იოსებ იმედაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8: ხაზი 8:
იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო [[1895]] წლიდან. [[1893]] ავჭალის, ხოლო [[1902]] წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული — „ცხოვრების სარკე“ ([[1899]], [[1901]]). [[1902]] წელს გამოსცა [[მაქსიმ გორკი]]ს მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. [[1903]] წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი „აახ-ვაახ“, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი („სიყვარულის ძალა“, [[1904]]; „პროლეტარიატის ჰიმნი“, [[1905]]; „წითელი დროშა“, [[1904]]) და სხვა. [[1904]] წელს გამოსცა პირველი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (II, III გამოც. [[1918]], [[1928]]). რედაქტორობდა ჟურნალს „[[თეატრი და ცხოვრება]]“, გაზეთებს „[[ხალხის ერთობა]]“, შემდეგ „ხალხის თავისუფლება“. ავტორია რომანებისა „განახლებული სიცოცხლე“ ([[1919]]-[[1921]]) და „ციბრუტი“ (1940). [[1920-იანები|1920-იან წლებში]] ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები („ნამუსიანი ხალხი“, „ალების ცეკვა“, „მზე ჩაწსვება“ და სხვა) და პოემები („მზეთა-მზე“, „მშვენიერა“). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები „იოსებ ლაღიაშვილი“ ([[1920]]), „უკანასკნელი დედოფალი“ ([[1929]]). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ ([[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV]] — [[XX საუკუნე|ახ. წ. XX სს.]], გამოქვეყნება დაიწყო მხოლოდ [[2019]] წელს).

დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მეუღლესთან, ანა ჟურულთან (მსახიობი, საზოგადო მოღვაწე; დ. [[1884]] — გ. [[1927]]) ერთად იოსებ იმედაშვილი დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

05:20, 19 სექტემბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმედაშვილი.
იოსებ იმედაშვილი
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1876(1876-04-20)
დაბადების ადგილი ხაშმი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი, 1952(1952-05-05) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელოსნო სასწალებელი

იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი (დ. 20 აპრილი, 1876, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 5 მაისი, 1952, თბილისი) — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწალებელში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. „გარეკახეთის ერთობის“, რესოლუციურ მოძრაობას. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს. 1918 წელს მოხალისედ მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში.

იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული — „ცხოვრების სარკე“ (1899, 1901). 1902 წელს გამოსცა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი „აახ-ვაახ“, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი („სიყვარულის ძალა“, 1904; „პროლეტარიატის ჰიმნი“, 1905; „წითელი დროშა“, 1904) და სხვა. 1904 წელს გამოსცა პირველი „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (II, III გამოც. 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“, გაზეთებს „ხალხის ერთობა“, შემდეგ „ხალხის თავისუფლება“. ავტორია რომანებისა „განახლებული სიცოცხლე“ (1919-1921) და „ციბრუტი“ (1940). 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები („ნამუსიანი ხალხი“, „ალების ცეკვა“, „მზე ჩაწსვება“ და სხვა) და პოემები („მზეთა-მზე“, „მშვენიერა“). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები „იოსებ ლაღიაშვილი“ (1920), „უკანასკნელი დედოფალი“ (1929). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“ (ძვ. წ. IVახ. წ. XX სს., გამოქვეყნება დაიწყო მხოლოდ 2019 წელს).

მეუღლესთან, ანა ჟურულთან (მსახიობი, საზოგადო მოღვაწე; დ. 1884 — გ. 1927) ერთად იოსებ იმედაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 183, თბ., 1994
  • იმედაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 112.