX საუკუნის დასაწყისში სოლოლაკში გამართული გრანდიოზული კრივი დეტალურად აღწერა ცნობილმა სამხედრო მოღვაწემ დავით ბებუთაშვილმა (“კავკაზსკი სბორნიკ”, 1802). ალექსანდრე დოდაშვილი გაზეთ “შრომაში” (1883, N8) გვიამბობს თელავში XIX საუკუნის 80-იან წლებში გამართულ კრივზე. ეს ორი დოკუმენტური მასალა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოში კრივის გავრცელების მასშტაბსა და ასპარეზობათა გამართვის მაშინდელ წესებზე.

თბილისში გავრცელებული იყო კრივის რამდენიმე ნაირსახეობა: მუშტი-კრივი ზედა კიდურების, იდაყვის, მხრის გამოყენებით; ე.წ. არეული კრივი – თავით, ზედა და ქვედა კიდურებით; სალდასტის კრივი შურდულებითა და ხის ხმლებით (“სალდასტი” საკუთრივ ხის ხმალს ნიშნავს. “სალდასტის კრივი” –კრივი შურდულებით და ხის ხმლებით”. იოსებ გრიშაშვილი, “ქალაქური ლექსიკონი”. 1997). შეჯიბრებას ყმაწვილები იწყებდნენ, შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდნენ ჭაბუკები და 25-30 წლის კაცები, ბოლოს კი – ასაკოვანი და გამოცდილი მოკრივეები.

XX საუკუნის დასაწყისში რინგზე შიშველი მუშტით ბრძოლა ხელთათმნებით კრივმა შეცვალა. ცნობილი სპორტსმენისა და მოღვაწის, ბორის კვინიხიძის აზრით, საქართველოში თანამედროვე კრივის შემოსვლის თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1912 წლის 20 დეკემბერი, როცა თბილისის პოლიცმაისტერმა ზასიპკინმა პეტრე მარღანიძეს ნება დართო, ბელინსკის ქუჩაზე გაეხსნა “ათლეტური არენა”. მარღანიძე მრავალმხრივი სპორტსმენი იყო: ოდესაში დაამთავრა ძალოსნობის კურსები, ბადალი არ ჰყავდა ფრანგულ ჭიდაობასა და კრივში. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, თანამედროვე კრივში გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ სწორედ მარღანიძის მიერ 1923 წლის 15 ივლისს ორგანიზებული ბრძოლა მ. ჭინჭარაძესა და კ. ჟიგაჩოვს შორის. როგორც სამაგალითო ათლეტი და სპორტის ორგანიზატორი, პეტრე მარღანიძე სპორტსაზოგადოება “შევარდენში” მიიწვიეს და ძალოსანთა და მოკრივეთა ხელმძღვანელად დანიშნეს. იმ დროისთვის კრივის სექციები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის სოხუმსა და ბათუმში, მოგვიანებით – ფოთსა და ქუთაისში. მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ წლებში საქართველოს მოკრივეებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს: სსრ კავშირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ვართანოვი (სამჯერ), შალვა გორგასლიძე, ანდრო ნავასარდოვი, ლევან ღუდუშაური და გაბრიელ ხანუკაშვილი. მომდევნო თაობის მოკრივეთაგან გამოირჩეოდნენ ძმები ნოდარ და გივი დარბაისელები, ფრიდონ ლომიძე, თათეოს მიქაელიანი, რობერტ კალაჯევი და სხვები. მათს დაოსტატებაში წვლილი მიუძღვით ალექსანდრე გოლშტეინს, გურგენ გასპარიანს, ალექსანდრე ბაქრაძეს და სხვა ცნობილ მწვრთნელებს. 1936 და 1945 წლებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო სსრკ გუნდური პირველობა.

საერთაშორისო სარბიელზე პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა დავით კვაჭაძემ, რომელმაც 1977 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 1993 წელს ეს შედეგი გაიმეორა ყველაზე ტიტულიანმა ქართველმა მოკრივემ, გიორგი კანდელაკმა. ოთხი წლის შემდეგ იგი მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და პროფესიონალურ რინგზეც წარმატებით გამოდიოდა. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური მედალი რამაზ ფალიანმა დაისაკუთრა (1992, ბრინჯაო). 2000 წელს ეს შედეგი გაიმეორა ვლადიმერ ჭანტურიამ. სხვადასხვა დროს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები იყვნენ: კობა გოგოლაძე, ზურაბ სარსანია, აკაკი კაკაურიძე, პაატა გვასალია,რამაზ გაზაშვილი, კონსტანტინე კუპატაძე და ნიკოლოზ იზორია.

საქართველოს კრივის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 16 ივნისს. 1992 წლის აპრილიდან საერთაშორისო სამოყვარულო კრივის ასოციაციის (AIBA) და ევროპის სამოყვარულო კრივის ასოციაციის (EABA) წევრია. პრეზიდენტები: დავით კვაჭაძე (1991-1995), ზურაბ ფალიანი (1996-2002), გიორგი კანდელაკი (2002-2006), პეტრე ცისკარიშვილი (2006-?), დავით წიკლაური (დღემდე).[25]

სამბო

1930 - იანი  წლების მიწურულს იმდროინდელი ფიზკიულტურის ტექნიკუმის  ჯიუ-ჯიცუს ჯგუფის ბაზაზე  ილია თომაშვილის (სვანელი) თაოსნობით ჩამოყალიბდა სამბოს პირველი სექცია საქართველოში. შემდგომში, სამბოს დანერგვა და განვითარება, მისი თავდაცვით-გამოყენებითი მიზნებიდან გამომდინარე, სპორსაზოგადოება „დინამომ“ ითავა.

გამოცდილი მწვრთნელები და ძლიერი ფალავნები უმთავრესად „დინამოში“ გაერთიანდნენ. ახალმა სახეობამ სწრაფად მოიკიდა ფეხი, რადგან ქართველებისთვის ჩოხით ჭიდაობა ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ იყო. სამბოს არსენალში ქართული ჭიდაობის არაერთი ფანდი შევიდა. სოფლის ნახერხმოყრილ საჭიდაოზე დაოსტატებულ ფალავნებს საკავშირო სარბიელზე გასვლის პერსპექტივა გაუჩნდათ და ბევრმა ეს შანსი წარმატებით გამოიყენა.

სამბოს ქართული სკოლის ფუძემდებელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ   ილია ტლაშაძეს  და ძმებს - ქრისტეფორე  და აკაკი ნინიაშვილებს. მათ წარმატებით გააგრძელეს თომაშვილის წამოწყებული საქმე. საქრთველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი თანამოაზრე გაიჩინეს და სამბო ყველა მსურველისთვის ხელმისაწდომი გახადეს.

ქრისტეფორე ნინიაშვილი 23 წლის განმავლობაში (1950-1973) სათავეში ედგა საქართველოს ნაკრებს.  მან გაზარდა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი და მწვრთნელი, რომლებმაც მოგვიანებით ძიუდოში გამოიიჩინეს თავი. 40-იან წლებში სამბოს ჯგუფები შეიქმნა კასპში, გორში, საგარეჯოში, ქუთაისში.  აფხაზეთში  სამბოს მწვრთნელად ოთხი წლით მიავლინეს  აკაკი ნინიაშვილი, აჭარაში ეს საქმე ითავეს ვასილ გაროზაშვილმა და გიორგი გოგიჩაიშვილმა. სამბოს ახალჩამოყალიბებულ რესპუბლიკურ ფედერციას თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამოცდილი ორგანიზატორი გიორგი ურუშაძე. ქართველ სპორტსმენთაგან სსრკ ჩემპიონატში პირველ წარმატებას კონსტანტინე კობერიძემ მიაღწია (1939). მეორე ჩემპიონატი მოიგეს შალვა ნოზაძემ და არსენ მეკოკიშვილმა (1940) ომის შემდგომი ტურნირებით იწყება ახალი ეტაპი, როცა ჩვენი მოჭიდავეები ნებისმიერ შეჯიბრებაში 5-7 მედალს იღებდნენ, გუნდურ ჩათვლაში კი საპრიზო ადგილს იკავებდენ. უკვე ნახსენებ ფალავნებთან ერთად თავი გამოიჩინეს შოთა დაუშვილმა, გიორგი როსტაშვილმა, ესტატე ქარქუსაშვილმა, ლავრენტი კაციაშვილმა, ზაქრო მუხიაშვილმა, ვახტანგ ბალავაძემ, ოთარ შინჯიკაშვილმა, თენგიზ ელერდაშვილმა, იოსებ გრატიაშვილმა და სხვებმა.

60-იან წლებში გამოჩნდენ ანზორ კიკნაძე, დურმიშხან ბერუაშვილი, ანზორ ქიბროწაშვილი, გივი კახაბრიშვილი, ანზორ მარტყოფლიშვილი, როინ მაღალთაძე და სხვები (ბევრმა მათგანმა არანაკლებ წარმატებას მიაღწია ძიუდოში).

70-იანი წლებიდან სამბო საერთაშორისო არენაზე გავიდა. მსოფლიოს პირველ ჩემპიონატში (თეირანი ,1973) გაიმარჯვეს გენადი გიორგაძემ და ლევან თედიაშვილმა (რამდენიმე დღით ადრე თედიაშვილმა თეირანში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა თავისუფალ ჭიდაობაში) და სათავე დაუდეს ქართველ ფალავანთა შემდგომ წარმატებას.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი სამბისტები დამოუკიდებლად ჩაებნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. საქართველოს ნაკრებმა (უფროსი მწვრთნელი - ოლეგ იაძე) ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში არაერთი თვალსაჩინო გამარჯვება მოიპოვა.

სხვადასხვა წლებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებძე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ჯემალ მჭედლიშვილმა, ჯონდო მუზაშვილმა, ვანო გამხიტაშვილმა, მამუკა კურდღელაშვილმა, უშანგი კუზანაშვილმა.

1997 წელს თბილისში პირველად გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში.[26]

სასტენდო და ტყვიის სროლა

სასტენდო სროლა


საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები – ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა.

1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე – ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტულ საზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.

საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში სსრკ ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში – სარქისოვმა, 1950-ში – ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში – ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში.

1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ – მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა – ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა – ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.

სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1995 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიოს თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი – ბრინჯაოსი.


ტყვიის სროლა

საქართველოში ტყვიის სროლა, როგორც სპორტის სახეობა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან განვითარდა. სამხედრო ნაწილების სასროლეთებზე გახსნილ სასწავლო ჯგუფებში ერთიანდებოდნენ მეტწილად სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეჯიბრებებში არმიის სპორტკლუბის სახელით გამოდიოდნენ. ასეთი ჯგუფები გაიხსნა სპორტსაზოგადოება "დინამოსა" და დოსააფის ორგანიზაციებშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დოსააფის ტირები მოეწყო თბილისში - რუსთაველის მოედანზე, ყოფილ ენგელსის (ახლანდ. ლადო ასათიანის) ქუჩაზე და ვაშლიჯვარში, ბესიკის ქუჩაზე კი განახლდა "დინამოს" ტირი. 1959 წელს ავჭალაში მწყობრში ჩადგა არმიელთა კეთილმოწყობილი სასროლეთი. მარტივი ტიპის სასროლო ნაგებობები აშენდა გორში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, ეშერის სასროლეთი კი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

რაც უფრო ფართოვდებოდა სპორტული ბაზების ქსელი, იზრდებოდა ტყვიის სროლაში მომეცადინეთა რიცხვიც. გამოჩნდნენ ოსტატი მსროლელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჯერ საკავშირო, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში. პირველი თაობის მსროლელთა შორის გამოირჩეოდნენ გიორგი ბექთაშევი, არტემ ბარათაშვილი, ვაზგენ გაბრიელიანი, ლევ ვაინშტეინი, ოთარ მელია და სხვები. 60-იან წლებში დაწინაურდნენ შოთა ქველიაშვილი, ვახტანგ სალუქვაძე, ალექსანდრე სტროევი და ლილიანა ჟურული-გრუზდევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა ქველიაშვილის მიღწევები.

მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1976 წელს საბჭოთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა სოხუმელი მარლენ პაპავა. საქართველოს ტყვიის მსროლელთა შორის ყველაზე ტიტულიანია ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მედლების მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ხუთი ოლიმპიური თამაშების მონაწილე. საქართველოში ტყვიის სროლას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს დამსახურებულმა მწვრთნელებმა - ლევ ტერტერიანმა და გიორგი ლომიძემ (არმიის სპორტკლუბი), მიხეილ პეროვმა, მიხეილ კალინინმა, ვენიამინ ევგრაფოვმა, მიხეილ ჟამურაშვილმა, ალექსანდრე ოგანეზოვმა და ვერა ტიმოფეევამ ("დინამო"), პარმენ ლეკიშვილმა, ანდრო ჯაბაშვილმა, თენგიზ ხერხეულიძემ (დოსააფი) და სხვებმა.

2005 წელს საქართველოს ტყვიის მსროლელ ქალთა ნაკრებმა (ნინო სალუქვაძე, ნინო უჩაძე, თამილა ასათიანი) ევროპის ჩემპიონატში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 2003 წლამდე აერთიანებდა ტყვიის სროლას, სასტენდო სროლას და მშვილდოსნობას. 1992 წლის 23 სექტემბრიდან ტყვიის სროლის საერთაშორისო კავშირისა (UIT, 1998 წლიდან - ISSF) და მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) წევრია. პრეზიდენტები: თენგიზ კიტოვანი (1991-1995), თემურ ჭყონია (1995-1996), ვახტანგ ქუთათელაძე (1996-2006), ლევან მხეიძე (2006-?),  კახაბერ სიხარულიძე  (დღემდე).[27]

სპორტული ტანვარჯიში

საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის შემოსვლის თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1889 წელი, როცა თბილისის გიმნაზიების დირექციამ პრაღის სატანვარჯიშო საზოგადოება "სოკოლის" მესვეურებს თხოვნით მიმართა ტანვარჯიშის კვალიფიციური მასწავლებლის მოვლინების თაობაზე. იმავე წელს თბილისში ჩამოვიდა ჩეხი პედაგოგი იულეს გრუმლეკი. დაარსდა "თბილისის ტანვარჯიშის საზოგადოება" (აერთიანებდა 33 წევრს), რომელსაც "სოკოლი" მხოლოდ 1907 წელს ეწოდა. სწორედ სოკოლელთა მოღვაწეობას უკავშირდება XIX საუკუნის მიწურულსა და XX-ის დასაწყისში ტანვარჯიშის მასობრივი განვითარება საქართველოში. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩეხ ანტონ ლუკეშს, რომელსაც ცნობილი ქართველი ტანმოვარჯიშე და პედაგოგი გიორგი ეგნატაშვილი საქართველოში ტანვარჯიშის ფუძემდებლად მიიჩნევდა. ლუკეში 1896 წელს ჩამოვიდა პრაღიდან, თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ტანვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა და შემდგომი 23 წლის განმავლობაში მეთაურობდა ტანვარჯიშულ მოძრაობას. მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, ტანვარჯიშის მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები, 1907 წელს კი მოეწყო პირველი საერთაშორისო გასვლა პრაღაში, სრულიად "სოკოლის" V შეკრებაზე (მოფრენი). აქ თბილისის ტანმოვარჯიშეებმა მეორე ჯგუფის გუნდებს შორის I ადგილი დაიკავეს, პირად შეჯიბრებაში კი გიორგი ეგნატაშვილი 1800 მონაწილეს შორის მე-11 იყო. პრაღის მორიგ, VI შეკრებაზე (1912) დაბალი თანრიგის გუნდების შეჯიბრებაში კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. პირად შეჯიბრებაში 2000 მონაწილეს შორის XV ადგილზე გავიდა პეტერბურგის სახელით მოასპარეზე გიორგი ნიკოლაძე, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1918) აქტიურად ჩაება ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. პრაღაში მოპოვებულმა წარმატებამ ახალი სტიმული მისცა ტანვარჯიშის გავრცელებას არა მარტო თბილისში, არამედ - ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სოხუმში, ახალციხეში, თელავში, ხონში, ზესტაფონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში 1912-1914 წლებში მასწავლებლობდა ჩეხი ბლაჟეკი, ბათუმში - ვაცლავ კოუბა (1910-1914), რომელმაც ქართველ ენთუზიასტებთან ერთად 1913 წელს "სოკოლის" 100-წევრიანი საზოგადოება ჩამოაყალიბა.

1917 წელს გაიოზ ბერელაშვილმა და დათა ჯავრიშვილმა თბილისში დააფუძნეს ტანვარჯიშული საზოგადოება "ამირანი". მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, "სოკოლისა" და "ამირანის" ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს გიორგი ნიკოლაძის წინადადებას გაერთიანების საფუძველზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ტანვარჯიშული საზოგადოების - "შევარდენის" დაარსების თაობაზე. "შევარდენი" შეიქმნა 1918 წლის 25 აგვისტოს და 1922 წლის 3 ნოემბრამდე იარსება. იმ დროისთვის მისი 15 ორგანიზაცია 10 ათასამდე წევრს აერთიანებდა. საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ არჩილ ბაქრაძე, ვანო და გიორგი ბერიძეები, გიორგი ეგნატაშვილი, ირაკლი ლორთქიფანიძე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ლაზარაშვილი და სხვები. გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით "შევარდენმა" ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. საზოგადოების წევრებმა შეადგინეს ტანვარჯიშის ქართული ტერმინოლოგია, გამოსცეს სპეციალური ლიტერატურა. მოგვიანებით ტანვარჯიშული ჯგუფი გაიხსნა "პიშჩევიკის", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 31-ე საავიაციო ქარხნისა და სხვა დარბაზებში. ამ დარგის სპეციალისტები მოგზაურობდნენ რეგიონებში, არჩევდნენ ნიჭიერ ბავშვებს და დასაოსტატებლად თბილისში ჩამოჰყავდათ. საბჭოთა პერიოდში პირველებმა გაითქვეს სახელი გულო რცხილაძემ, გიორგი ბაბილოძემ, ალექსანდრე ჯორჯაძემ, პავლე როინიშვილმა, ნიკოლოზ თაყაიშვილმა და სხვებმა. ამ თაობის ტანმოვარჯიშეებს 1930-იან წლებში არაერთხელ გაუმარჯვიათ საკავშირო შეჯიბრებებში, 1932-1934 წლებში სსრ კავშირის სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი იყო გულო რცხილაძე. საერთაშორისო სარბიელზე მათი გზა ღირსეულად გააგრძელეს მომდევნო თაობების წარმომადგენლებმა. პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა მედეა ჯუღელმა, რომელმაც 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში სსრკ ნაკრებთან ერთად ოქროსა (გუნდური პირველობა) და ვერცხლის (საგნით ჯგუფური ვარჯიში) მედლები დაისაკუთრა. მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ გალინა შარაბიძე, სერგო ჯაიანი, რუსუდან სიხარულიძე და ნინა დრონოვა. მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ რაისა ზაალიშვილი, დონარა ჯანუყაშვილი, მიხეილ ბოგუსი, ნოდარ მაკალათია, მზია ნინოშვილი, როზა ბერიკაშვილი და სხვები. 1970-იან წლებში სსრკ რვაგზის ჩემპიონი იყო პაატა შამუგია, რომელმაც 1975 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატში კი ვერცხლის მედალი მოიგო. ქართველ ტანმოვარჯიშე კაცთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ვლადიმერ გოგოლაძემ - სსრკ ნაკრებთან ერთად 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 1992 წლის 18 ივლისიდან ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. პრეზიდენტები: ანზორ ღონღაძე (1991-2004), რუსუდან სიხარულიძე (2004-?), კონსტანდინე ლაშხი (დღემდე).[28]

ჭადრაკი

განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ლიდერთა შორის იყვნენ მსოფლიოში. მეცნიერთა ვარაუდით ქართველები ჭადრაკს VII-VIII საუკუნეებში უნდა გასცნობოდენ წერილობით წყაროებში ჭადრაკი პირველად იხსენიება XI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მთარგმნელის გიორგი ათონელის (1009-1065) მიერ გადმოქართველებულ ბასილი დიდის „ექუსტა დღეთაიში“ თხზულებაში ვკითხულობთ „ რამეთუ უკეთუ განგიტევნე და დავჰხსნა შესაკრებელი ასე, რომელნიმე ჭადრაგთა მიმართ წარვიდნენ და რომელთამე ტაბლით მღერისა მიისწრაფონ“, რაც ნიშნავს: რომ გაგიშვათ და კრება დავშალო, ზოგი ჭადრაკის და ზოგიც ტაბლის (ე.ი.კამათლის) სათამაშოდ წავაო. როგორც ირკვევა, ბასილი დიდის თხზულებაში ჭადრაკი გიორგი ათონელს ჩაუმატებია. ეს ფაქტი უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში ჭადრაკი საკმაოდ გავრცელებული თამაში ყოფილა.

ჭადრაკი იხსენიება აგრეთვე მოსე ხონელის (XII ს) „ამირანდარეჯნიანში“- ავტორი აღწერს ჭაბუკ ფალავანთა ასპარეზობის სურათს და ასახელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს. მათ შორის „მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა“- 1945 წელს არმაზის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ძვლის კამათელი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ჩვენი წინაპრები იცნობდნენ ჩატურანგას (ჭადრაკის წინამორბედს), რადგან ასეთი კამათელი სწორედ ამ თამაშში გამოიყენებოდა. ჭადრაკის ქართული ტერმინები პირველად გვხვდება მეფე-პოეტის თეიმურაზ II-ის (1700-1762)ლექსში: „ ყუმარზე ზმა ლექსად თქმული მეფე თეიმურაზ მეორისაგან: განჯაფა, ჭადრაკსა და ნარდსა“- იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობით (1654), სამეგრელოში „ ჭადრაკსა და ნარდს ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ოსტატურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია“ ქართველები ჭადრაკს მზითვად ატანდნენ. შემონახულია ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მზითვის წიგნი (1712), სადაც ჭადრაკიც არის მოხსენიებული.

პირველი  ქართველი მოჭადრაკე, ვინც რუსეთსა და ევროპაში გაიცნეს, ანდრია დადიანი (1850-1910) იყო. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჭადრაკი საქართველოში სწრაფი ტემპით გავრცელდა. ტრადიციად დამკვიდრდა თბილისის (1926) და საქართველოს (1928) ჩემპიონატების გამართვა. 1930 წელს ვიქტორ გოგლიძემ დაამარცხა მოსკოველი ოსტატი ვლადიმერ ნენაროკოვი და ქართველ მოჭადრაკეთაგან პირველმა მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება. საქართველო ჩაერთო სსრ კავშირის საჭადრაკო ცხოვრებაში. 1934 წელს თბილისში ჩატარდა ახალგაზრდა ოსტატთა ტურნირი, 1937 წელს კი - სსრკ ჩემპიონატი.

თბილისის ქალთა პირველი ჩემპიონატი 1927 წელს გაიმართა, მაგრამ ქალთა ჭადრაკის აყვავება საქართველოს პირველი ჩემპიონატის (1935) შემდეგ დაიწყო. ასპარეზზე ნონა გაფრინდაშვილის გამოჩენას (1956) დიდი აღმავლობა მოჰყვა. 1962 წელს ნონა ქალთა შორის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი გახდა. 70-იან წლებში გამოჩნდნენ იმედისმომცემი მოჭადრაკეები:

მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნინო გურიელი.

1978 წელს 17 წლის ჩიბურდანიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა გაფრინდაშვილს. ქართველი ქალები 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. იმ პერიოდში ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს ერთმანეთს ეცილებოდნენ ქართველი დიდოსტატები - მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და მაშინ თბილისში მცხოვრები ელენა ახმილოვსკაია. 1963 წლიდან ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით გამოდიოდნენ მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში (სსრკ ნაკრების შემადგენლობაში). 1992 წლიდან საქართველოს ნაკრებმა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდმა, ოთხჯერ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედლები.1941 წელს თბილისში, მოსწავლეთა სასახლეში გაიხსნა ჭადრაკის კაბინეტი. 1947-1966 წლებში მისი გამგე იყო ვახტანგ ქარსელაძე, ვისი აღზრდილებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, რომან ჯინჯიხაშვილი, იური ჩიქოვანი და სხვები. 1970 წელს ვიქტორ გოგლიძის მემორიალში გამარჯვების შემდეგ ბუხუტი გურგენიძე გახდა პირველი ქართველი დიდოსტატი ჭადრაკში. 1973 წელს თბილისში გაიხსნა ჭადრაკის სასახლე. ქართველ მოჭადრაკე კაცთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელმაც 2003 წელს ევრპის ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის (პრეზიდენტი ვაჟა შუბლაძე) ინიციატივით და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 68-ე კონგრესის 1997 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი. ეს ჯილდო გადაეცემა გუნდს, რომელიც ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.[29]

წყალში ხტომა

საქართველოში წყალში მხტომელთა პირველი ოფიციალური შეჯიბრება გაიმართა 1928 წლის ოქტომბერში ბათუმში საზღვაო დღესასწაულის პროგრამით. მონაწილეთა შორის მეტწილად ცურვის მოყვარულები იყვნენ, რომლებმაც ახალ სახეობაში პირველად სცადეს ბედი. ისინი პრიმიტიულად ნაგები კოშკურიდან პირდაპირ ზღვაში ხტებოდნენ.

წყალში ხტომის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო 1956 წლიდან, როცა თბილისში აშენდა ვაკის ზამთრის საცურაო აუზი თავისი ტრამპლინებითა და კოშკებით. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო საქართველოში ერთადერთი აუზი, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვარჯიში. აქ დაოსტატდა ბორის პოლულიახი, რომელმაც საქართველოს წყალში მხტომელთაგან პირველმა მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები: 1961-1968 წლებში ხუთჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი, 1962-ში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო. 1964 წელს პოლულიახმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზა და 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მეექვსე შედეგი აჩვენა. 1970-იანი წლებიდან დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ ლიანა ცოტაძე და სერგო შალიბაშვილი, რომლებმაც 10-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჯერ საკავშირო შეჯიბრებებში გაიმარჯვეს, შემდეგ კი - საერთაშორისო ტურნირებში. ცოტაძე ერთადერთი ქართველი მხტომელია, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მედლის (ბრინჯაო) მოპოვება შეძლო. სერგო შალიბაშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა: იგი 1983 წელს კანადაში მსოფლიო უნივერსიადაზე გამოსვლისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა. მომდევნო თაობის წყალში მხტომელთაგან საუკეთესო იყო გიორგი ჩიგოვაძე - ევროპის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თანამედროვე საწყლოსნო სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებამ (1978) და აქ გამართულმა საერთაშორისო ტურნირებმა ხელი შეუწყო საქართველოში წყალში ხტომის შემდგომ გავრცელებას. აღსანიშნავია იური გუტიაკულოვის, ალექსანდრე ბართაიას და სხვა მწვრთნელ-სპეციალისტთა ნაყოფიერი მუშაობა.

დამოუკიდებლობის წლებში სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მართალია, წყალში მხტომელები ეპიზოდურად მაინც ახერხებენ დიდ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სპორტულმა შედეგებმა საგრძნობლად იკლო.


საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-1996), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-1996), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე).[30]

მკლავჭიდი

საქართველოს  მკლავჭიდელთა  პირველი შეჯიბრება 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამ საქმის თაოსანი იყო ვახტანგ მუსელიანი, რომელმაც შემდგომ ჩამოაყალიბა  საქართველოს ნაკრები და მკლავჭიდის ფედერცია (მსოფლიო ფედერციის წევრი 1991 წლიდან).

ქართველი მკლავჭიდელებისთვის პირველი საერთაშორისო  შეჯიბრება  იყო მოსკოვის 1990 წლის ღია ჩემპიონატი.

ოქროს მედლები აიღეს ერეკლე გურჩიანმა და ზაურ ცხადაძემ. შეჯიბრებას ესწრებოდა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერციის პრეზიდენტი, ამერიკელი ბილ სობერანისი, რომელმაც ქართველთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვია. აქედან იწყება ქართველ მკლავჭიდელთა წარმატებები დიდ სარბიელზე. მათ უმთავრეს საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული აქვთ 200-მდე მედალი. მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები არიან ერეკლე გურჩიანი, ზაურ ცხადაძე, დავით ჭელიძე, ვახტანგ ჯავახაძე, ჯიმი მერაბიშვილი, ვეფხია სამხარაძე და სხვები. ბოლო წლებში საერთაშორისო  სარბიელზე განსაკუთრებული წარმატებით გამოდიოდნენ ჯაბა გეთიაშვილი, გიორგი ალბუთაშვილი, გენადი კვიკვინია.

2011 წელს მსოფლიო მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერციის ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა პლანეტის ყველა დროის უძლიერესი 50 მკლავჭიდელი, რომელთა შორის სამი ქართველი სპორცსმენიც მოხვდა:  ერკლე  გურჩიანი  (მე-19),  ზაურ ცხადაძე (44-ე), და ვახტანგ  ჯავახაძე ( 47-ე).[31]

ცხენოსნობა

საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ. ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, კოლხეთში, ნაოხვამუში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში ბადალი არ ჰყოლიათ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით იბერთა მეფე ფარსმან ქველი თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ.

ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელისარგონავტიკაში” (კოლხეთში, “არესის ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”), პროკოფი კესარიელისა და იოანე შავთელის თხზულებებში. ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობებზე მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო დე კასტელიმ. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა.

აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდევაც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ოსტატობით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. 1912 წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო კონსტანტინე ავალიშვილმა, რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.

1920-იანი წლებიდან ეროვნული სახეობების პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობები. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისის კლუბ “ოსოვიახიმში” გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს რევაზ კორძაიამ, რევაზ მანჯავიძემ, დიმიტრი წვერავამ, შოთა აფციაურმა და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სენაკის, გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის, გალის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, წალენჯიხის, ქობულეთისა და სიღნაღის ცხენოსნები. არაერთ ქალაქსა და რაიონში მოეწყო იპოდრომები და სპეციალური მოედნები. ცხენოსნური სპორტული სკოლები გაიხსნა გუდაუთაში, სოხუმში, ზუგდიდში, გალსა და ჩოხატაურში.

საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კ. მიქელაძემ, ბ. დადიანმა, ე. ერისთავმა, გ. ივანიძემ, ფ. მჭედლიშვილმა, გ. ქიქავამ, კ. ხარებავამ, ი. ჩალიმ, დ. კანკავამ, ს. დარასელიამ, მიხეილ მაისეევ-ჩერკასკიმ, ვ. ჯგერენაიამ, ი. კიზირიამ, ვ. მაქაცარიამ, შ. ჭურღულიამ, გ. ჩხიკვაძემ, ვ. ლაშქარავამ, ჭ. კვარაცხელიამ, გ. გამზარდიამ, დ. ხოფერიამ, ლ. ჯაიანმა და სხვებმა.

მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად, კლასიკურ სახეობებში საქართველოს მხედართა წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა. სხვადასხვა დროს სსრკ ჩემპიონები იყვნენ ნატალია როგე-ვასილიევა, ზალატისკა ანშბა, ანატოლი დოლჟენკო, ავთანდილ კიკიანი და ხარლამ სიმონია. სახელი გაითქვეს აგრეთვე მურად ძიძიგურმა, ოთარ ხაინდრავამ, შოთა აფციაურმა, ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა.

საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 30 მაისს. 1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია. პრეზიდენტები: დავით სალარიძე (1991-1996), თენგიზ აბულაძე (1996-2003), ვალერიან როგავა (2003-2004), თენგიზ აბულაძე (2004-?), ლაშა ჯაიანი (დღემდე).[32]

ცურვა

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ რუსეთის იმპერიაში, სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. 1912 წელს სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი "რუსკი სპორტ" წერდა: "რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია". (¹1, 1913). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ მამედ ბედიამ, რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის, მეტიუ ვების მაჩვენებელს - 1875 წელს ვებმა ლა-მანშის სრუტე (34,6 კმ) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში).

პირველ მსოფლიო ომამდე სპორტულ ცურვას მხოლოდ ბათუმში მისდევდნენ და, ვინაიდან ქალაქში დახურული აუზი არ იყო, უმეტესად ზაფხულობით ვარჯიშობდნენ. საქართველოში, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ცურვის სწავლებას ყურადღება 1920-30-იან წლებში მიექცა, რასაც ხელი შეუწყო თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბუნებრივ წყალსატევებზე საზაფხულო საცურაო ბაზების მომრავლებამ, მშთ კომპლექსის შემოღებამ (1931), სპეციალური ნორმატივების დაწესებამ და ბავშვთა სპორტული სკოლების დაარსებამ.

1936 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აშენდა სსრკ-ში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი, 1945 წელს - საქართველოში პირველი 25-მეტრიანი აუზი (მაშინდელი "დინამოს" სტადიონის ტრიბუნების ქვეშ), 1965 წელს - ზამთრის პირველი დახურული 50-მეტრიანი აუზი გათბობით (თბილისი, ვაკე). ამავე წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს კიდევ რამდენიმე საცურაო აუზი შეემატა, რამაც სპორტული ცურვის მასობრიობა განაპირობა.

საქართველოს პირველი ოფიციალური რეკორდი 1928 წელს დაამყარა ბათუმელმა ნიკოლოზ პაკროვსკიმ, რომელმაც 100 მ თავისუფალი სტილით 1.08,6 წუთში დაფარა. რეკორდების აღრიცხვა 1934 წელს განახლდა. ამ პერიოდიდან რეგულარულად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატებიც, მათ შორის დღეისთვის უჩვეულო დისციპლინებში: გვერდულად ცურვაში, 50 მ ყუმბარით და შაშხანით, ტანსაცმლით, ტანსაცმლითა და შაშხანით ცურვაში, 25 და 50 მეტრზე ყვინთვაში. კაცებში სპორტის ოსტატის წოდება პირველს მიენიჭა თბილისელ სერგეი ილინს (1939), ქალებში - ასევე თბილისელ ლია ფაჩულიას (1951).საუკეთესო სპორტულ შედეგებს საქართველოს მოცურავეებმა XX საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს, როცა საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე არაერთი მედალი მოიპოვეს. ამ წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წლის სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი გახდა (100 მ, ბრასი). მშვენიერაძემ ბრასით ცურვაში 11 რეკორდი დაამყარა, მერე კი წყალბურთში გადავიდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ქალთაგან სსრკ ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) მოიპოვა ლია ფაჩულიამ (1951, გვერდულად ცურვა). იმავე ჩემპიონატში 2 დისტანცია (200 და 400 მ, გულაღმა ცურვა) მოიგო სოხუმელმა ვლადიმერ ლავრინენკომ. საქართველოს წარმომადგენელთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა (1956, 4X200 მ) და პირველი მსოფლიო რეკორდსმენი (1956, 4X200 მ) გახდა თბილისელი ბორის ნიკიტინი. მანვე პირველმა დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (1958, 4X200 მ). ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში პირველმა გაიმარჯვა და რეკორდი დაამყარა თინათინ ლეკვეიშვილმა (1970, 100 მ გულაღმა ცურვა). მსოფლიოს ჩემპიონატების პირველი მედალოსანია (ბრინჯაო) ირინა გერასიმოვა (1975, 4X100 თავისუფალი სტილი). 70-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე გამოირჩეოდნენ იგორ ომელჩენკო და იგორ კუშპელიოვი.

საქართველოს მოცურავეთა პირველი წარმატებები დაკავშირებული იყო ლუკა იოაკიმიდისა და შალვა მუსასტიკოვის ნაყოფიერ საქმიანობასთან. მოგვიანებით გამოჩნდნენ ვლადიმერ სამარინი, მარგალიტა ტატიშვილი, ალექსანდრე საფრონოვი და სხვა დამსახურებული მწვრთნელები.

1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-1996), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-1996), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), დავით რურუა (დღემდე).[33]

ძალოსნობა

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 1 ივლისს. 1993 წლის 1 იანვრიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IWF) და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) წევრია.

საქართველოში გავრცელებულ ხალხურ ასპარეზობათა შორის, ქართულ ჭიდაობასა და ცხენოსნურ თამაშებთან ერთად, პოპულარული იყო შეჯიბრებები სიმძიმეების აწევაში. ზემო სვანეთში, ხევსურეთში, ქართლსა და რაჭაში ხშირად იმართებოდა ძალღონის გამოსაცდელი ტურნირები, რომელსაც სვანეთში “ბაჩა-ლიკედ” ერქვა, სხვაგან – საჯილდაო ქვის აწევა. იყენებდნენ სხვადასხვა წონისა და ფორმის ქვას, სწევდნენ ცალი ან ორივე ხელით, გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე. გარდა ამისა, სვანეთში გავრცელებული ყოფილა შეჯიბრება ორფუთიანი მრგვალი ქვის ცალი ხელით აწევაში – “ბაჩა ლირიხვა აშხვ მეხარ”. დღეს სიმძიმესთან შეჭიდების ხალხური ტრადიცია თითქმის დავიწყებულია.

როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ძალოსნობა საქართველოში 1910-იან წლებში დაინერგა. პირველი ჯგუფი 1912 წელს გაიხსნა თბილისში. პეტრე მარღანიძის მიერ ორგანიზებულ “ათლეტურ არენაში”, გარდა ძალოსნებისა, გაერთიანდნენ მოჭიდავეები და მოკრივეები. 1915 წელს კიევში გამოსვლისას ორი ხელით ატაცში მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც შემდგომ ცნობილი სპორტული მოღვაწე გახდა. 1918 წელს ძალოსნობის სექცია ამუშავდა ახალდაარსებულ სპორტსაზოგადოება “შევარდენში”, შემდგომ – საქართველოს პროფკავშირების დარგობრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და ოზურგეთში. 1926 წელს ჩატარდა თბილისის პირველი ჩემპიონატი, მომდევნო წელს – საქართველოს პირველი ჩემპიონატი. მაღალ შედეგებს აღწევდნენ კონსტანტინე ზაუტაშვილი, მამია ჟღენტი, სერგო წკეპლაძე, ნიკოლოზ გილნერი, გრიგოლ კოსტავა, პავლე გუმაშიანი, არკადი აბაშმაძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვები. საქართველოს ძალოსანთაგან სსრკ ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა მოისეი კასიანიკმა (1936), რომელმაც 10 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.

1950 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ თბილისელი სპორტსმენები რაფაელ ჩიმიშკიანი და ვლადიმერ სვეტილკო. 1950-იან წლებში ქვემსუბუქი წონის ძალოსანთა შორის საერთაშორისო სარბიელზე ლიდერობდა ჩიმიშკიანი, რომელმაც 11-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, 1952 წელს ჰელსინკში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2 წლის შემდეგ კი – მსოფლიოს ჩემპიონისა. მოგვიანებით ამავე წონით კატეგორიაში დაწინაურდა დიმიტრი შანიძე – მსოფლიოსა (1973) და ევროპის ჩემპიონი (1972), ოლიმპიური თამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 1972).

შანიძის შემდეგ თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველოს წარმომადგენლებს დიდ შეჯიბრებებში მედალი არ აუღიათ. 1990-იან წლებში დიდი წარმატებები მოიპოვა ცხინვალელმა ათლეტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, რომელმაც ბარსელონის ოლიმპიადა (1992) საქართველოს სახელით მოიგო, მომდევნო ორ თამაშებში კი საბერძნეთის გუნდში გამოდიოდა. ასევე თვალსაჩინოა გიორგი ასანიძის სპორტული მიღწევები, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მოპოვებული წარმატებები ათენის ოლიმპიური ოქროს მედლით (2004) დააგვირგვინა. ქართული ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გიორგი გიორგი ჩიკვაიძეს, კონსტანტინე ზაუტაშვილს, მამია ჟღენტს, დიმიტრი კაპცოვს, რობერტ ტატიშვილს, შოთა წერეთელს, გიორგი ჩიტაძესა და ვანო გრიქუროვს.[34]

ბალახის ჰოკეი

საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული ბალახის ჰოკეის მსგავსი თამაშობანი – ჭოროლა და ჭაკუნობა. ჭოროლას მეტწილად კახეთსა და სამეგრელოში მისდევდნენ, ჭაკუნობას – დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით – გურიასა და იმერეთში. ჭოროლას მოედანი დაახლოებით ბალახის ჰოკეის ზომისა იყო, თამაშობდნენ თხილის ან მუხის ტოტისგან დამზადებული ყვანჭებით, კარის მაგივრობას სწევდა ორმო. ჭაკუნობისთვის განკუთვნილი მოედნის სიგრძე 500 მეტრს აღწევდა, კარის ნაცვლად კი მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. ამ თამაშობებს XX საუკუნის 60-იან წლებამდე მისდევდნენ.

თანამედროვე ბალახის ჰოკეის პირველი გუნდი შეიქმნა ქუთაისში 1973 წლის 3 დეკემბერს, სპორტსაზოგადოება “ლოკომოტივის” ბაზაზე. ამ საქმის თაოსანი იყო თეიმურაზ არჩაია, მხარდამჭერი – ნოდარ ზივზივაძე (სპორტკლუბ “თბომავლის” თავმჯდომარე). მომდევნო წელს სასწავლო ჯგუფები გაიხსნა თბილისსა და ბათუმში, 1974 წელსვე გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება კაცთა შორის. ჩემპიონობა ბათუმის “განთიადმა” მოიპოვა, თასი – ქუთაისის “ლოკომოტივმა”. იმავე წელს ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს ერევნისა და ბაქოს ტურნირები და სსრკ ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი შეჯიბრება. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ აგრეთვე ბათუმისა და თბილისის არმიის სპორტკლუბის გუნდები. ქალთა პირველი ჯგუფები გაიხსნა 1979 წელს – სსრკ I ლიგაში 2 წელი თამაშობდა ბათუმის “განთიადის” (მწვრთნელი – ზურაბ მჟავია) ქალთა გუნდი, შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ქუთაისის “ფეიქარმა” (მწვრთნელი – ავთანდილ თევდორაძე). ქუთაისელმა გოგონებმა 1988 წელს გაიმარჯვეს საკავშირო ახალგაზრდულ პირველობაში. ჰოკეის გუნდები შეიქმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. 1985 წელს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, 1992 წელს ქუთაისშივე დაარსდა ბალახის ჰოკეის პირველი სპეციალიზებული სკოლა, რომლის სასწავლო ჯგუფები გაიხსნა წყალტუბოსა და სამტრედიაში. სხვადასხვა წლებში ქართველ ჰოკეისტებს უთამაშიათ პოლონეთის, ესპანეთის, ავსტრიის, ირანის საერთაშორისო ტურნირებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ შეჯიბრებებში.

საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია. დაფუძნდა 1988 წლის 12 თებერვალს. 1996 წლიდან ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (FIH) წევრია. პრეზიდენტები: რევაზ რობაქიძე (1988-1996), თეიმურაზ არჩაია (1996-2004), გიორგი ჩარკვიანი (2004 წლიდან). კონსტანტინე არჩაია (2006-2012), ავთანდილ თევდორაძე (2012 წლიდან).[35]

ბატუტზე ხტომა

საქართველოში ბატუტზე ხტომა XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან გავრცელდა. ამ ტიპის პირველი სპორტული იარაღი გიორგი ეგნატაშვილის დავალებით დაამზადა პავლე აბაშკინმა, რომელსაც გიორგის ვაჟი, ირაკლი ეგნატაშვილი ეხმარებოდა. პირველი საცდელი ვარჯიშები თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში მოეწყო, მერე კი ბატუტისტებმა მუშთაიდის ბაღში გადაინაცვლეს (1941). მოგვიანებით, უკვე 50-იან წლებში, სპორტის ეს ახალი სახეობა დაინერგა თბილისის სპორტულ სკოლებში, ფიზკულტურის ინსტიტუტში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხინვალსა და რუსთავში.

ბატუტს, როგორც დამხმარე საწვრთნელ საშუალებას, იყენებდნენ წყალში მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, პარაშუტისტები. ბატუტისტების პირველი ჯგუფი თენგიზ ხუდოევმა ჩამოაყალიბა (1969), საქართველოს ნაკრების პირველი უფროსი მწვრთნელი კი ოთარ კაკიაშვილი იყო. საქართველოს ჩემპიონატები იმართება 1970 წლიდან. ქართველ ბატუტზე მხტომელთაგან პირველ სერიოზულ წარმატებას ფატი ფირანიშვილმა მიაღწია (1980, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი, II ადგილი). 1985 წლიდან ლიდერობდა რუსუდან ხოფერია (მწვრთნელი – ზაურ სულაშვილი), რომელმაც არაერთხელ გაიმარჯვა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში (1988 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა: ინდივიდუალურ ვარჯიშში, სინქრონულ ხტომებსა და გუნდური პროგრამით შეჯიბრებაში), ბატუტისტთა სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში კი (2000, სიდნეი) VII ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ანა დოღონაძემ (ამჟამად გერმანიის მოქალაქეა), ზაქარია აბრამიშვილმა და სხვებმა. 2005-2006 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები მოიგო თბილისელმა ლუბა გოლოვინამ.

პრეზიდენტი: -  კონსტანტინე ლაშხი. [36]

მხატვრული ტანვარჯიში

თბილისში ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა რიტმული პლასტიკის სტუდია, რომლის ბაზაზეც 1924 წელს შეიქმნა რიტმის ინსტიტუტი. აქ უპირატესობას ანიჭებდნენ სცენური ჟესტის ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, ფრანსუა დელსარტის იდეებს, ვის სახელსაც უკავშირდება ტერმინი "ესთეტიკური ტანვარჯიში". მხატვრული ტანვარჯიში სპორტული მიმართულებით 1940-იანი წლების მიწურულს განვითარდა. 1948 წელს თბილისში მოეწყო მეორე საკავშირო დათვალიერება-კონკურსი, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კი გაიხსნა მხატვრული ტანვარჯიშის ორი ჯგუფი. ლენინგრადიდან მოიწვიეს ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი იულია შიშკარიოვა, რომელმაც შეადგინა და დანერგა ორიგინალური ვარჯიშები. საქართველოს ტანმოვარჯიშეები საკავშირო შეჯიბრებებში 1950 წლიდან ჩაებნენ, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები 1970-იან წლებში მოიპოვეს, როცა ნაკრებს სათავეში ჩაუდგა შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი ნელი სალაძე. მან შექმნა მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1979 წელს ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე საბჭოთა გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე ჩემპიონატში გაბაშვილმა ბურთით ვარჯიში მოიგო, მრავალჭიდში კი III ადგილი დაიკავა. დიდ სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ აგრეთვე ინგა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, მარინა ხალილოვა, მაია მორბედაძე და სხვები. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ ეკა აბრამია (1996, XXV ადგილი) და ინგა თავდიშვილი (2000, XXI ადგილი).

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 1992 წლის 18 ივლისიდან ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. პრეზიდენტები: ანზორ ღონღაძე (1991-2004), რუსუდან სიხარულიძე (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე). [37]

ხელბურთი

საქართველოში ხელბურთი უკრაინიდან შემოვიდა XX საუკუნის 20-იან წლებში. იმავე პერიოდში ქართულად ითარგმნა თამაშის წესები. სსრკ ხალხთა I სპარტაკიადაში (1928) მონაწილე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები თითქმის მთლიანად ქართველი ხელბურთელებისგან შედგებოდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გიორგი შარაშიძეს, თამაზ ანთაძესა და ვლადიმერ არაქელოვს.

1956 წლიდან თბილისის “ბურევესტნიკი” საბჭოთა კავშირის პირველობაში (11X11) ჩაება, 1962 წელს კი გაიმართა სსრკ I ჩემპიონატი შვიდკაცა ხელბურთში, რომელიც თბილისელებმა მოიგეს (უფროსი მწვრთნელი – გიორგი შარაშიძე). ორი წლის შემდეგ “ბურევესტნიკმა” კვლავ გაიმარჯვა ამ ასპარეზობაში, 1963, 1965 და 1966 წლებში კი პრიზიორი იყო. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი ჯემალ აბაიშვილმა, ჯემალ ცერცვაძემ, თამაზ ანთაძემ, ანზორ ექსეულიძემ, იმედო ფხაკაძემ, ლერი კარტოზიამ, ჯანო ბაგრატიონმა, გარი მაჭავარიანმა და სხვებმა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ხელბურთელები სსრკ ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად მონაწილეობდნენ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ოლიმპიური თამაშებისა (1976) და მსოფლიოს (1982) ჩემპიონი გახდა ალექსანდრე ანპილოგოვი, მსოფლიო უნივერსიადაში (1968) გაიმარჯვეს იმედო ფხაკაძემ და ალექსანდრე ხუციშვილმა.

ხელბურთის გავრცელებას ხელი შეუწყო ხშირმა საერთაშორისო შეხვედრებმა და თბილისის პოპულარულმა ტურნირმა გაზეთ “ზარია ვოსტოკას” პრიზზე, რომელიც 1966 წლიდან ტარდებოდა ევროპის უძლიერესი ნაკრებების (იუგოსლავია, გდრ, გფრ, სსრკ, რუმინეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი) მონაწილეობით. ამ გუნდებს ტოლს არ უდებდა საქართველოს ნაკრები, რომელიც ბურევესტნიკელებისგან შედგებოდა. 1978 წელს თბილისის “ბურევესტნიკმა” (უფროსი მწვრთნელი – გარი მაჭავარიანი) სსრკ თასი მოიპოვა. ამ გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ახალი თაობის ხელბურთელებმა: ჯემალ ბარამიძემ, გიორგი მამულაშვილმა, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილებმა, ზაზა დოლიძემ, ამბერკი ტაბიძემ, ზურაბ კეკელიძემ, იოსებ კალანდაძემ, იგორ და გიორგი ნარიმანიძეებმა, ამირან კომახიძემ, ჯიმშერ დვალიშვილმა და სხვებმა.

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადაში (1979) V ადგილის დაკავება იყო. ჩვენი ნაკრების 14 მოთამაშეს მაშინ სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. 1992 წლიდან საქართველოს ეროვნული გუნდები დამოუკიდებლად მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, ცალკეული გუნდები კი – ევროპის საკლუბო შეჯიბრებებში.


'საქართველოს ხელბურთის ასოციაცია.' დაფუძნდა 1990 წლის 5 ივნისს. 1991 წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (IHF) და ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) დროებითი, 1992 წლის აგვისტოდან – მუდმივი წევრია.პრეზიდენტები: ნიკოლოზ ცხაკაია (1990-1996), თენგიზ გაზდელიანი (1996-2004), მამუკა სხიერელი (2004-?), ზურაბ კაკაბაძე (დღემდე).[38]

ბადმინტონი

საქართველოში ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. სპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო 1963 წელს თბილისში გამართულმა სსრკ პირველმა ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. გარდა თბილისისა, ბადმინტონის ჯგუფები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, რუსთავში, თელავში, გურჯაანსა და გაჩიანში. პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილი, ვლადიმერ ბორიაკი და დავით ასტახიშვილი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. 1980-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც 1983 წელს სსრკ გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: გივი სამსონაძემ, ლევან ქურხაშვილმა, ანატოლი დავიდოვმა, ოთარ აბზიანიძემ, ვიქტორ მალიუტინმა და სხვებმა.

საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლიდან ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციისა (IBF) და ევროპის ბადმინტონის ასოციაციის (EBA) წევრია. პრეზიდენტები: პავლე ნონიკაშვილი (1991-1994), ირაკლი კავილაძე (1994-1996), ანატოლი დავიდოვი (1996-?), თინათინ ბაღაშვილი (დღემდე).[39]

კიკბოქსინგი

საქართველოში კიკბოქინგით 1990 წლიდან დაინტერესდენ. სპორტული ორთაბრძოლის ეს სახეობა საბრძოლო ხელოვნების კლუბ „ჯიქში“ დაინერგა . 1993 წელს კლუბის ბაზაზე შეიქმნა ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია, რომელსაც  გოჩა ჯავახია უძღვება. კიკბოქსინგის პირველი მიმდევრები იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიგა კორძაძე, მიხეილ ძაგნიძე, როინ ფილაური, ზურაბ ბესიაშვილი და სხვები. გიორგი ჩაკვეტაძემ, გიგა კორძაძემ, შალვა ავთანდილაშვილმა, თეონა ლავრელაშვილმა, სოფიო ქავთარაძემ  სხვადასხვა წლებში საერთაშორისო ტურნირების მედლები მოიპოვეს.ბოლო პერიოდში დიდ ტურნირებში განსაკუთრებული წარმატებით გამოდის დავით ჯავახია.[40]

სოფტბოლი

საქართველოში სოფტბოლი სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის უფროსი მასწავლებლის , გია ქემოკლიძის თაოსნობით შემოვიდა. მან 1991 წელს ამავე ინსტიტუტის ბაზაზე პირველი გუნდი - „ივერია“ შექმნა. „ივერიამ“ სადებიუტო ოფიციალური ამხანაგური შეხვედრები 1991 წლის 7-10 მაისს გამართა - უმასპინძლა სსრკ ჩემპიონს, ტირასპოლის „ვიქტორიას“. ამავე წლის სექტემბერში „ივერია“ პირველი ოფიციალური ტურნირი - რუსეთის პროფკავშირთა საბჭოს ღია პირველობაში ჩაება და II ადგილი დაიკავა. შემდეგ გუნდმა კიდევ ხუთ ოფიციალურ ტურნირში ითამაშა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წლის ანაპის ტურნირში, სადაც „ივერიამ“ ჩამოიტოვა ტირასპოლის „ვიქტორია,“ შემდგომში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.[41]

ათლეტიზმი

საქართველოში ათლეთიზმი ( იგივე - ფაურლიფტინგი) XX საუკუნის 60-იან წლებში დაინერგა თსუ - ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგის კონსტანტინე ზაუტაშვილის თაოსნობით. ათლეტიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მხატვარ-მულტიპლიკატორ ავენირ ხუსკივაძეს.1986 წელს შეიქმნა საქართველოს ნაკრები გუნდი (მწვრთნელი - ზაზა ჯაფარიძე),რომელმაც იმავე წელს ლიტვის ქალაქ შაულიაიში გამართულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა .1990 წელს დაფუძნდა საქართველოს ათლეთიზმის ფედერაცია. ქართველ სპორტსმენთაგან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველმა მოიპოვა სიღნაღელმა შოთა ბეჟაშვილმა (1993 წელი).მან წოლჭიმში 110 კგ-მდე წონით კატეგორიაში 245 კგ აჭიმა და მსოფლიოს რეკორდი 15 კგ-ით გააუმჯობესა. 2012 წლის მონაცემებით,სახეობების მიხედვით სხვადასხვა ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ შოთა ბეჟაშვილმა,გიორგი მინდიაშვილმა,იოსებ ხარაბაძე,ვეფხია ჯმუხაძე,ბორის სარალიძე,გერონტი ჯმუხაძე,ზურაბ ჭავჭანიძე,კობა ალუდაური,ხვიჩა მამედოვი,ვლადიმერ ნაზღაიძე,ზაურ ჯავახიშვილი,ვაჟა გივიშვილი,კახა დათუკიშვილი,ავთანდილ მამალაძე,ალექსი ორკოდაშვილი,ნიკოლოზ ვეფხვაძე,კახაბერ ერგემლიძე,მანუჩარ ჭინჭარაული,გიორგი მესაბლიშვილი,გოჩა გუძუაძე,ლევან გილიგაშვილი,თეიმურაზლუტიძე,ალექსანდრე ფეიქრიშვილი,ნოდარ ტატიშვილი. ასევე წარმატებული ატლეტები არიან გიორგი ჩაკვეტაძე,პაატა ქავთარაძე,ივანე კობიაშვილი,ბექა მაზანიშვილი,საქართველოს ათლეტიზმის ფედერციამ კაცებში XX საუკუნის საუკეთესო ქართველ ათლეტად დაასახელა - შოთა ბეჟაშვილი, ქალებში - ნაზი გოგიშვილი, საუკეთესო მწვრთნელი -ზურაბ ჭავჭანიძე.[42]

ხრიდოლი

შერკინების ერთ-ერთი სტილი ძველ საქართველოში,ცალი ხელით კრივი. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, თუ „ ევროპიელთათვის არსებობს „ დუელი“, ისე ჩვენებური ყარაჩოღელისათვისაც იყო ამგვარი საშუალება შეურაცყოფის ასანაზღაურებლად, რომელსაც „ ხრიდოლი“ ეწოდებოდა“ (ი.გრიშაშვილი, ტომი III, გვ. 46, 1963 წ.). ხრიდოლის განმარტება ასევე შეტანილია გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ – „ხრიდოლი, ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჭიშობენ - ჰერივობენ“. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის მაჩვენებელი იყო, რადგან ბრძოლაში გამომწვევი ცალი ხელი ებრძოდა ორივე ხელით მოჩხუბარ მეტოქეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალი ხელით მებრძოლს გაუჭირდებოდა და მეტოქე დაჩაგრავდა, ის მაინც არ არღვევდა ხიდოლის წესებს და ისევ ცალი ხელით აგრძელებდა ბრძოლას.

სიტყვა ხრიდოლი, ისევე როგორც: ხრიდონი, ხრიდული, ხრიკული, მეხრიკეობა, ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისგან. იგი ძველ საქართველოში მეომრის ოსტატური მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას წარმოადგენდა. სულხან-საბას განმარტებით: „ხრიკი - მორკინალთ ხელოვნებაა“. ანუ ხერხი, ფანდი, ილეთი - მებრძოლის გააზრებული მოქმედება მეტოქის დასამარცხებლად.

ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების მიზნით, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით 1993 წელს დაარსდა ხრიდოლის ფედერაცია, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ქართული საბრძოლო ხელოვნების უძველესი სახეობების მოძიება და საჩვენებელი გამოსვლებით მათი დემონსტრაცია.   1997 წლიდან ხრიდოლის თანამედროვე სახით აღდგენას მოთავეობას უწევდა ხრიდოლის სადროში  „იბერიელი მგლების“ ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი. ქართველთა მხედრული ტრადიციების მკვლევართა ჯგუფმა (ზაზა დავითულიანი, ზურაბ ჩაჩანიძე, ლადო მეცხვარიშვილი, ნოდარ ლურსმანაშვილი, გიორგი კოკოშაშვილი, დავით ალანია, მანუჩარ ბესელია, დავით ჩორგოლიანი, ამური ქიტიაშვილი, ბახვა ჭაბუკიანი) საფუძვლიანად შეისწავლა და შეიმუშავა თანამედროვე ხრიდოლის , ანუ ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა - საბრძოლო ხუთჭიდი. აქ გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი, ფარიკაობა და მშვილდოსნობა.[43]

ავტოსპორტი

ქართული ავტოსპორტის განვითარება მნიშვნელოვანწილად განსაზღრა გასული საუკუნის 70-იან წლებში რუსთავის მახლობლად აგებულმა რესპუბლიკურმა სპორტულ - თექნიკურმა კომპლექსმა, თუმცა სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები სსრ კავშირის ჩემპიონატის პრიზიორთა შორის უფრო ადრე გამოჩნდენ. ამ საქმის სათავეში იდგნენ შოთა მამრიკიშვილი, მიხეილ ლოგინოვი, იგორ პოლტარაცკი, შოთა ზარდიაშვილი, თამაზ ცხაკაია, ვლადიმერ გურჯიძე.

პირველი ავტომრბოლელი, ვინც მაშინდელ ფორმულა 1-ის საბჭოური მოდელით წრიულ რბოლაში სსრ კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (1975), იყო გურამ დგებუაძე. მან არაერთ გამოცდილ მეტოქეს აჯობა და საერთაშორისო შეჯიბრებების საგზურიც მიიღო. დგებუაძე ავტოსპორტში ბორის სუხიშვილის და ბორის შულცის რეკომენდაციით მოვიდა. ავტოსპორტს არაერთი სპორტსმენი აზიარა ოთარ არჯევანიძემ, რომლის ვაჟი - გიორგი წარმატებით გამოდის პრესტიჟულ ტურნირებში. 2011 წელს რალიში ევროპის ჩემპიონატის (1,6-ლიტრიანი ძრავი) ეტაპი მოიგო არჩილ ბიძინაშვილმა.

1990-იან წლებში დაიწყო ნიჭიერი ავტომრბოლის დავით ქაჯაიას სპორტული კარიერა, რომელიც 2012 წელს ევროპის თასის აღებით დაგვირგვინდა. ქაჯაიამ ევროპული ტიტული ნოგაროს (საფრანგეთი)ავტოდრომზე Legends Cars-ში მოიპოვა. ამავე კლასში მსოფლიო სერიის ვიცე-ჩემპიონია სარბოლო ავტომობილების ცნობილი დიზაინერი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა. მისი თაოსნობთ 2012 წელს რუსთავში გაიხსნა საავტომობილო სპორტის თანამედროვე ცენტრი - Rustavi international Motorpark. ახალი ავტოდრომის ტრასას, რომლის სიგრძე 4,122 კმ, აქვს 7 მარცხენა და 5 მარჯვენა მოსახვევი, სტარტისა და ფინიშის 667-მეტრიანი სწორი მონაკვეთი. ტრიბუნები გათვლილია 7 ათას მაყურებელზე, ტრიბუნის ქვეშ განთავსებულია 24 ბოქსი. ავტოდრომს მიენიჭა Grade 2-ის ლიცენზია.

ავტოსპორტს არაერთი უცხოეთში მცხოვრები ქართველი მისდევდა, მათ შორის - თავადი დიმიტრი ჯორჯაძე, სამეფო გვარისწარმომადგენელი ხორხე ბაგრატიონი, პავლე ლაკია, ომარ კახიშვილი, დავით რამიშვილი, რომლებმაც არაერთხელ დაიკავეს საპრიზო ადგილები ესპანეთის, რუსეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში.[44]

აფროსნობა

საქართველოში აფროსნობის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 90-იან წლებში. უცხოელ დიპლომატთა და მეწარმეთა სახსრებით ბათუმში გაიხსნა პირველი იახტკლუბი, რომელმაც 1920-იან წლებამდე იარსება. 1924-30 წლებში ბათუმის საზღვაო სადგურის მეზღვაურთა ინიციატივით აფროსანთა არაერთი შეჯიბრება გაიმართა, 1931 წელს კი მოეწყო პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმამდე და უკან. მოგვიანებით საქართველოს აფროსნები “დ-1” და “ს-60” ნავებით სევასტოპოლსა და ოდესაში ჩავიდნენ. პირველი თაობის წარმატებული აფროსნები იყვნენ ანასტას ავალიშვილი, შაენ ავაქოვი და მიხეილ ქორიძე. 1950-იან წლებში ბათუმში ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ გივი კალანდაძე და ნიკოლოზ კადიევი, სოხუმში – ვალერი მანშინი და სერგეი ლაპუშკინი, ფოთში – თამაზ ზოიძე, თბილისში – რევაზ გაჩეჩილაძე, ჯონი ბეიტრიშვილი და ნიკო ენუქიძე. 1963 წელს თბილისის ზღვაზე გაიხსნა იახტკლუბი. თბილისის წყალჯომარდობის სადგურის დირექტორის ვლადიმერ ასათიანის თაოსნობით და ქალაქის სპორტკომიტეტის მხარდაჭერით რუსეთიდან ჩამოიტანეს მსუბუქი ნავები, მოაწყვეს პირველი საწვრთნელი გასვლები. 1963 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სოხუმის, ბათუმისა და ფოთის აფროსნები. 1964 წლიდან საქართველოს გუნდი სისტემატურად გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატებსა და ხალხთა სპარტაკიადებში. 1971 წელს სოხუმში გამართულ ზამთრის საკავშირო ჩემპიონატში სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს გიორგი შაქიაშვილმა, თამაზ ზოიძემ, ილია ფერაძემ და ზაურ ხუხუამ. 1970-იანი წლებიდან განვითარდა საკრეისერო აფროსნობაც. იახტა “კოლხეთის” ეკიპაჟი ხშირად მონაწილეობდა შავი ზღვის საკრეისერო რეგატებში, 1992 წელს კი თურქეთის ღია ჩემპიონატში (“ეგეოსის ზღვის რეგატა”) მეორე ადგილი დაიკავა პირველი კლასის იახტებს შორის.

საქართველოს აფროსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია თბილისელმა გურამ ბიგანიშვილმა, რომელიც “ვარსკვლავის” კლასში გამოდიოდა. 1982 და 1984 წლებში მან ორჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონის წოდება, 1984 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მონაწილეობდა ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში.

1990-იანი წლებიდან საქართველოში აფროსნობის განვითარება შეფერხდა და 2005 წლისთვის იახტკლუბი მხოლოდ თბილისსა და ფოთში მოქმედებდა.

საქართველოს აფროსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წელს. აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციაში (ISAF) გაწევრიანდა 1992 წელს. პრეზიდენტები: ედუარდ კანდელაკი (1991-95), კონსტანტინე იოსელიანი (1995-1999), გურამ ბიგანიშვილი (1999-?),  ჯუმბერ ცომაია (დღემდე).[45]

ბეისბოლი

ბეისბოლის ქართული ისტორია 1985 წლიდან იწყება. პირველი, ვინც სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, იყო  გელა ჩიხრაძე, სსრკ სპორტის ოსტატი ხმლით ფარიკაობაში. იგი გაეცნო ბეისბოლის წესებს, შეკრიბა ენტუზიასტთა მცირე ჯგუფი და მათთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. 1986 წელს  გელა ჩიხრაძემ იმოგზაურა კუბაში, საიდანაც მეთოდური ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი ჩამოიტანა. იმავე წელს ჭადრაკის სასახლეში მისი თაოსნობით მოეწყო შეხვედრა, რომელიც საქართველოში ბეისბოლის დანერგვა-განვითარების საკითხებს მიეძღვნა.  1986 წელს დაფუძნდა საქართველოს ბეისბოლის ფედერაცია და შეიქმნა ბეისბოლისტთა პირველი სპორტული კლუბი „ივერია“- 1987-88 წლებში გელა ჩიხრაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად კუბასა და აშშ-ში იმყოფებოდა. 1987 წელს „ივერიამ“ პირველი ოფიციალურ საკავშირო ტურნირში III ადგილი დაიკავა (ქართველებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობდენ კიევის, ლენინგრადის, მოსკოვის, ტასკენტისა და ნოვოსიბირსკის გუნდები). 1988-90 წლებში გელა ჩიხრაძე სსრკ ნაკრების მწვრთნელი იყო.  1989 წელს თბილისში შეიქმნა ბეისბოლის მეორე ქართული კლუბი - „მერანი“ (მცვრთნელები - გიორგი პაიჭაძე და დავით ღოთვაძე - „ივერიამ“ და „მერანმა“ 1989 – 90 წლებში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს კუბაში. უფრო ადრე ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის გუნდები „მიკერ-ბოკერი“ (1988)  და „ბულდოქსი“ (1989) . 1988 წელს გაიხსნა ბეისბოლის ბავშვთა სპორტული სკოლა (მთავარი მწვრთნელი - ნუგზარ კაპანაძე ). ბეისბოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ კუბელი (ხუან ფისტუერი) და ამერიკელი (როჯერ სმიტი, რენდი ბრაუნი) სპეციალისტები. 1992 წელს დაფიძნდა კლუბი „კოტრა“ (მთავარი მწვრთნელი - გიორგი ბროლაძე). 1994 წელს ლაგოდეხში  ჩამოყალიბდა კლუბი „ლელიანი“, რომელიც 1995 წელს ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაში IV ადგილი დაიკავა. 1990-91 წლებში ქართველ მოზარდთა გუნდი საკავშირო ტურნირების ჩემპიონი იყო, 1992-93 წლებში - რუსეთის ღია პირველობის ჩემპიონი, 1994 წელს კი - ევროპის „ბ“ ჯგუფის ფინალისტი.

1994 წელს კიევში გამართული ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, 1997 წელს კი ჰალში (ინგლისი) IV ადგილზე გავიდა. 1988 წელს ვენაში ევროპის ჩემპიონატი „ბ“ ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2001 წელს ქალაქ კუტნოში (პოლონეთი)  ბეისბოლის ბავშვთა გუნდმა „რაინდებმა“ მსოფლიო „ლითლ ლიგის“ ევროაზიური დივიზიონის   გათამაშებაში  (მონაწილეობდა 69 ქვეყანა)  II ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი  - III.

2007 წელს ევროპა-შუა  აზია-აფრიკის ექვსგუნდიან ჯგუფში  საუკეთესო იყო საქართველოს 19 - წლამდელთა ნაკრები. [46]

ბიატლონი

საქართველოს  ბიატლონის  ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 2002 წლის 26 ნოემბერს . ამ მოკლე დროის განმავლობაში ბევრი რამ იქნა გაკთებილი, ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, დაგეგმილია შეჯიბრებები. შეირჩა საქართველოს ნაკრები გუნდი, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ მაღალი შეფასება მისცა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.   სპორტსმენების მომზადების დონე ყოველ წლიურად შესამჩნებად მატულობს.

2004 წელს საქართველოს ეროვნული ფედერაცია გაწევრიანდა საერთაშორისო ბიატლონის ფედერაციაში.

2009 წლიდან დღემდე საერთაშორისო  არბიტრაჟის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე,  საქართველოს ბიატლონის ფედერაციის წევრებია.

საქართველო წლების განმავლობაში ითვლებოდა ზამთრის სპორტის ცენტრად, ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუკი გავისთვალისწინებთ დღევანდელ სასაზღრო ზოლს და კლიმატურ პირობებს, და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნახევრად გასამხედროვებულ სპორტის სახეობის კერძოდ - ბიატლონის განვითარებას საქართველოში.

ბაკურიანში ტარდებოდა სხვადასხვა დონის საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში. იგეგმებოდა ოლიმპიური თამაშების ჩატარების  საკითხი. აქვე მზადებას გადიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები ბიატლონში. სპორტულ კომპლექსში შედიოდა სასტუმრო, სასროლი მოედანი და სრბენი ბილიკი. აქ მომზადებლი სპორტსმენები მაღალ შედეგებს აღწევდნენ საერთაშორისო არენაზე. ბაკურიანში 1969-1970 წლებში ჩატარდა საკავშირო შეჯიბრება ბიატლონში.[47]

თანამედროვე ხუთჭიდი

საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდი 1950-იან წლებში დაინერგა. სსრკ ჩემპიონატში პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა თბილისელმა ანატოლი პევცოვმა. პირველი თაობის ხუთჭიდელთა შორის იყვნენ რევაზ მანჯავიძე, ივანე მიხაილიცკი, ანატოლი პევცოვი, ჯუანშერ ზალდასტანიშვილი, გურამ კალმახელიძე, ვალერიან როგავა და სხვები. 1981 წელს საქართველოს გუნდმა სსრკ ჩემპიონატში გაიმარჯვა, ევროპის თასის გათამაშებაში კი სსრკ ნაკრების სახელით მესამე ადგილზე გავიდა. 1985 წელს იგორ ბრიზგალოვმა პირად შეჯიბრებაში ევროპის თასი დაისაკუთრა. 1988 წელს სსრკ ნაკრებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როლანდ ლოხიშვილი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ვახტანგ იაგორაშვილმა (მწვრთნელი – ამირან შეროზია), რომელიც 1980-იან წლებში მსოფლიოს უძლიერეს ხუთჭიდელთა რიგებში შედიოდა. მან სეულის ოლიმპიურ თამაშებში პირად ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მომდევნო წელს ასევე პირად ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა, 1990 წელს კი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ფედერაცია. 2003 წელს გამოეყო საქართველოს ცხენოსნობისა და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციას (შეიქმნა 1991 წელს, საერთაშორისო ფედერაციის წევრია 1992 წლიდან) და დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსით. 2003 წელს გაწევრიანდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში (UIPM). პრეზიდენტები: ვალერიან როგავა (2003-04), ჯუანშერ ზალდასტანიშვილი (2004-?), ვიაჩესლავ მალიშევი (დღემდე).[48]

სინქრონული ცურვა

საქართველოში სინქრონული ცურვა პირველად იხილეს 1978 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საწყლოსნო კომპლექსის (ახლანდელი “ლაგუნა ვერე”) გახსნის ცერემონიალზე, როცა მოსკოველმა მოცურავეებმა თეატრალიზებულ-სპორტული სანახაობა წარმოადგინეს. ერთი წლის შემდეგ მოსკოველები კვლავ ჩამოვიდნენ თბილისში და საჩვენებელი გამოსვლები გამართეს. ამ სახეობით სერიოზულად დაინტერესდა თბილისელი ტანმოვარჯიშე ანა ივანოვა, რომელიც სინქრონულ ცურვაში უკვე ავარჯიშებდა რამდენიმე გოგონას. მისი მოწაფეები 1978 წლის მიწურულს ელექტროსტალში გამართულ პირველ საკავშირო ჩემპიონატშიც მონაწილეობდნენ და ხუთ გუნდს შორის III ადგილი დაიკავეს. მომდევნო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, მაგრამ მასპინძლები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ. საქართველოში სინქრონული ცურვის აღმავლობა მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის ნატალია მაშუკის სახელს უკავშირდება. მან მოკლე დროში ჩამოაყალიბა ძლიერი გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა საკავშირო შეჯიბრებებში, ამ გუნდის ლიდერი ქრისტინა ფალასინიდი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ფალასინიდიმ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება 1986 წელს თბილისში გამართულ საკავშირო ჩემპიონატში მოიპოვა (პირად შეჯიბრებაში – ბრინჯაოს მედალი, ჯგუფურში – ოქროსი). მისი წინამძღოლობით საქართველოს გუნდი მომდევნო ჩემპიონატში II ადგილზე გავიდა, წყვილთა შეჯიბრებაში კი ლელა მამიაურმა და ნინო გელაშვილმა III ადგილი დაიკავეს. ფალასინიდისთვის ყველაზე წარმატებული იყო 1987-88 წლების სეზონი, როცა ევროპის ჩემპიონატში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, სეულის ოლიმპიურ თამაშებში კი VII ადგილი დაიკავა ერთეულთა თანრიგში. შემდეგ იგი საცხოვრებლად ათენში გადავიდა და საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო.

1980-იანი წლების მიწურულს საქართველოს რამდენიმე სპორტსმენმა იუნიორთა საერთაშორისო შეჯიბრებებში მაღალი შედეგები აჩვენა, მაგრამ იმ პერიოდიდან სინქრონულ ცურვას ყურადღება მოაკლდა და მათი შემდგომი დაოსტატებაც შეფერხდა.

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), დავით რურუა (დღემდე).[49]

წყალსათხილამურო სპორტი

საქართველოში წყალთხილამურობას 1970 - იანი წლებიდან მისდევენ. ბავშვთა პირველი სპორტული ჯგუფები შეიქმნა 1978 წელს ფოთში, ოქაური პედეგოგის თამაზ ლაგვილავას თაოსნობით. პირველი თაობის წყალმოთხილამურეთა გამოირჩეოდნენ, ანჟელა და ვიქტორია ბესელიები, გიორგი სურგულაძე, გენადი პეტრუხინი და ვასილ ბუდუროვი.

საქართველოს წყალმოთხილამურეთა შორის ტრამპლინიდან ხტომაში ბუდუროვმა პირველმა გადალახა 50-მეტრიანი ბარიერი და სსრკ ჩემპიონი გახდა - 50,1მ.

თავდაპირველად ვარჯიშობდენ მდინარე კაპარჭინაზე, მწვრთნელად მოიწვიესმი ნისკელი ვიაჩესლავ კობიალკო. იმავე პერიოდში მალთაყვის ტყე-პარკის მიდამოებში „ოქროს ტბაზე“ დაიწყეს წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობა. ამ საქმეს მეთავეობდა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს უფროსი გურამ დოლბაია. ამ ბაზაზე 1991 წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. დიდ სარბიელზე პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდენ ხათუნა კორკელია, გენადი გურალია, კახა ქაჯაია, ვალერი ბერაია.  ამათგან  განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია გენადი გურალიამ, რომელიც 2008 წელს სენიორთა შორის ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ აღიარეს.

საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ფედერაცია შეიქმნა 1990 წელს (უცვლელი პრეზიდენტი - რომან მელია). [50]

მაგიდის ჩოგბურთი

საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი XX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მასობრივად 1950-იანი წლებიდან განვითარდა, განსაკუთრებით – თბილისსა და ზღვისპირეთში. თავდაპირველად თამაშობდნენ გართობის მიზნით, შემდეგ გაჩნდა სპეციალური სპორტული ჯგუფები. თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1950 წელს, ორი წლის შემდეგ კი ბათუმში საქართველოს პირველი ჩემპიონატიც მოეწყო.

ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ლალი იზაშვილმა და ირაკლი ხიმშიაშვილმა. პირველი სპორტის ოსტატები გახდნენ ლალი იზაშვილი და რობერტ კუდაშვილი. 1954 წელს რობერტ კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მაგიდის ჩოგბურთის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრ კავშირის ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლალი იზაშვილმა (1958, ბრინჯაო), სარქის სარხოიანმა (1966, ოქრო), თეიმურაზ რამაზაშვილმა (1966, ბრინჯაო). აქედან იწყება სარხოიანის მრავალწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა. ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო სსრკ ჩემპიონი, პარალელურად არაერთი მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაში. სარხოიანს მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და საუკეთესოა საქართველოს ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის.


'საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია'. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლის 15 სექტემბრიდან მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITTF) და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის (ETTF) წევრია. პრეზიდენტები: იური გონაძე (1991-94), კოტე ბაირამაშვილი (1994-96), იური გონაძე (1996-2005), თემურ ქურხული (2005-?), გურამ გოგოლაძე (დღემდე).[51]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Romans erected the statue of the Iberian King Pharsman after he demonstrated Georgian training methods during his visit to Rome; Cassius Dio, Roman History, LXIX, 15.3
  2. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=51
  3. http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=31
  4. http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=70
  5. http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=56
  6. http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=65
  7. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=15
  8. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=36
  9. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=37
  10. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=7
  11. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=53
  12. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=62
  13. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=61
  14. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=39
  15. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=71
  16. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=12
  17. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=24
  18. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=45
  19. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=26
  20. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=30
  21. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=50
  22. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=54
  23. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=72
  24. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=17
  25. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=20
  26. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=34
  27. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=35
  28. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=48
  29. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=64
  30. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=42
  31. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=23
  32. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=38
  33. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=40
  34. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=60
  35. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=68
  36. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=73
  37. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=74
  38. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=66
  39. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=4
  40. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=47
  41. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=6
  42. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=1
  43. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=55
  44. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=32
  45. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=3
  46. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=5
  47. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=7
  48. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=13
  49. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=41
  50. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=63
  51. http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=27

რესურსები ინტენეტში

http://sport.gov.ge/index.php — ქართული სპორტი