ტაშკენტის ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტაშკენტის ოლქი''' (ვილაეთი) ({{lang-uz|Samarqand viloyati}}) — [[უზბეკეთის რესპუბლიკა|უზბეკეთის რესპუბლიკის]] ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი [[ტაშკენტი]].
'''ტაშკენტის ოლქი''' (ვილაეთი) ({{lang-uz|Toshkent viloyati}}) — [[უზბეკეთის რესპუბლიკა|უზბეკეთის რესპუბლიკის]] ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი [[ტაშკენტი]].


==ზოგადი მიმოხილვა==
==ზოგადი მიმოხილვა==

06:23, 6 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ტაშკენტის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Toshkent viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტაშკენტი.

ზოგადი მიმოხილვა

შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 15.6 ათასი კმ². ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით წარმოადგენს მთისწინა ვაკეს, რომელიც დახრილია მდინარე სირდარიისაკენ. ოლქი მდებარეობს მაღალი სეისმურობის ზონაში. მთავარი მდინარეებია სირდარია და მისი შენეკადები ჩირჩიქი და აჰანგარანი. ენერგეტიკის ბაზაა ბუნებრივი აირი, მურა ნახშირი (ანგრენის საბადო) და ჰიდროენერგორესურსები. არის დიდი თეცები. ტაშკენტის სრესი, ანგრენის სრესი, ჩირჩიქ-ბოზსრუს ჰესების კასკადი. აგებულია სარწყავი არხები, წყალსაცავები. სოფლის მეურნეობაში მისდევენ მებამბეობას, მებაღეობას, მებაღჩეობას, მევენახეობას და სხვა. მოჰყავთ ბამბა, კენაფი, ქერი, ხორბალი, ბრინჯი, კარტოფილი, ბოსტნეული, ვაშლი, ალუბალი, ყურძენი და სხვა. მეცხოველეობა სახორცე-სარძეო მიმართულებისაა. აშენებენ ღორს, ცხვარს, თხას, ცხენს, ფრინველს. სარწყავ ზონაში განვითარებულია მეაბრეშუმეობა. ტაშკენტში მდებარეობს აეროპორტი, რომლითაც უკავშირდება აზიის მრავალ ქვეყანას.

ჯილდოები და მედლები

ოლქი დაჯილდოვებულია 2 ლენინის ორდენით (1959, 1970).

ლიტერატურა