სააბატო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
'''სააბატო''' ({{Lang-la|abbātia}}) — დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროში მოწესეთა საკრებულო — [[მონასტერი]], რომელსაც წარმართავს [[აბატი]] (ან აბატისა) და დამოუკიდებელია [[ეპისკოპოსი]]ს იურისდიქციისაგან. ამავე სახელწოდებას ატარებს სააბატო საკრებულოს კუთვნილ შენობათა კომპლექსი.
 
პირველ სააბატოდ ითვლება [[მონტე-კასინო]], რომელიც [[529]] წელს დაარსადააარსა [[ბენედიქტე ნურსიელი|ბენედიქტე ნურსიელმა]] [[იტალია]]ში. თავდაპირველად სააბატოები სრულიად დამოუკიდებელი იყო ერთმანეთისაგან, მათი ცენტრალიზების პროცესი დაიწყო X საუკუნეში. XII-XIII საუკუნეებში სააბატოები ფართოდ გავრცელდა მთელს ევროპაში, განსაკუთრებით [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. სააბატოს მართავს აბატი, რომელსაც ეხმარება მონასტრის კაპიტულუმი და უხუცესთა საბჭო. შუა საუკუნეებში სააბატო მემკვიდრეობით ადგილ-მამულად (ფეოდი) ითვლებოდა და მისი დაფუძნების ნებართვას ხელმწიფე გასცემდა ინვესტიტურის გზით. ამჟამად ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ [[რომის პაპი|რომის პაპს]] შეუძლია.
 
არქიტექტურულად სააბატო სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე შენობის კომპლექსს წარმოადგენდა. ყველაზე მნიშვნელოვან შენობებს ერთმანეთთან გალერეა — კლუატრი აკავშირებდა. საერთო საძინებელი (დორმიტორიუმი) ხშირად სასადილოს ზემოთ იყო განთავსებული კლუატრის აღმოსავლეთით და უკავშირდებოდა ცენტრალურ ეკლესიას. კლუატრის დასავლეთ მხარეს განლაგებული იყო საერთო სივრცე და კარიბჭე, რომელიც გარე ეზოში გამავალი ერთადერთი გზა იყო. კლუატრის სამხრეთით იყო მთავარი სამზარეულო, ლუდსახარში და სახელოსნოები. ნოვიციატი (მორჩილების სამყოფელი) და საავადმყოფო განთავსებული იყო ცალკე შენობაში, რომელსაც გააჩნდა საკუთარი სამლოცველო, აბანო, სასადილო, სამზარეულო და ბაღი.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ