ალეგზანდერ ჰამილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: ca:Alexander Hamilton
ხაზი 58: ხაზი 58:


[[af:Alexander Hamilton]]
[[af:Alexander Hamilton]]
[[ca:Alexander Hamilton]]
[[da:Alexander Hamilton]]
[[da:Alexander Hamilton]]
[[de:Alexander Hamilton]]
[[de:Alexander Hamilton]]

05:55, 1 თებერვალი 2008-ის ვერსია

ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტი, ავტ. ჯონ თრამბალი, 1792

ალექსანდრ ჰამილტონი (ინგლ. Alexander Hamilton) (დ. 11 იანვარი, 1755 ან 1757 — გ. 12 ივლისი, 1804), ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და სამხედრო. ჰამილტონი „ფედერალისტთა დოკუმენტების“ ერთ–ერთი ავტორია (ინგლ. Federalist Papers). ამ დოკუმენტით დაიცვეს აშშ–ს ახალი კონსტიტუცია სკეპტიკოსი ნიუ–იორკელებისგან. ჰამილტონის დამსახურებაა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება, ის იყო ფინანსთა მინისტრი, მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული ბანკი, სახალხო კრედიტი და საფონდო ბირჟა. საკუთარი პოლიტკური შეხედულებების თომას ჯეფერსონისა და ჯეიმს მედისონისაგან დასაცავად, ჰამილტონმა ჩამოაყალიბა პირველი პოლიტიკური პარტია, ფედერალისტთა პარტია, რომლის ლიდერიც იყო ვიდრე აარონ ბურთან დუელის დროს არ დაიღუპა.

ადრეული წლები

ალექსანდრ ჰამილტონი ბავშვობაში

ალექსანდრ ჰამილტონი დაიბადა კარბიის ერთ–ერთ კუნძულზე კერძოდ ნევისზე. მისი მამა იყო შოტლანდიელი ბიზნესმენი ჯეიმს ჰამილტონი, ხოლო დედა ფრანგი ჰუგენოტი. ჰამილტონის დაბადების თარიღთან დაკავშირებით არის გაურკვევლობა, თვითონ ჰამილტონი ამბობდა რომ ეს იყო 1757 წელი, თუმცა სასამართლო ჩანაწერების მიხედვით მისი დაბადების წელია 1755. ისტორიკოსი რონ ჩერნოუს მტკიცებით, ჰამილტონმა სპეციალურად გაიახალგაზრდავა თავი და მისი დაბადების თარიღი 1757 წლად გამოაცხადა, მეფის კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი) ჩასარიცხად.

ჰამილტონი მამამ მიატოვა, ხოლო დედა გარდაიცვალა 1768 წელს. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კუნძულ სენტ კრუაზე დედის ნათესავებთან. იქ მან თავისი ბიძის საბუღალტრო ფირმაში დაიწყო მუშაობა კლერკად. როდესაც ბიძამისი ნიკოლას კრუგერი მიდიოდა საზღვარგარეთ ხელმძღვანელად ალექსანდრს ტოვებდა.

ჰამილტონმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია რომელშიც მოთხრობილი იყო ქარიშხალის შესახებ, რომლემაც რამდენიმეჯერ შეუტია კარიბიის კუნძულებს. სტატია იმდენად კარგად და დრამატულად იყო დაწერილი რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ჰამილტონის ამერიკაში გაგზავნა დაეფინანსებინათ. იგი 6 თქვე ცხოვრობდა ელიზაბეთში (ნიუ ჯერსი), ხოლო 1772 წელს იგი დასახლდა ნიუ იორკში. შემდგომში მან ჩააბარა მეფის კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა ანატომიას რადგან სურდა გამოსულიყო ექიმი.

1777 წელს იგი შეუერთდა ჯორჯ ვაშინგტონს და გახდა გენერალ პოლკოვნიკი. 4 წლის განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონის მდივანი და დამხმარე კონფიდენციალურ საკითხებში.

1780 წლის 14 დეკემბერს ალექსანდრ ჰამილტონი დაქორწინდა ელიზაბეთ შილერზე, გენერალ ფილიპ შილერის ქალიშვილზე.

ალექსანდრ ჰამილტონი

ის ასევე მუშაობდა ნიუ იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში და 1787 წელს მიწვეული იყო კონსტიტუციურ კონვენციაზე. ჰამილტონი ემხრობოდა ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს, ანუ დაახლოებით მეფის დონის პრეზიდენტობას და პარლამენტის ისეტ მოდელს როგოიც ინგლისური ლორდთა პალატა იყო. ამის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში მონარქისტად მოიხსენიებდნენ. ჰამილტონი ასევე ემხრობოდა მონობის გაუქმებას.

ფინანსთა მინისტრობა

რობერტ მორისის რჩევით, ჯოჯრ ვაშინგტონმა, პირველ ფინანსთა მინისტრად დანიშნა ალექსანდრ ჰამილტონი. მან თავისი პოსტი დაიკავა 1789 წლის 11 სექტემბერს და მუშაობდა ამ პოსტზე 1795 წლის 31 იანვრამდე.

ჰამილტონმა შემოიტანა ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მან დიდი წვლილი შეიტანა აშშ–ს საზღვაო ძალების შექმნაში. მან შექმნა პირველი ამერიკული ბანკი

მინისტრობის შემდგომი პერიოდი

1794 წელს ჰამილტონმა რომანი გააბა მარია რეინოლდსთან, ამან მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა და შემდგომ პოლიტიკურ წინსვლაში ხელი შეუშალა. რეინოლდსის ქმარმა გადაწყვიტა ჰამილტონის დაშანტაჟება, რისთვისაც ის დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ რეინოლდსი დაუკავშირდა ჯეფერსონის რესპუბლიკელებს, კერძოდ ჯეიმზ მონროს. ჰამიტლონმა უარყო ყველა ბრალდება, თუმცა არ უარყოფდა მარია რეინოლდსთან ნაცნობობას.

მონრო შეპირდა ალექსანდრ ჰამილტონს რომ ყველა დეტალს საიდუმლოდ შეინახავდა და საჯაროდ არ გამოაქვეყნებდა, თუმცა თომას ჯეფერსონი ასე არ ფიქრობდა. ჭორების გავრცელების შემდეგ ჰამილტონი იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა ეს ფაქტი, რამაც შოკში ჩააგდო მისი მომხრეები და ოჯახის წევრები. კონფიდენციალურობის დარღვევისათვის და სიტყვის გატეხვისათვის ჰამილტონა დუელში გამოიწვია ჯეიმს მონრო, თუმცა ეს დუელი მაშინდელი სენატორის აარონ ბურის ალისხმევის შედეგად გაუქმდა.

1795 წელს ჰამილტონი გადადგა ფინანსთა მინისტრობიდან თუმცა საჯარო სამსახურს არ დამშვიდობებია. იგი რჩებოდა ვაშინგტონის მრჩეველად. სწორედ ჰამილტონის რჩევით დაწერა ჯოჯრ ვაშინგტონმა „გამოსამშვიდობებელი მიმართვა“ . მიუხედავად ვაშინგტონის და ჰამილტონის კარგი უერთიერთობისა, მას ცუდი ურთიერთობა ჰოქნდა ჯონ ადამსთან. ჰამიკლტონმა 1800 წელს გამოაქვეყნა ჯონ ადამსის კრიტიკით სავსე წერილი, რამაც ხელი შეუშალა ჯონ ადამსის გამარჯვებას 1800 წლის არჩენებში.

ჯეფერსონმა დაამარცხა ადამსი, მაგრამ მან და მისმა თანამებრძოლმა აარონ ბურმა მიიღეს 73–73 ხმა, პირველ ადგილზე გასული ადამიანი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი ხოლო მეორე ადგილზე გასული ვიცე პრეზიდენტი, რადგან კანდიდატებს თანაბარი ხმები ჰქონდათ, გადაწყვეტილება უნდა მიეღო წარმომადგენელთა პალატას, აქ კი დიდი როლი ითამაშა ჰამილტონმა და თავისი მომხრეების მობილიზებით ჯეფერსონს მისცა დიდი უპირატესობა, მიუხედავად იმისა რომ იგი ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა ჯეფერსონს, მან აარონ ბურის გაპრეზიდენტებას ისევ ჯეფერსონი არჩია. ჯეფერსონი გახდა პრეზიდენტი, ხოლო ბური შესაბამისად ვიცე პრეზიდენტი.

დუელი აარონ ბურთან

დუელი აარონ ბურთან

არჩევნებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, პრესაში გამოქვეყნდა სტატია სადაც თავმოყრილი იყო ჰამილტონის აზრები აარონ ბურის შესახებ, ფრაზები ჩაწერილი იყო პირადი საუბრების დროს. ჩათვალა რა, რომ პოლიტიკურ რეიტინგს დაიბრუნებდა, ბურმა ჰამილტონისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა, რაზეც რასაკვირველია მიიღო უარი.

საერთო მეგობრების მცდელობების მიუხედავად დუელი თავიდან ვერ აიცილეს და ის 1804 წლის 11 ივლისს დაინიშნა მდინარე ჰუძონის სანაპიროზე უიჰაუკენის (ნიუ ჯერსი) მახლობლად.

დეუელი გამთენიისას დაიწყო, ვიცე პრეზიდენტმა ბურმა დაჭრა ჰამილტონი, ხოლო ჰამილტონის ნასროლი ტყვია ასცდა მის მოწინააღმდეგეს.

ჰამილტონი მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, რომელიც მდებარეობს მანჰეტენზე. გუვერნორ მორისმა, ჰამილტონის პოლიტიკურმა თანამებრძოლმა, დასაფლავების შემდეგ საიდუმლოდ შექმნა ფონდი რათა დახმარებოდა ჰამილტონის ქვრივსა და შვილებს.

ჰამილტონის დამსახურება

ჰამილტონის პორტრეტი 10 დოლარიან ბანკნოტზე

დასაწყისიდანვე, ჰამილტონი აქტიურად მუშაობდა სხვა და სხვა პროექტებზე და შექმნა პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი ქმნიდა პროექტებს და თვითონვე გაჰქონდა და იცავდა კონგრესის წინაშე.

ჰამილტონის დამსახურებაა ისიც რომ ამერიკის კონსტიტუცია არის მკვეთრად ფედერალისტური. თომას ჯეფერსონის წინააღმდეგობის მიუხედავად ჰამილტონმა დაარსა ქვეყნის პირველი ეროვნული ბანკი.

ჰამილტონის პორტრეტი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გამოჩნდა 2, 5, 10 და 50 დოლარიან ბანკნოტებზე. მისი პორტრეტი დღემდე რჩება 10 დოლარიან ბანკნოტზე. რონალდ რეიგანის სიკვდილის შემდეგ იყო საუბრები იმაზე რომ ჰამილტონის პორტრეტი ჩაენაცვლებინათ რეიგანის პორტრეტით თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.