არქტიკული წრე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
მ ვიღაც არსება-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 31.146.229.227-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:არქტიკა]] |
[[კატეგორია:არქტიკა]] |
||
[[გეგა |
[[გეგა ყლეა]] |
15:25, 8 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
არქტიკული წრე ანუ ჩრდილოეთის პოლარული წრე — დედამიწის რუკაზე აღნიშნული ხუთი უმთავრესი პარალელიდან ერთ-ერთი. არქტიკული წრე მდებარეობს ეკვატორიდან ჩრდილოეთით 66° 33′39″ (66.56083°)-ში. ჩრდილოპოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარე მხარეს არქტიკა ეწოდება, მის სამხრეთით ზომიერი კლიმატის ჩრდილოეთი სარტყელი მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში ანალოგიურ პარალელს სამხრეთის პოლარული წრე ეწოდება.
ჩრდილოპოლარული წრე პოლარული დღისა და ღამის სამხრეთის საზღვარს აღნიშნავს. არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ნებისმიერ ადგილას, მზე წელიწადში ერთხელ მაინც 24 საათით დგას ჰორიზონტზე და ასევე ერთხელ 24 საათით არ ჩნდება ჰორიზონტზე. პოლარული წრის განედზე ეს მოვლენები წელიწადში ერთხელ, ივნისსა და დეკემბერში ბუნიობისას ხდება.
არქტიკის მკაცრი ჰავის გამო აქ ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობს ხალხი. ყველაზე მსხვილი ქალაქები, რომლებიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობენ, ესენია: მურმანსკი (304000 მცხოვრებით), ნორილსკი (13 500 მცხოვრებით) და ვორკუტა (85 000 მცხოვრებით) რუსეთში და ტრომსე (62 00 მცხოვრებით) ნორვეგიაში.