არჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 63: ხაზი 63:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|615|ბოგვერაძე ა.}}
{{ქსე|1|615|ბოგვერაძე ა.}}
*''ლეონტი მროველი'' „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა“, წიგნი: „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა. ტომი I. თბილისი, 1955.
*''ლეონტი მროველი'' „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა“. წიგნი: „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა. ტომი I. თბილისი, 1955.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

07:14, 2 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).
არჩილი

მიხეილ საბინინის მიერ შესრულებული წმინდა არჩილი.
ქართლის მეფე
მმართ. წლები: 668–718[1]
719–745[2]
წინამორბედი: მირი
მემკვიდრე: იოანე და ჯუანშერი
კახეთის ერისმთავარი
მმართ. წლები: 705–745[2]
736–786[3]
წინამორბედი: სტეფანოზ III
მემკვიდრე: იოანე და ჯუანშერი
მეუღლე: დარია[4]
შვილები: ჯუანშერ
იოვანე
გურანდუხტ
მარიამ
მირანდუხტ
შუშან[5]
დინასტია: ხოსროიანი
მამა: სტეფანოზ III
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი

არჩილ სტეფანოზის ძე[6] — არჩილ სტეფანოზის ძე იყო ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII საუკუნის 30-იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს. მისი წამების ამბავი VIII საუკუნეში დაიწერა, ხოლო XI საუკუნეში გადაამუშავა და განავრცო ლეონტი მროველმა.[7]

ისტორია

748–760 წლები — არჩილ სტეფანოზის ძე (მირის უმცროსი ძმა).

743 წელს არაბეთის სასახლის კარზე არეულობა დაიწყო. მურვანი სასწრაფოდ გაბრუნდა არაბეთში და 744 წელს ბაღდადის ხალიფა გახდა. მას დაემორჩილა მთელი არაბეთი.

750 წელს აბასიდების დინასტიამ მურვანს თავი წააგდებინა, ენა ამოაჭრა და კატას შეაჭამა. ტახტზე ავიდა აბულ-აბასას-საფაჰი, რომელმაც მაშინვე არაბეთის სატახტო ქალაქად ბაღდადი გამოაცხადა. აქვე შექმნა მან ბაღდადის სახელმწიფო. 754 წელს აბულ-აბასას-საფაჰი ჩამოაგდეს ტახტიდან.

ამ დროს ქართველები (ეგრისელები, აფხაზები და სვანები) ძლიერი მეფის არჩილის გვერდით მყარად დადგნენ. არჩილმა სატახტო ქალაქად აირჩია ქუთაისი. მერე ქართლი დაიპყრო და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. არაბები დაფრთხნენ და თბილისსა და მცხეთაშ ჩაიკეტნენ.

760 წელს კავკასიაში მორიგი მარბიელი არაბები გამოჩნდნენ. არჩილმა მოლაპარაკება გამართა არაბთა სარდალთან. მან კი ჯერ ცბიერი ლიქნით მიიტყუა არჩილ მეფე და მერე ქრისტიანობის დაგდება მოსთხოვა. არჩილისაგან უარი რომ მიიღო, თავი მოაკვეთინა მსახურებს. არჩილს დარჩა ოთხი ქალი და ორი ვაჟი. ვაჟები იყვნენ: იოვანე და ჯუანშერი.[8]

ისტორიული წყაროები

მოხსენიებულია მირონის კურთხევის წიგნში.

ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს...

...დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი.[9]

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით:

მიქაელ სრულიად ზემოისა და ქვემოისა ივერიისა კათოლიკოს-პატრიარხისაგან მისისა მცირის მოთხრობისაგან, რომელიცა სცხოვრობდა ქრისტესით ას-წლეულსა შინა მეშვიდესა საუკუნესა, ჟამსა სრულიად ყოვლისა ივერიისა მპყრობელისა მეფისა არჩილ მეორისა ხოსრიანისა. ესე მიქაილ კათოლიკოსი იყო სჯულის-მდებელიცა.[10]

მოღვაწეობის პერიოდი

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.
  • ლეონტი მროველი „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი იყო მეფე ქართლისა“. წიგნი: „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა. ტომი I. თბილისი, 1955.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“. გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვერდი დ.
  2. 2.0 2.1 მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 53. ISBN 99928-58-36-2. 
  3. Iberia between Chrosroid and Bagratid Rule by Cyril Toumanoff. This study appears as part IV of Toumanoff's Studies in Christian Caucasian History (Georgetown, 1963), pp. 357-434.
  4. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. თავი II. არაბების მძლავრობა. ტომი I, გვერდი: 287.
  5. და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.
    (ჯუანშერი „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა მშობელთაჲ და თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისაჲ, რომელი უმეტესად სხუათა განთქუმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა“ როინ მეტრეველის რედაქციით. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები. 2008.).
  6. არჩილ სტეფანოზის ძე. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  7. არჩილ სტეფანოზის ძე. ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  8. ტარიელ მუმლაძე „ქართველ მეფეთა ქრონოლოგია“. თბილისი, 2008. გვ. 71.
  9. „კურთხევა მირონისა“ ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, გვ. 47
  10. თეიმურაზ ბატონიშვილი „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. 1848. გვ. 26.
წინამორბედი:
სტეფანოზ III
კახეთის ერისმთავარი
736–786
შემდეგი:
იოვანე და ჯუანშერი