სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
== წყალში ხტომა ==
'''საქართველოში წყალში მხტომელთა პირველი ოფიციალური შეჯიბრება გაიმართა [[1928]] წლის ოქტომბერში [[ბათუმი|ბათუმში]]''' საზღვაო დღესასწაულის პროგრამით. მონაწილეთა შორის მეტწილად ცურვის მოყვარულები იყვნენ, რომლებმაც ახალ სახეობაში პირველად სცადეს ბედი. ისინი პრიმიტიულად ნაგები კოშკურიდან პირდაპირ ზღვაში ხტებოდნენ.
 
წყალში ხტომის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო [[1956]] წლიდან, როცა თბილისში აშენდა ვაკის ზამთრის საცურაო აუზი თავისი ტრამპლინებითა და კოშკებით. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო საქართველოში ერთადერთი აუზი, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვარჯიში. აქ დაოსტატდა [[ბორის პოლულიახი]], რომელმაც საქართველოს წყალში მხტომელთაგან პირველმა მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები: [[1961]]-68[[1968]] წლებში ხუთჯერ გახდა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონი, [[1962]]-ში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო. [[1964]] წელს პოლულიახმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზა და 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მეექვსე შედეგი აჩვენა. [[1970-იანები|1970-იანი]] წლებიდან დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ [[ლიანა ცოტაძე]] და [[სერგო შალიბაშვილი]], რომლებმაც 10-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჯერ საკავშირო შეჯიბრებებში გაიმარჯვეს, შემდეგ კი - საერთაშორისო ტურნირებში. ცოტაძე ერთადერთი ქართველი მხტომელია, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მედლის (ბრინჯაო) მოპოვება შეძლო. სერგო შალიბაშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა: იგი [[1983]] წელს კანადაში მსოფლიო უნივერსიადაზე გამოსვლისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა. მომდევნო თაობის წყალში მხტომელთაგან საუკეთესო იყო [[გიორგი ჩოგოვაძე|გიორგი ჩიგოვაძე]] - ევროპის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
 
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თანამედროვე საწყლოსნო სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებამ ([[1978]]) და აქ გამართულმა საერთაშორისო ტურნირებმა ხელი შეუწყო საქართველოში წყალში ხტომის შემდგომ გავრცელებას. აღსანიშნავია [[იური გუტიაკულოვი|იური გუტიაკულოვის]], [[ალექსანდრე ბართაია|ალექსანდრე ბართაიას]] და სხვა მწვრთნელ-სპეციალისტთა ნაყოფიერი მუშაობა.
 
დამოუკიდებლობის წლებში სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მართალია, წყალში მხტომელები ეპიზოდურად მაინც ახერხებენ დიდ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სპორტულმა შედეგებმა საგრძნობლად იკლო.
 
 
'''საქართველოს''' '''სპორტის''' '''საწყლოსნო''' '''სახეობათა''' '''ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[2 აგვისტო|2 აგვისტოს]]. [[1992]] წელს [[წყალბურთი]] გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო [[1996]] წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ([[ცურვა]], [[წყალბურთი]], [[წყალში ხტომა]]) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. [[1992]] წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: [[ბაკურ გულუა]] ([[1991]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ ისელიძე]] (წყალბურთის ფედერაციის - [[1992]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ გოიაშვილი]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი უდესიანი]] ([[2004]]-?), [[კონსტანტინე ლაშხი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=42</ref>
 
== ჩოგბურთი ==
'''ქართული ჩოგბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.''' ამ ისტორიის არაერთი ცნობილი ოსტატის სახელი ამშვენებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია [[ალექსანდრე მეტრეველი|ალექსანდრე მეტრეველს]] - [[1970-იანები|1970-იანი]] წლების ერთ-ერთი უძლიერეს ჩოგბურთელს, რომელმაც სხვადასხვა თანრიგში 16-ჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, [[1973]] წელს კი უიმბლდონის ერთეულთა ფინალში ითამაშა. ქართველ ქალ ჩოგბურთელთა შორის საუკეთესო იყო [[ლეილა მესხი (ჩოგბურთელი)|ლეილა მესხი]] - წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, [[WTA]]- ის ხუთ ტურნირში გამარჯვებული.
 
ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „ Forward and Salinas”-ის მმართველმა [[ჯონ ტარსეი|ჯონ ტარსეიმ]] ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის , [[იან ჰომერი|იან ჰომერის]] გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდა ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით  - სხვა ქალაქებშიც.
 
1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა. 1913 წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა. 1915 წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. 1919 წელს თბილისის ტანვარჯიშულ საზოგადოება “შევარდენში” დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის განწევრი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს გიორგი ლორთქიფანიძე უძღვებოდა.
1 179

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ