თბილისის სამხედრო ცენტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
'''თბილისის სამხედრო ცენტრი''' — [[რუსეთი|რუსეთის]] [[ოკუპაცია|ოკუპაციისაგან]] [[საქართველო|საქართველოს]] გამოსახსნელად აჯანყების მოსამზადებელი სამხედრო ორგანო, რომელიც [[1922|1922 წელს]] შექმნა დამოუკიდებლობის კომიტეტმა.
 
შემადგენლობაში შედიოდა პატრიოტულად განწყობილი საკადრო სამხედროები. ცენტრი ენერგიულად შეუდგა აჯანყების მომზადებას, მაგრამ [[1923|1923 წლის]] თებერვალში იგი გასცა ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სტუდენტური ორგანიზაციის წევრმა კ. მესაბიშვილმა. ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. მას შემდეგ იყვნენ ცენტრის მეთაურები, გენერლები: [[კონსტანტინე აფხაზი]], [[ალექსანდრე ანდრონიკაშვილი]] და [[ვარდენ წულუკიძე]]; ოფიცრები: [[როსტომ მუსხელიშვილი]], [[გოგი ხიმშიაშვილი|გიორგი ხიმშიაშვილი]], [[ელიზბარ გულისაშვილი]], [[ალექსანდრე მაჭავარიანი (სამხედრო)|ალექსანდრე მაჭავარიანი]], [[დიმიტრი ჩრდილელი]], [[სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი]], [[ფარნაოზ ყარალაშვილი]], [[ლევან კლიმიაშვილი]], [[მიხეილ ზანდუკელი]], [[იასონ კერესელიძე]], [[სიმონ ჭიაბრიშვილი]] და [[ივანე ქუთათელაძე]]. დამკომმა აჯანყების ხელმძღვანელობისთვის სამხედრო ცენტრის ნაცვლად სამხედრო კომისია შექმნა.
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ