გიორგი გოთუა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28: ხაზი 28:
[[კატეგორია:ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:გოთუები|გიორგი]]
[[კატეგორია:გოთუები|გიორგი]]
[[კატეგორია:რუსეთის არმიის გენერლები]]
[[კატეგორია:რუსეთის იმპერიის გენერლები]]

15:59, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოთუა.
გიორგი გოთუა

გიორგი სიმონის ძე გოთუა (დ. 14 იანვარი, 1871, ძიმითი — გ. 13 იანვარი, 1936, ბელგრადი) — რუსეთის არმიის ქართველი გენერალ-მაიორი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენისა და სამხედრო ჯვარის ორდენოსანი, რუსეთის წმინდა გიორგი ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურ სიმონ გოთუას ოჯახში. მისი დედა იყო ელისაბედ თაყაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის და. 1902 წლიდან მსახურობდა 256-ე ღუნიბის და მე-8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. მონაწილეობდა 1904–05 წწ. რუსეთ-იაპონიის ომში.

1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთმა საექსპედიციო კორპუსი გაგზავნა საფრანგეთში, დასავლეთის ფრონტზე; მის შემადგენლობაში იყო პოდპოლკოვნიკი გიორგი გოთუაც. 1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ გამოცხადდა დემობილიზაცია. საფრანგეთში მყოფ რუსულ ჯარში დაიწყო ქაოსი, არეულობა, გავრცელდა ლოთობა და მოროდიორობა. გენერალ ლოხვიცკის წინადადებით პოლკოვნიკმა გოთუამ შეკრიბა 350 ადამიანი, რათა აღედგინათ რუსული ჯარის რეპუტაცია. გოთუას შეკრებილ დაჯგუფებას „რუსული ლეგიონი“, შემდეგ კი „ღირსების ლეგიონი“ ეწოდა. მისმა ლეგიონმა მოკავშირეთა არმიებს შორის პირველმა გაარღვია ჰინდენბურგის ხაზი, რისთვისაც მიიღო საპატიო ლეგიონის ორდენი. ამავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1920 წელს გოთუა ჩავიდა ყირიმში, სადაც კადეტთა კორპუსში მისი შვილი სწავლობდა. იმავე წელს ყირიმში წითელი არმია შევიდა. კორპუსის სტუდენტები სტამბოლში გახიზნეს, გოთუაც მათ გაჰყვა. ოჯახის სხვა წევრები, მეუღლე, ელენე მოსენკო და 4 შვილი ტაგანროგიდან საქართველოში გახიზნა. საბოოლოოდ მამა-შვილი მოხვდა ქალაქ ბილეჩაში, სადაც გოთუას გენერლის ფრანგული პენსია დაენიშნა. გოთუა იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია ბელგრადში.

ლიტერატურა

  • ცისანა შერგილაშვილი, „ქართველი მხედართმთავრები“ // Guria News, N25, გვ. 7 — 2014 წ.
  • Кеpсновский А. А., История русской армии, т. 1–4, М., 1992–94.

რესურსები ინტერნეტში