რაჭის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
{{ქსე|8|313|ცინცაძე ზ.}} |
{{ქსე|8|313|ცინცაძე ზ.}} |
||
==რესურსები ინტერნეტში== |
|||
*[https://www.flickr.com/photos/national_archives_of_georgia/16509788035/in/photostream/ რაჭის მაზრის გეოლოგიური რუკა 1906 წ.] საქართველოს ეროვნული არქივი |
|||
[[კატეგორია:ქუთაისის გუბერნია]] |
[[კატეგორია:ქუთაისის გუბერნია]] |
06:41, 17 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
რაჭის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი ონი, ფართობი 2857 კმ², მოსახლეობა თავდაპირველად იყო 23500 ადამიანი, XIX საუკუნის მიწურულს შეადგინა 72742 ადამიანი. ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე რაჭა 1811-იდან რაჭის ოკრუგის სახელწოდებით იმერეთის ოლქის შემადგენლობაში იყო. 1840 წელს ეწოდა რაჭის უბანი და შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში. 1846, ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ, რაჭის უბანს დაემატა ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობის სოფლები და იწოდა რაჭის მაზრად. იყოფოდა ბუგეულის, კუდარო-მამისონის, უწერისა და ხოტევის უბნებად, ხოლო 1888 წლიდან ამბროლაურისა და ონის უბნებად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შეიქმნა იმავე რაჭის მაზრის სახელწოდების ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც 1928 წელს გაერთიანდა ლეჩხუმის მაზრასთან და იწოდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრად. გაუქმდა 1930 წელს.
ლიტერატურა
- ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 313.