კირილე მაჭარაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(+ 8 კატეგორიები გაჯეტ HotCat-ით)
No edit summary
სწავლობდა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია]], საიდანაც გარიცხეს [[რუსეთის 1905 წლის რევოლუცია|1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში]] მონაწილეობის გამო. შემდეგ სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში ([[1908]]-[[1911]]). თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო [[1904]] წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. გამოდიოდა ასევე [[მესხიშვილის თეატრი|ქუთაისის]] ([[1909]]-[[1912]]) და [[ჭიათურის დრამატული თეატრი|ჭიათურის]] ([[1913]]-[[1914]]) სცენებზე. 1914 წელს ჯარში გაიწვიეს. მონაწილეობდა [[I მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომში]] ([[1914]]-[[1918]]) პემზის მე-200 დრუჟინის რიგებში (პრაპორშჩიკი). 1918-[[1921]] წლებში მსახურობდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] არმიაში პორუჩიკად. ამავდროულად, [[1919]]-[[1920]] წლებში მუშაობდა [[ფოთი]]ს, [[1921]]-[[1930]] წლებში — [[ბათუმი]]ს თეატრებში.
 
[[1930]] წლიდან დაიწყო მსახიობობა [[ქართული ფილმი|საქართველოს კინოსტუდიაში]]. [[1943]]-[[1945]] წლებში მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში. თეატრალური როლები: ყარა-იუსუფი და ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), გელა (აკ. წერეთლის „პატარა კახი“), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“), ბეკინა (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ქურუმი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“) და სხვა. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი აჭარელი („[[ახალგაზრდობა იმარჯვებს]]“), თავადი ირმელი („მალე შეხვედრამდე“), აზნაური („დაკარგული სამოთხე“), მოხუცი მჭედელი („[[ჟუჟუნას მზითევი]]“), კირილე („დაგვიანებული სასიძო“) და სხვა. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განყოფილების გამგედ და რამდენიმე კინოსურათის დამდგმელი ჯგუფის დირექტორად. დაწერილი აქვს საბავშო პიესები: „დათუნიას სამართალი“, „ხაფანგში“, „ბაკი-ბუკი“, (ნ. ნაკაშიძის მიხედვით). თარგმნილინათარგმნი აქვს პისებიპიესები: ა. პრავდინის „სიცოცხლის ყვავილი“ და პ. მალიარევსკის „ჯადოსნური ქილა“. რუსულიდან თარგმნილი აქვს ორმოცზე მეტი მხატვრული, მულტიპლიკაციური და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი.
 
==რესურსები ინტერნეტში==

სანავიგაციო მენიუ