მატიტელასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა
| სახელი =მატიტელასებრნი
| სახელი =მატიტელასებრნი
| სურათის ფაილი =Rumex alpinus.jpg
| სურათის ფაილი =Rumex alpinus.jpg

21:09, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

მატიტელასებრნი
Rumex alpinus
Rumex alpinus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მატიტელასებრნი
ლათინური სახელი
Polygonaceae

მატიტელასებრნი (ლათ. Polygonaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად ბალახები და ბუჩქბალახები, იშვიათად ბუჩქები და უფრო იშვიათად (ტროპიკებში) ხეებია. აქვთ მორიგეობით განლაგებულია ფოთლები, რთულ ყვავილედებში თავმოყრილია წვრილი ორსქესიანი ყვავილები.

ოჯახში 40-მდე გვარის 900 სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმთავრესად კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 5 გვარი (53 სახეობა): ხორციფერა (2 სახეობა), მატიტელა (28 სახეობა), წიწიბურა (1 სახეობა), ღოლო (21 სახეობა) და ლათ. Oxyria (1 სახეობა).

ძნელად მოსასპობი სარეველაა ღოლო. ამ ოჯახიდანაა სათესი კულტურა წიწიბურა (საქართველოში მთიულეთში თესავენ). მებოსტრეობაში მოჰყავთ ლათ. Rumex acetosa-ს ტიპის მჟაუნები.

ლიტერატურა