კაროლინა პარმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary

ხაზი 11: ხაზი 11:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
|მეუღლეები = [[მაქსიმილიან საქსონიელი]]
|მეუღლეები = [[მაქსიმილიან საქსონიელი]]
|შვილები = ამალია
[[მარია ფერდინანდა საქსონიელი|მარია ფერდინანდა, ტოსკანის ჰერცოგინია]]
[[ფრიდრიხ ავგუსტ II|ფრიდრიხ ავგუსტ II, საქსონიის მეფე]]
[[მარია ანა საქსონიელი (1799-1832)|მარია ანა, ტოსკანის ჰერცოგინია]]
[[იოჰან I, საქსონიის მეფე]]
[[მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი|მარია იოზეფა, ესპანეთის დედოფალი]]
|შვილები = ამალია
[[მარია ფერდინანდა საქსონიელი|მარია ფერდინანდა, ტოსკანის ჰერცოგინია]]
[[ფრიდრიხ ავგუსტ II (საქსონია)|ფრიდრიხ ავგუსტ II, საქსონიის მეფე]]
[[მარია ანა საქსონიელი (1799-1832)|მარია ანა, ტოსკანის ჰერცოგინია]]
[[იოჰანი (საქსონიის მეფე)|იოჰან I, საქსონიის მეფე]]
[[მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი|მარია იოზეფა, ესპანეთის დედოფალი]]
|მამა = [[ფერდინანდ I (პარმის ჰერცოგი)|ფერდინანდ I, პარმის ჰერცოგი]]
|მამა = [[ფერდინანდ I (პარმის ჰერცოგი)|ფერდინანდ I, პარმის ჰერცოგი]]
|დედა = [[მარია ამალია ავსტრიელი]]
|დედა = [[მარია ამალია ავსტრიელი]]

უკანასკნელი რედაქცია 08:37, 11 ოქტომბერი 2020-ის მდგომარეობით

კაროლინა პარმელი
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1770
პარმა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1804, (33 წლის)
დრეზდენი, საქსონია
ეროვნება იტალიელები
წოდება საქსონიის პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მაქსიმილიან საქსონიელი
შვილ(ებ)ი ამალია
მარია ფერდინანდა, ტოსკანის ჰერცოგინია
ფრიდრიხ ავგუსტ II, საქსონიის მეფე
მარია ანა, ტოსკანის ჰერცოგინია
იოჰან I, საქსონიის მეფე
მარია იოზეფა, ესპანეთის დედოფალი
მშობლები მამა: ფერდინანდ I, პარმის ჰერცოგი
დედა: მარია ამალია ავსტრიელი

კაროლინა პარმელი (იტალ. Carolina di Parma, გერმ. Caroline von Parma; დ. 22 ნოემბერი, 1770 — გ. 1 მარტი, 1804) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელის ასული. საქსონიის პრინცესა როგორც მაქსიმილიან საქსონიელის მეუღლე. ესპანეთის დედოფალ მარია იოზეფა ამალია საქსონიელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინა დაიბადა 1770 წლის 22 ნოემბერს პარმაში. იგი იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, მარია ამალია ავსტრიელის პირველი შვილი. მისი ნათლობის სრული სახელია კაროლინა მარია ტერეზა ჯუზეპა. მას ეს სახელი მისი ნათლიების, ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას (რომელიც მისი ბებიაც იყო დედის ხაზით) პატივსაცემად დაარქვეს.

როდესაც 1775 წელს დეიდამისი, ცვაიბრიუხენისა და ტეშენის ჰერცოგინია მარია კრისტინა ავსტრიელი პარმას ეწვია თავისი დის მოსანახულებლად, მან კაროლინაზე განაცხადა, რომ საოცრად ლამაზი, თუმცა ძალიან მელანქოლიური ბავშვი იყო. კაროლინა და მისი უმცროსი ძმა, პრინცი ლუდოვიკო მშობლების ფავორიტი შვილები იყვნენ. 1778 წელს მისმა ძმამ, ლუდოვიკომ თამაშისას მარმარილოს მაგიდას თავი ძლიერად დაარტყა და ტვინის შერყევა მიიღო, რის შემდეგაც მას ეპილეფსიური შეტევები და პერიოდული კრუნჩხვები დასჩემდა.

დედამისს თავიდანვე სურდა კაროლინას მითხოვება რომელიმე გერმანელი პრინცისთვის, თუმცა მისი ქორწინება არც მოწყობილი იყო და არც გარიგებული. მან თავისი მომავალი ქმარი, პრინცი მაქსიმილიან საქსონიელი ადრევე გაიცნო, რადგანაც მაქსიმილიანი ხშირად სტუმრობდა იტალიას, განსაკუთრებით კი პარმას. ცნობილია, რომ 1780-იანი წლებიდან, პრინცი მხოლოდ კაროლინას გამო ჩადიოდა იტალიაში, განმარტოვებულ წყვილს კი ერთად პარმეზანის მირთმევა უყვარდა. ამ დროის მანძილზე, მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ და ცხადია ორივე მხრიდან ქორწინების იდეა წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმილიანი არ იყო საქსონიის ტახტის პირველი მემკვიდრე, მარია ამალია და ფერდინანდი დასთანხმდნენ მასზე თავიანთი საყვარელი ასულის მითხოვებას. ამრიგად კაროლინა და მაქსიმილიანი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც ისინი დრეზდენის სასახლეში გადადიან. მათი ქორწინება აღწერილია როგორც "ბედნიერი და ჰარმონიული". როდესაც 1804 წელს დედამისი პრაღაში გადასახლდა, მას უფრო ხშირი კონტაქტი ჰქონდა დედასთან, თუმცა იგი დედაზე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა.

პრინცესა კაროლინა გარდაიცვალა 1804 წლის 1 მარტს, 33 წლის ასაკში, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა დედამისიც. ამის შემდეგ კაროლინას ქმარმა ცოლად მისი ძმის შვილი ლუიზა პარმელი შეირთო, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. მარია ამალია (1794-1870), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
2. მარია ფერდინანდა (1796-1865), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ს;
3. ფრიდრიხ ავგუსტ II (1797-1854), საქსონიის მეფე, ცოლად შეირთო ჯერ მარია კაროლინა ავსტრიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია ანა ბავარიელი, თუმცა შვილები არცერთთან ჰყოლია;
4. კლემენტინა მარია (1798-1822), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
5. მარია ანა (1799-1832), ცოლად გაჰყვა თავის დის შვილს, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდო II-ს;
6. იოჰან I ნეპომუკი (1801-1873), საქსონიის მეფე, ცოლად შეირთო ამალია ავგუსტა ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
7. მარია იოზეფა ამალია (1803-1829), ცოლად გაჰყვა ესპანეთის ორჯერ დაქვრივებულ მეფე ფერდინანდ VII-ს, ქორწინებიდან ათ წელიწადში კი მშობიარობას გადაჰყვა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• Justin C. Vovk: In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa (2010)