ალექსანდრა ნიკოლოზის ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]].|30|07|2020}}
{{ინფოდაფა წარჩინებული
{{ინფოდაფა წარჩინებული
|სახელი = ალექსანდრა ნიკოლოზის ასული
|სახელი = ალექსანდრა ნიკოლოზის ასული

18:18, 30 ივლისი 2020-ის ვერსია

ალექსანდრა ნიკოლოზის ასული
წოდებები
ჰესენ-კასელის პრინცესა
დაიბადა 24 ივნისი, 1825
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 10 აგვისტო, 1844, (19 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
საგვარეულო რომანოვები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ ვილჰელმი, ჰესენ-კასელის პრინცი
მამა ნიკოლოზ I, რუსეთის იმპერატორი
დედა შარლოტა პრუსიელი
რელიგია მართლმადიდებლობა

ალექსანდრა ნიკოლოზის ასული (რუს. Александра Николаевна; დ. 24 ივნისი, 1825, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 10 აგვისტო, 1844, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას ასული. იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმცროსი და.

ბიოგრაფია

დიდი მთავარი ალექსანდრა ნიკოლაევნა თავის უფროს დასთან, დიდ მთავარ ოლღა ნიკოლაევნასთან ერთად 1840 წელს.

ადრეული ცხოვრება

ალექსანდრა ნიკოლაევნა დაიბადა 1825 წლის 24 ივნისს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას (ქალიშვილობაში შარლოტა პრუსიელი) შუათანა ქალიშვილი. მას სახელი მამიდის, ალექსანდრა პავლოვნას პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ჯერ კიდევ 1801 წელს გადაჰყვა მშობიარობას. ამის მიუხედავად, ოჯახში მას მეტსახელად „ადინს“ უწოდებდნენ. მისი უფროსი დის, დიდ მთავარ ოლღას დღიურებზე დაყრდნობით ალექსანდრას მათი დედის „პრუსიული გარეგნობა“ ჰქონდა. ასევე ამბობდნენ, რომ იგი ბებიას, პრუსიის დედოფალ ლუიზას ჰგავდა. ნიკოლოზ I-მა ალექსანდრას უწოდა „ცოტათი ბავშვური, მაგრამ ძალიან ტკბილი“.

ალექსანდრა ნიკოლაევნა პეტერბურგის ნაღებ საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც თავისი მახვილგონიერების, ისე გარეგნობის გამო. იგი ასევე ოჯახში ერთადერთი მუსიკოსი იყო. სხვა ევროპელი პრინცესებისაგან განსხვავებით მისთვის ვოკალური მუსიკა უბრალო გასართობს არ წარმოადგენდა და ამბიციური ალექსანდრა გამოჩენილ სოპრანოს, ჰენრიეტა სონტაგს ეჯიბრებოდა.

ქორწინება და გარდაცვალება

ალექსანდრა ნიკოლაევნა 1840 წელს

1844 წლის 28 იანვარს ალექსანდრა დააქორწინეს ჰესენ-კასელის პრინც ფრიდრიხ ვილჰელმზე (1820-1884), რომელიც იყო ჰესენ-კასელის პრინც ვილჰელმისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა შარლოტა დანიელის უფროსი ვაჟი და დანიის დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის ძმა, რომელიც თავის მხრივ იყო ალექსანდრა ნიკოლაევნას ძმისწულის სიდედრი. რუსებმა ალექსანდრას ქმარს მეტსახელად „ფრიცი“ შეარქვეს, ქორწინების შემდეგ კი იგი პეტერბურგში დარჩა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ჩასვლისას მისი საცოლე დიდი მთავარი ოლღა ნიკოლაევნა იყო, თუმცა მას და ალექსანდრას ერთმანეთი პირველივე შეხვედრისას, ოჯახურ ვახშამზე შეუყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოლღა უფროსი ასული იყო და ასაკითაც უფრო შეეფერებოდა ფრიდრიხს ვიდრე ალექსანდრა, მათ ამ ასაკობრივ ბარიერს გადააბიჯეს და ურთიერთობა დაიწყეს, სულ მალე კი იმპერატორისგანაც მიიღეს ქორწინების ნებართვა.

ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე ალექსანდრა ნიკოლაევნამ ტუბერკულოზი გადაიტანა, რასაც მალევე მოჰყვა ორსულობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ვერ მოახერხა ქმართან ერთად ჰესენში წასულიყო, რის გამოც წყვილი პეტერბურგში დარჩა. სამშობლოში დარჩენამ ვერ უშველა დიდი მთავრის დასუსტებულ ორგანიზმს.

ალექსანდრა ნიკოლაევნას სისუსტის გამო ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და შვიდთვიანი ვაჟი გააჩინა, სახელად ვილჰელმი. ჩვილი დაბადებიდან მალევე დაიღუპა, თავად ალექსანდრა კი იმავე დღეს, 1844 წლის 10 აგვისტოს, 19 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას. მისმა გარდაცვალებამ საშინლად იმოქმედა მის მშობლებზე, რომლებიც მას სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდნენ. იგი დაკრძალეს პეტერბურგში, პეტრესა და პავლეს ციხესიმაგრეში. მისი ვაჟის ცხედარი გერმანიაში გადაასვენეს და იქ, რუმპენჰაიმში დაკრძალეს.

ამ ამბიდან ცხრა წელიწადში ფრიდრიხ ვილჰელმი მეორედ დაქორწინდა ალექსანდრას ბიძაშვილ ანა პრუსიელზე (1836-1918). მალევე იგი გახდა ჰესენ-კასელის დინასტიის მეთაურიც. მიუხედავად იმისა, რომ ანასთან ექვსი შვილი შეეძინა, იგი არასოდეს ყოფილა მასთან ემოციურად ისე ახლოს, როგორც ალექსანდრასთან, რაც თავის მემუარებშიც აღნიშნა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იგი თავადვე ასახელებს იმას, რომ ვერ გადაიტანა ალექსანდრას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Hesse: A Princely German Collection. Catalog of exhibition at the Portland Art Museum, 2005. John E. Buchanan, Jr., Director, The Marilyn H. and Dr. Robert B. Pamplin, Jr. Collection.
  • Olga, Queen of Wuerttemberg. Traum der Jugend goldener Stern. Günther Neske Verlag, 1955.