აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] ძე, [[ანტონ კათალიკოსი]]ს ძმა, [[ქართლი სამეფო]]ს ტახტის პრეტენდენტი.
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] ძე, [[ანტონ კათალიკოსი]]ს ძმა, [[ქართლის სამეფო]]ს ტახტის პრეტენდენტი.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

08:09, 8 ნოემბერი 2020-ის ვერსია

აბდულა-ბეგი, არჩილი — ქართლის მეფის იესეს ძე, ანტონ კათალიკოსის ძმა, ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი.

ბიოგრაფია

1737 წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის სამეფოს ნაიბად დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს, ქართლში თეიმურაზ II-ისა და კახეთში ერეკლე II-ის გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი.

1747 წელს თეიმურაზ II სპარსეთში გაემგზავრა და ქართლის სამეფო მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ქართლის მეფობაზე პრეტენზია განაცხადა. ერეკლე II-მ სამშვილდის აღება ვერ შეძლო. აბდულა-ბეგი ციხიდან გამოვიდა და კოდასა და შინდისს შორის დადგა. მას შეუერთდა აზერბაიჯანის ხანი ამრ-ასლანის რვა ათასი ავღანელი მეომარი და საბარათიანოს ჯარი. ქართლის სხვა ფეოდალები ერეკლეს მიემხრნენ. ბრძოლა გაიმართა სოლოლაკის მთის ფერდობზე. ერეკლეს მარცხენა ფრთაზე განლაგებულმა ქიზიყელების ჯარმა უკუაქცია აბდულა-ბეგის ჯარი და იაღლუჯის კალთებამდე სიდა მას. აბდულა-ბეგი კვლავ სამშვილდეში გამაგრდა. ერეკლემ ძალისხმევა თბილისზე მიმართა, აიღო თაბორის კოშკი, მეტეხისა და ნარიყალის ციხეები. ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, 1748 წელს, აბდულა-ბეგი დანებდა. ერეკლე მას შეურიგდა და საუფლისწულო მისცა.

ოჯახი

აბდულა ბეგს ცოლად ჰყავდა ქეთევან ბატონიშვილი, ერეკლე I-ის ასული. ამ ქორწინებიდან მათ ჰყავდათ 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი:

  • აღას ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1765), 1745 წელს, ცოლად შეირთო მარიამ ორბელიანი
  • დავით ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1767)
  • იესე ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1812)
  • როსტომ მირზა (1736–1755)
  • ასან მირზა (გარდაიცვალა 1736)
  • მარიამ ბეგუმი, დაქორწინდა აზად ხან ავღანზე, შემდეგ კი რევაზ ანდრონიკაშვილზე.

ლიტერატურა