ზამბოანგა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
== ისტორია ==
[[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] დასაწყისში ქალქი ატარებდა სახელწოდებას ხამბანგანი, რომელიც იტარგმნება, როგორც „ყვავილების ქალაქი“. თავდაპირველად აქ ხდებოდა მალაიელების განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიგრაცია კუნძულ [[სულუ]]დან, რომელთა წინაპრებიც, თავის დროზე მოვიდნენ კუნძლ მალაკიდან. [[XV საუკუნე|XV საუკუნიდან]] სულს რეგიონში და მინდანაოზე გავრცელდა [[ისლამი]]. ქალაქი შევიდა [[სულუს სასულთნო]]ს შემადგენლობაში. ესპანელები აქ გამოჩდნენგამოჩნდნენ [[1596]] წელს, რომლებიც იძლებულები იყვნენ შებრძოლებოდნენ მოროს ხალხს, ადგილობრივ მუსულმანებს, რომლებიც კოტაბატოს რაიონში ცხოვრობდნენ. ამ რაიონში, [[1635]] წელს ფილიპინების გენერალ-გუბერნატორ ხუან სერეს და სალამანკას მმარტველობის პერიოდში გადმოასახლეს 300 ჯარისკაცი [[მეხიკო]]დან. მათ ხელმძღვანელობდა კაპიტანი ხუან დე ჩავესი. კუნძულის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, ბასილანის ყურის ნაპირზე ააგეს ციხესიმაგრე სან-ხოსე, რომელიც აკონტროლებდა მუსულმან მეკობრეებს. აღნიშნული ციხესიმაგრის დაარსება საფუძვლად დაედო ქალაქ ზამბოანგას.
 
მომდევნო [[1636]] წელს ესპანელებმა გაიმარჯვეს ტაგალ მეკობრეებზე. [[XVIII საუკუნე]]ში ქალაქში აქტიურად დაიწყეს მოღვაწეობა იეზუიტმა მისიონერებმა. ამავე პერიოდში მანილის გუბერნატორის ფერნანდო დე ბუსტილიო ბუსტამანტე ი რუედას ბრძანებით დაანგრიეს ძველი ციხესიმაგრე და ააშენეს ახალი. ამავე საუკუნეში ზამბოანგა ესპანელების მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო ფილიპინების სამხრეთ ნაწილში.

სანავიგაციო მენიუ