ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ჩვეულებრივ, ისტორიაში ხალხების თუ სახელმწიფოების ქრისტიანობაზე მოქცევა ხდებოდა მათი ისტორიული ცხოვრების პირველი ნაბიჯებისას, როდესაც ასეთი სახელმწიფოების წარსულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შექმნილი მყარი, ჩამოყალიბებული საფუძვლები, ან კიდევ, არსებობდა მხოლოდ უხეში პრიმიტიული ცხოვრების წესი.მსგავს შემთხვევაში უხეში წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას თემში ან სახელმწიფოში არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ღრმა კრიზისი. სწორედ ამგვარი პერიოდი იყო რომის იმპერიაში მეოთხე საუკუნე. იმპერიას, რომელსაც გააჩნდა მრავალსაუკუნოვანი მსოფლიო კულტურა, იმპერიას, რომელმაც თავისი დროისათვის სახელმწიფოებრიობის უმაღლეს დონეს მიაღწია, წარსულის საწინააღმდეგო გზაზე დადგომით, უფრო ხშირად კი მისი საერთოდ უარყოფით, უნდა განეცადა უმძაფრესი კირიზისი. ძველი წარმართული სამყარო, ყოველ შემთხვევაში რელიგიურ სფეროში, უკვე ვერ აკმაყოფილებდა ადამიანთა მოთხოვნილებებს. წარმოიშვნენ ახალი კითხვები, ახალი სურვილები, რომლებზეც პასუხის გაცემაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ქრისტიანობამ შეძლო.
 
როდესაც მსგავსი მნიშვნელობის პერიოდში გამოჩნდება რომელიმე ისტორიული სახე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოვლენების განვიათარებაში, მაშინ რა თქმა უნდა, ისტორიულ მეცნიერებაში ამ პიროვნებასთან და ეპოქასთან დაკავშირებით ჩნდება მთელი რიგი ლიტერატურა, რომელნიც ცდილობენ ჩაწვდნენ ამ პიროვნების სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს და შეაფასონ მისი ისტორიული როლი მოცემულ პერიოდთან მიმართებაში. IV საუკუნეში ასეთ პიროვნებას [[კონსტანტინე დიდი]] წარმოადგენდა. ის დაიბადა ქალაქ ნაისში. მამის, კონსტანტინე ქლორის მხრიდან ის სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა ილირიულ თემს. მისი დედა [[ელენე]] იყო ქრისტიანი, რომელიც შემდგომში ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დედოფალი ელენე ახორციელებდა მომლოცველობას პალესტინაში, სადაც გადმოცემის თანახმად, მან იპოვა ჯვარი, რომელზედაც გააკრეს [[ქრისტე]]. როდესაც 305 წელს [[დიოკლეტიანე|დიოკლეტიანემ]] და [[მაქსიმიანე|მაქსიმიანემ]], მათ მიერ დამყარებული მდგომარეობის თანახმად, დათმეს იმპერატორების წოდება და პირადი ცხოვრება დაიწყეს, იმპერატორები გახდნენ გალერიანე აღმოსავლეთში და [[კონსტანცი]], კონსტანტინეს მამა, დასავლეთში, მაგრამ მომდევნო წელს კონსტანცი ბროტანეთში გარდაიცვალა და მასზე დაქვემდებარებულმა მეომრებმა მისი შვილი, კონსტანტინე გამოაცხადეს იმპერატორად. ამ დროს გალერიანეს წინააღმდეგ რომში უკმაყოფილებამ იფეთქა, სადაც აჯანყებულმა მოსახეობამ და მეომრებმა გალერიანეს ნაცვლად, იმპერატორად [[მაქსენტიუსი]] გამოაცხადეს, რომელიც გადამდგარი იმპერატორის, მაქსიმიანეს შვილი იყო. დაიწყო შინაომების პერიოდი, რომლის დროსაც გარდაიცვალნენ მაქსიმაინე და გალერიანე. საბოლოოდ, კონსტატნტინემ, შეუერთდა რა ერთ–ერთ ახალ იმპერატორს ლიცინიუსს, გადამწყვეტ ბრძოლაში , რომთან ახლოს, დაამარცხა მაქსენტიუსი, რომელიც გაქცევის დროს ჩაიძირა ტიბრში. გამარჯვებული იმპერატორები, კონსტანტინე და [[ლიცინიუსი]], წავიდნენ მილანში, სადაც დაამტკიცეს ცნობილი [[მილანის ედიქტი]]. იმპერატორებს შორის თანხმობა მხოლოდ მცირე ხნით შენარჩუნდა. მათ შორის გაჩაღდა ომი, რომელშიც აბსულუტურიაბსოლუტური გამარჯვეება კონსტანტინემ მოიპოვა. 324 წელს ლიცინიუსი მოკლეს და კონსტანტინე იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.<ref>[http://gumilevica.kulichki.net/VAA/vaa1.htm / А.А. Васильев "История Византийской империи", том 1]</ref>
 
== კონსტანტინეს მოქცევა ==

სანავიგაციო მენიუ