არჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22: ხაზი 22:
|გარდაცვალების ადგილი =
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება = დარია<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5098 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“]. თავი II. არაბების მძლავრობა. ტომი I, გვერდი: 287.</ref>
|ქორწინება = დარია<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5098 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“]. თავი II. არაბების მძლავრობა. ტომი I, გვერდი: 287.</ref>
|შვილები = [[ჯუანშერი (ერისმთავარი)|ჯუანშერ]]
[[იოვანე (ერისმთავარი)|იოვანე]]
გურანდუხტ
მარიამი
მირანდუხტ
შუშან<ref>და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.
(ჯუანშერი „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა მშობელთაჲ და თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისაჲ, რომელი უმეტესად სხუათა განთქუმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა“ როინ მეტრეველის რედაქციით. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები. 2008.).</ref>
|შვილები = [[იოვანე (ერისმთავარი)|იოვანე]]
[[ჯუანშერ II|ჯუანშერ]]
გურანდუხტი
მარიამი
შუშანა
მირანდუხტი
|დინასტია = [[ხოსროვიანები]]
|დინასტია = [[ხოსროვიანები]]
|მამა = [[სტეფანოზ III]]
|მამა = [[სტეფანოზ III]]

15:30, 10 აგვისტო 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).
არჩილი
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 668
მმართ. დასასრული: 718
წინამორბედი: მირი
მემკვიდრე: იოვანე და ჯუანშერი
მეუღლე: დარია[1]
შვილები: ჯუანშერ
იოვანე
გურანდუხტ
მარიამი
მირანდუხტ
შუშან[2]
დინასტია: ხოსროვიანები
მამა: სტეფანოზ III

არჩილ სტეფანოზის ძე — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში (ვახუშტის ცნობით — 668[3]-718 წლებში), ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.

ისტორიული წყაროები

მოხსენიებულია მირონის კურთხევის წიგნში.

ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს...

...დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი.[4]

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით:

მიქაელ სრულიად ზემოისა და ქვემოისა ივერიისა კათოლიკოს-პატრიარხისაგან მისისა მცირის მოთხრობისაგან, რომელიცა სცხოვრობდა ქრისტესით ას-წლეულსა შინა მეშვიდესა საუკუნესა, ჟამსა სრულიად ყოვლისა ივერიისა მპყრობელისა მეფისა არჩილ მეორისა ხოსრიანისა. ესე მიქაილ კათოლიკოსი იყო სჯულის-მდებელიცა.

—თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848, გვ. 26

მოღვაწეობის პერიოდი

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

• ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.
• ლეონტი მროველი, წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი..., წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
• ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

1. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. თავი II. არაბების მძლავრობა. ტომი I, გვერდი: 287.
2. და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.
(ჯუანშერი „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა მშობელთაჲ და თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისაჲ, რომელი უმეტესად სხუათა განთქუმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა“ როინ მეტრეველის რედაქციით. ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები. 2008.).
3. ვიკიციტატა
„კონსტანტინეპოლის კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა 681 და არჩილის მეფობის წელსა 13“
(ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“. გვ. 116.)
4. „კურთხევა მირონისა“ ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, გვ. 47
წინამორბედი:
მირი
ქართლის ერისთავი
დაახლ. 736–786
დაახლ. 668–718ვახუშტი ბატონიშვილი
შემდეგი:
ჯუანშერ II
და
იოვანე