ბენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
27,512 ბაიტი დაემატა ,  2 თვის წინ
დავამატე ეკონომიკა, დემოგრაფია, ადმინისტრაციული დაყოფა, რელიგია, ეკონომიკა, ტრანსპორტირება და განათლება. ასევე დავუთე ფოტოები და წყაროები
(დავამატე ეკონომიკა, დემოგრაფია, ადმინისტრაციული დაყოფა, რელიგია, ეკონომიკა, ტრანსპორტირება და განათლება. ასევე დავუთე ფოტოები და წყაროები)
}}
'''ბენინი''' ({{lang-fr|Bénin}}), '''ბენინის რესპუბლიკა''' ({{lang-fr|République du Bénin}}, [[1975]] წლამდე '''დაჰომეა''') — სახელმწიფო [[დასავლეთი აფრიკა|დასავლეთ აფრიკაში]]. აქვს საზღვაო გასასვლელი [[გვინეის ყურე]]ში. დედაქალაქი [[პორტო-ნოვო]], მთავრობა მდებარეობს ქვეყნის უდიდეს ქალაქ [[კოტონუ]]ში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[ბურკინა-ფასო]] და [[ნიგერი]], აღმოსავლეთიდან - [[ნიგერია]], დასავლეთიდან - [[ტოგო]].
 
== სახელწოდება ==
კოლონიური და დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყანა ცნობილი იყო, როგორც დაჰომეი. 1975 წლის 30 ნოემბრეს, ქვეყნის სახელწოდება შეიცვალა და მას ოფიციალურად ბენინი დაერქვა.[https://books.google.ge/books?id=ROR1xreEJTsC&redir_esc=y] სახელწოდება ბენინის სანაპიროსთან მდებარე ბენინის ყურის გამო დაერქვა. თვითონ ყურეს სახელწოდება ევროპელებმა შეურჩიეს, როდესაც მათ ბენინის იმპერია შექმნეს თანამედროვე [[ნიგერია|ნიგერიის]] ტერიტორიაზე. ქვეყანა ბენინს არანაირი კავშირი არ აქვს თანამედროვე ნიგერიის ქალაქ [[ბენინ-სითი|ბენინ-სითისთან]] და არც ბენინის ვერცხლის ქანდაკებებთან. ფორმა "ბენინი" არის ქალაქ ურბინუს (ახლანდელი ბენინის ქალაქი) პორტუგალიური კორუფციის შედეგი.[https://chiscotransport.com.ng/Places/benin]
 
ახალი სახელწოდება, ბენინი ნეიტრალიტეტის გამო შეირჩა. დაჰომეი ფონების ხალხის დაჰომეის სამეფოს ერქვა, რომელიც თანამედროვე ბენინის სამხრეთ ნაწილის მესამედით შემოიფარგლებოდა. ეს ტერიტორია არ მოიცავდა [[პორტო-ნოვო|პორტო-ნოვოს]], ცენტრალურ ბენინს, მულტი- ეთნიკურ ჩრდილო- დასავლეთ ნაწილს, ათაკორას და ბარიბების ხალხის ბოგუს სამეფოს, რომელიც დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ- აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.[https://books.google.ge/books?id=EFI7tr9XK6EC&redir_esc=y]
 
== ბუნება ==
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
{{მთავარი|ბენინის დეპარტამენტები}}ბენინი იყოფა 12 დეპარტამენტად ([[ფრანგული ენა|ფრანგული]]: ''départements''), ისინი კიდევ იყოფიან და თავის მხრივ 77 კომუნს ადგენენ. 1999 წელს, არსებული 6 დეპარტამენტიდან თითოეული ორ ნაწილად გაიყო და საერთო ჯამში 12 დეპარტამენტი შეადგინა. [http://www.statoids.com/ubj.html] ახალ, ექვს დეპარტამენტს დედაქალაქები 2008 წელს შეურჩიეს.
{{მთავარი|ბენინის დეპარტამენტები}}
{| class="wikitable sortable"
|+
!რიგითობა
!დეპარტამენტი
!დედაქალაქი
!მოსახლეობა (2013)
!ფართობი (კმ<sup>2</sup>)
!ყოფილი
დეპარტამენტი
!რეგიონი
!სუბ-რეგიონი
|-
|2
|ალიბორი
|კანდი
|868,046
|26,242
|ბორგოუ
|ჩრდილოეთი
|ჩრდილოეთ- აღმოსავლეთი
|-
|1
|ათაკორა
|ნატიტინგოუ
|769,337
|20,499
|ათაკორა
|ჩრდილოეთი
|ჩრდილოეთ- დასავლეთი
|-
|10
|ატლანტიქე
|ალლადა
|1,396,548
|3,233
|ატლანტიქე
|სამხრეთი
|სამხრეთ- ცენტრალური
|-
|4
|ბორგოუ
|პარაკოუ
|1,202,095
|25,856
|ბოროგუ
|ჩრდილოეთი
|ჩრდილოეთ- აღმოსავლეთი
|-
|5
|კოლლინეს
|დასსა- ზოუმე
|716,558
|13,931
|ზოუ
|ჩრდილოეთი
|ჩრდილოეთ- ცენტრალური
|-
|6
|კოუფფო
|აპლაჰოუ
|741,895
|2,404
|მონო
|სამხრეთი
|სამხრეთ- დასავლეთი
|-
|3
|დონგა
|დჯოუგოუ
|542,605
|11,126
|ათაკორა
|ჩრდილოეთი
|ჩრდილო- დასავლეთი
|-
|11
|ლიტტორალ
|კოტონაუ
|678,874
|79
|ატლანტიქე
|სამხრეთი
|სამხრეთ- ცენტრალური
|-
|9
|მონო
|ლოკოსსა
|495,307
|1,605
|მონო
|სამხრეთი
|სამხრეთ- დასავლეთი
|-
|12
|ოუემე
|პორტო- ნოვო
|1,096,850
|1,281
|ოუემე
|სამხრეთი
|სამხრეთ- აღმოსავლეთი
|-
|8
|პლატეუ
|პობო
|624,146
|3,264
|ოუემე
|სამხრეთი
|სამხრეთ- აღმოსავლეთი
|-
|7
|ზოუ
|აბომეი
|851,623
|5,243
|ზოუ
|ჩრდილოეთი
|ჩრდილოეთ- ცენტრალური
|}
 
== პოლიტიკა ==
[[ფაილი:Patrice Talon at the 52nd African Development Bank Annual Meeting in Gandhinagar (Cropped).jpg|მინი|[[პატრის ტალონი]], ბენინის ამჟამინდელი პრეზიდენტი]]
ბენინის პოლიტიკა ტარდება საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში. მრავალპარტიული სისტემის ფარგლებში ბენინის პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფო მეთაური, ისე მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას. საკანონმდებლო ძალაუფლება ენიჭება როგორც მთავრობას, ისე საკანონმდებლო ორგანოს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისაგან. პოლიტიკური სისტემა გამომდინარეობს 1990 წლის ბენინის კონსტიტუციიდან და ასევე 1991 წელს დემოკრატიაზე გადასვლიდან.
 
აფრიკული მმართველობის იბრაჰიმის ინდექსმა ბენინი მაღალი ქულით შეაფასა, რომელიც მთელს აფრიკაში მმართველობის ხარისხს ზომავს. ბენინი 52 აფრიკუნი ქვეყნიდან ამ ინდექსის მიხედვით მე-18 ადგილზეა. განსაკუთრებით მაღალი შეფასება აქვს შემდეგ ორგანოებში: ესენია უსაფრთხოება და სამართალი და მონაწილეობა და ადამიანთა უფლებები.[https://web.archive.org/web/20130530015728/http://www.moibrahimfoundation.org/interact/]
 
2007 წელს პრესის თავისუფლების ინდექსმა ბენინი 169 ქვეყნიდან 53 ადგილი დაიკავა.
 
2005 წელს პოლიციის, ბიზნესის და პოლიტიკური კორუფციის ანალიზის შედეგად ბენინმა 159 ქვეყნიდან 88-ე ადგილი დაიკავა.
 
== დემოგრაფია ==
[[ფაილი:Cotonou vue.jpg|მარცხნივ|მინი|255x255პქ|კოტონუ]]
ბენინის 11,485,000 მცხოვრებიდან უმეტესი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. მოსახლეობა ახალგაზრდაა, რომელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 62 წელია. ქვეყანაში დაახლოებით 42 აფრიკული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ შორისაა იორუბას ხალხი, რომლებიც ბენინის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ (მე –12 საუკუნეში გადასახლებული იყო ნიგერიიდან), ასევე დენდის ხალხი, რომლებიც ჩრდილოეთ- ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და რომლებიც, მალიდან მე-16 საუკუნეში გადასახლდნენ. ასევე არიან ბარიბები და ფულები ქვეყნის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში და ტამაარი და სომბიები, რომლებიც ათაკორას მთებში ცხოვრობენ. [https://2009-2017.state.gov/r/pa/ei/bgn/6761.htm]
 
ბოლოდროინდელმა მიგრაციებმა ბენინში შეიყვანა სხვა აფრიკელი მოქალაქეები, რომლებიც მოიცავს ნიგერიელებს, ტოგოელებს და მალელებს. უცხოელთა საზოგადოება მოიცავს ინდიელებს და ლიბანელებს, რომლებიც მონათა ვაჭრობის დროს შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. [https://worldpopulationreview.com/countries/benin-population~] ევროპის მრავალი საელჩოსა და საგარეო დახმარების მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მისიონერული ჯგუფების პერსონალი მოიცავს 5,500 ევროპელ მოსახლეს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ. ევროპელების მოსახლეობის ნაწილი ასევე მოიცავ ადგილობრივ ბენინელებს, რომლებიც ფრანგული წარმოშობის არიან.
 
=== უდიდესი ქალაქები ===
[[კოტონუ]], ლიტტორალის დეპარტამენტი, მოსახლეობა 679,012 ადამიანი;
 
[[პორტო-ნოვო]], ოუემეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 264,320 ადამიანი;
 
პარაკოუ, ბორგოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 255,478 ადამიანი;
 
გოდომეი, ატლანტიქეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 253,262 ადამიანი;
 
აბომეი- ცალავი, ატლანტიქეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 117,824 ადამიანი;
 
დჯოუგოუ, დონგას დეპარტამენტი, მოსახლეობა 94,773 ადამიანი;
 
ბოჰიცონი, ზოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 93,744 ადამიანი;
 
ეკპე, ოუემეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 75,313 ადამიანი;
[[ფაილი:Grande Mosquee Porto-Novo Benin Joseph Herve Ahissou.jpg|მინი|271x271პქ|[[პორტო-ნოვო]]]]
აბომეი, ზოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 67,885 ადამიანი;
 
ნიკკი, ბორგოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 66,109 ადამიანი.
 
== რელიგია ==
2013 წლის მონაცემებით, ბენინის მოსახლეობის 48.5% [[ქრისტიანობა|ქრისტიანი]] იყო (25.5% კათოლიკე, 6.7% ქრისტეს ციური ეკლესია, 3.4% [[მეთოდიზმი|მეთოდისტური]], 12,9% სხვა ქრისტიანული მიმდინარეობა). მოსახლეობის 27.7% მუსლიმი იყო, 11.6% [[ვუდუ|ვუდუს]] მიმდევარი, ხოლო მოსახლეობის 2.6% ადგილობრივ, ტრადიციულ რელიგიას მიჰყვება. ქვეყანაში 2.6% სხვა რელიგიის მიმდევარი და 5.8% არცერთი რელიგიის მიმდევარია. <ref>https://2001-2009.state.gov/g/drl/rls/irf/2007/90082.htm</ref>
 
ტრადიციული რელიგიები მოიცავს [[ანიმიზმი|ანიმისტურ]] რელიგიებს, როგორებიც ათაკორაში გავრცელებული [[ვუდუ]] და ორიშა, რომლებსაც იორუბასა და ტადოს ხალხები მისდევენ. ქალაქი ოუდაჰი, რომელიც ცენტრალურ სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარეობს, ბენინური ვუდუების სულიერ ცენტრს წარმოადგენს.
 
== ეკონომიკა ==
ბენინის ეკონომიკა დამოკიდებულია საარსებო სოფლის მეურნეობაზე, ბამბის წარმოებასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ბამბა მშპ-ს 40% -ს შეადგენს, ხოლო ოფიციალური ექსპორტის შემადგენელი ნაწილის 80% სწორედ ამ ორგანოებზე მოდის. ინფლაცია შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ბენინი იყენებს აფრიკულ ფრანკს, რომელიც ევროზე არის დამოკიდებული.
[[ფაილი:Gossypium sp MS4007.JPG|მინი|ბამბის პლანტაციები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში]]
ბენინის ეკონომიკა გასული წლების განმავლობაში შედარებით გაძლიერდა, ხოლო მშპ-ს რეალური ზრდა შეფასდა 5.1 -დან 5.7%- მდე, 2008 და 2009 წლებში. ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმომქმნელი არის სოფლის მეურნეობის სექტორი, საიდანაც ბამბა ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ქვეყანაში მოქმედი სერვისების უმეტესობას ბენინის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, გადაზიდვებსა და ტურისტების ქვეყანაში შემოსვლას. [https://web.archive.org/web/20110513105544/http://www.mfw4a.org/benin/benin-financial-sector-profile.html]
 
ბენინში ბიოშეღწევადობის ხელმისაწვდომობა მსოფლიო საშუალოზე ნაკლებია. 2016 წელს ბენინს ჰქონდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე 0,9 გლობალური ჰექტარი ბიოეკრანით, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე მსოფლიო საშუალოდ 1.6 გლობალური ჰექტარი ერთ პერსონაზე.
 
ეკონომიკის ზრდის მიზნით, ბენინი გეგმავს უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და უფრო მეტ აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე. ბენინში ასევე იგეგმება ახალი საკვები გადამამუშავებელი სისტემების დანერგვა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ბენინში პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ ოფიციალური მუშახელის 75% -ს,საერთაშორისო პროფკავშირის კონფედერაციამ (ITCU) აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ქალთა ხელფასების თანასწორობის არ არსებობა, ბავშვთა შრომის გამოყენებას, ასევე იძულებით შრომას.
[[ფაილი:Extensive Landwirtschaft im Norden Benins bei Djougou.jpg|მარცხნივ|მინი|ბენინის სახნავ -სათესი მიწები დჯოუგოუს მიმდებარედ.]]
ბენინი არის აფრიკაში ბიზნეს სამართლის ჰარმონიზაციის ორგანიზაციის წევრი (OHADA).[http://www.ohada.com/index.php]
 
კოტონოუში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი. ამჟამად შენდება ახალი პორტი კოტონოუსა და პორტო-ნოვოს შორის მდებარე ტერიტორიაზე. ბენინი უკავშირდება ორ ზოლიანი ასფალტირებული გზებით მის მეზობელ ქვეყნებს ([[ტოგო]], [[ბურკინა-ფასო|ბურკინა ფასო]], [[ნიგერია]] და [[ნიგერი]]).
 
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მუდმივად 4-5% -ია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში სიღარიბე იზრდება. ამის მთავარ მიზეზს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მოსახლეობის სწრფად ზრდაც წარმოადგენს. ბენინში სტატისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვეშ მყოფი ადამიანები 2011 წელს 36.2% -დან 2015 წელს 40.1% -მდე გაიზარდა.
 
== განათლება ==
ბენინში წიგნიერების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მსოფლიოში: 2015 წელს იგი შეფასდა 38.4% -ით (მამაკაცებისთვის 49.9% და ქალებისთვის 27.3%). ბენინმა მიაღწია უნივერსალურ დაწყებით განათლებას და იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად, ბავშვების ნახევარი (54%) 2013 წელს ჩაირიცხა საშუალო განათლებაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს განათლების მიღება არ იყო უფასო, ბენინმა სკოლის გადასახადი გააუქმა და 2007 წლის სასწავლო ფორუმის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს. [http://www.unesco.org/new/en/unesco/worldwide/africa/benin/]
[[ფაილი:BEN 2001-007-S20.jpg|მინი|ბენინელი მოსწავლეები]]
მთავრობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4% -ზე მეტი მიუძღვნა განათლებას 2009 წლიდან. 2015 წელს განათლებისათვის გაღებული ხარჯები ხარჯები იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად (ყველა დონეზე) მშპ-ის 4.4% -ს შეადგენდა.
 
2009 წლიდან 2011 წლამდე, უნივერსიტეტში ჩარიცხული ახალგაზრდების წილი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ბენინს [[დასავლეთი აფრიკა|დასავლეთ აფრიკაში]] ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. სტუდენტთა ჩარიცხვა საშუალო სკოლაში, გაორმაგდა 2006 და 2011 წლებში, 50,225 – დან 110,181 – მდე. ეს სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ საბაკალავრო, განათლებას, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განათლების ეტაპებსაც.
 
== ტრანსპორტირება ==
ტრანსპორტი ბენინში მოიცავს საგზაო, სარკინიგზო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის ტიპებს. ბენინი ფლობს 6,787 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალს, საიდანაც 1,357 კმ სრულიად კეთილმოწყობილია. ქვეყანაში დაგებული ავტომაგისტრალიდან 10 საავტომობილო გზაა. ეს 5,430 კილომეტრიან გზას წარმოადგენს. დასავლური აფრიკის სანაპირო გზატკეცილი კვეთს ბენინს, რომელიც მას აღმოსავლეთით [[ნიგერია|ნიგერიასთან]] აკავშირებს, დასავლეთით კი [[ტოგო|ტოგოსთან]], [[განა|განასა]] და [[კოტ-დ’ივუარი|კოტ-დ’ივუართან]] . როდესაც დასრულდა მშენებლობა [[ლიბერია|ლიბერიასა]] და [[სიერა-ლეონე|სიერა ლეონეში]] ბენინი მაგისტრალით კიდევ შვიდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას შეძლებს.დაგებული გზატკეცილი ასევე აკავშირებს ბენინს ჩრდილოეთით მდებარე ნიგერთან, და ამ ქვეყნის გავლით ბურკინა ფასოსა და მალთან.
 
== ლიტერატურა ==
450

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ