გაეროს გენერალური ასამბლეა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
==სამშვიდობო ოპერაციათა სპეციალური კომიტეტი==
გაეროს გენერალური ასამბლეა ახორციელებს ორგანიზაციის სამშვიდობო უფლებამოსილებასა და საქმიანობას სამშვიდობო ოპერაციათა სპეციალური კომიტეტის საშუალებით. გაეროს გენერალური ასამბლეის [[1965]] წლის [[18 თებერვალი|18 თებერვლის]] რეზოლუციის საშუალებით მოხდა სპეციალური კომიტეტის შექმნა, რათა მომხდარიყო სამშვიდობო მოქმედებათა საფუძვლიანი შესწავლა. სპეციალური კომიტეტი საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშგებას ახორციელებს გენერალური ასამბლეის მეოთხე კომიტეტის (პოლიტიკისა და დეკოლონიზაციის თემატიკაზე) ფარგლებში.
 
სამშვიდობო ოპერაციათა სპეციალური კომიტეტი შედგება 147 წევრი სახელმწიფოსაგან, რომლებიც წარსულში ან აწმყოში ჩართულნი იყვნენ სამშვიდობო ოპერაციებში. ამასთანავე, წევრი სახელმწიფოების გარდა, კომიტეტში გახლავთ კიდევ 14 წევრი, რომლებიც არიან ისეთი ორგანიზაციები როგორებიც გახლავთ: [[აფრიკის კავშირი]], [[ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია]], [[წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი]] (ICRC) და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია ([[ინტერპოლი]]); აღნიშნული ორგანიზაციები კომიტეტის საქმიანობაში ერთვებიან როგორც დამკვირვებლები.
 
==ორგანიზაციის წევრობა==

სანავიგაციო მენიუ