ოხრახუში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ტაქსოდაფა |
{{ტაქსოდაფა |
||
| სახელი =ოხრახუში |
| სახელი =ოხრახუში |
||
| სურათის ფაილი = Petroselinum.jpg |
| სურათის ფაილი = Petroselinum.jpg |
21:20, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
ოხრახუში | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Petroselinum crispum | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Petroselinum | ||||||||||||||
|
ოხრახუში (ლათ. Petroselinum) — მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.
ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით.
იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.
ლიტერატურა
- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 626.