ცრუაკაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა
| სახელი = ცრუაკაცია
| სახელი = ცრუაკაცია
| სურათის ფაილი = Robina9146.JPG
| სურათის ფაილი = Robina9146.JPG

20:55, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ცრუაკაცია
ცრუაკაცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
სახეობა:  ცრუაკაცია
ლათინური სახელი
Robinia pseudoacacia
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19891648

ცრუაკაცია, თეთრი აკაცია (Robinia pseudoacacia) — ფოთოლმცვივანი ხე პარკოსანთა ოჯახისა. 25-30 მ სიმაღლის გაშლილვარჯიანი მცენარეა. ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.

საქართველოში იზრდება მთის ქვედა სარტყელში. დასავლეთ საქართველოში გაველურებულია. მისი ბაღური ფორმები კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკურ ბაღში. ცრუაკაცია სწრაფმზარდი ხეა. ყვავილობს მაის-ივნისში. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრომლავ ნივთიერებებს, თესლი — ზეთს და ყავის სუროგატად იხმარება.

იყენებენ მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. ეროზიის საწინააღმდეგოდ. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 243, თბ., 1987