ფუნაფუტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 92: ხაზი 92:
=== ფონგაფალე ===
=== ფონგაფალე ===
[[ფაილი:Tuvalu Meteorology Service.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|[[ტუვალოს მეტეოროლოგიური სამსახური]]ს ცენტრი, ფონგაფალე]]
[[ფაილი:Tuvalu Meteorology Service.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|[[ტუვალოს მეტეოროლოგიური სამსახური]]ს ცენტრი, ფონგაფალე]]
[[ფაილი:Office of Tuvalu Telecom.jpg|მინი|მარცხნივ|250პქ|ტუვალუს ტელეკომუნიკაციების კორპორაციის ოფისი]]
ატოლის უდიდესი კუნძულია ფონგაფალე, ის აერთიანებს 4 სოფელს და საზოგადოებრივ ცენტრს. ფუნაფუტი ფალეკაუპულე არის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ფალეკაუპულეს აღმასრულებელს ქვია კაუპულე.<ref name="FK">{{cite web|work= Funafuti Falekaupule|title= Funafuti Strategic Plan 2011-2015|date= February 2011|url= http://www.pacificdisaster.net/pdnadmin/data/original/TUV_2011_Funafuti_StrageticPlan.pdf|accessdate= 26 April 2015|archive-url= https://web.archive.org/web/20160304100522/http://www.pacificdisaster.net/pdnadmin/data/original/TUV_2011_Funafuti_StrageticPlan.pdf|archive-date= 4 March 2016|url-status= dead}}</ref> ფონგაფალეზე კაუპულე ფალეკაუპულე პასუხისმგებელია კერძო მიწაზე არებული სახლების მშენებლობის ან არსებული შენობების გაფართოების ნებართვების გაცემაზე, ხოლო მიწების მართვის კომიტეტი სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწების მარეგულირებელი ორგანოა.<ref name="TvAIP2">{{cite web|title=Pacific Aviation Investment Program (PAIP) Environmental Management Plan - Funafuti International Airport(FUN) and Road Interim Working Document|publisher=AECOM|date=13 November 2013|url=http://tvaip.com//docstation/com_docstation/8/tuvalu_emp_final_draft_rev_f.pdf|accessdate=18 March 2016|archive-url=https://web.archive.org/web/20160325114135/http://tvaip.com//docstation/com_docstation/8/tuvalu_emp_final_draft_rev_f.pdf|archive-date=25 March 2016|url-status=live}}</ref>
ატოლის უდიდესი კუნძულია ფონგაფალე, ის აერთიანებს 4 სოფელს და საზოგადოებრივ ცენტრს. ფუნაფუტი ფალეკაუპულე არის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ფალეკაუპულეს აღმასრულებელს ქვია კაუპულე.<ref name="FK">{{cite web|work= Funafuti Falekaupule|title= Funafuti Strategic Plan 2011-2015|date= February 2011|url= http://www.pacificdisaster.net/pdnadmin/data/original/TUV_2011_Funafuti_StrageticPlan.pdf|accessdate= 26 April 2015|archive-url= https://web.archive.org/web/20160304100522/http://www.pacificdisaster.net/pdnadmin/data/original/TUV_2011_Funafuti_StrageticPlan.pdf|archive-date= 4 March 2016|url-status= dead}}</ref> ფონგაფალეზე კაუპულე ფალეკაუპულე პასუხისმგებელია კერძო მიწაზე არებული სახლების მშენებლობის ან არსებული შენობების გაფართოების ნებართვების გაცემაზე, ხოლო მიწების მართვის კომიტეტი სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწების მარეგულირებელი ორგანოა.<ref name="TvAIP2">{{cite web|title=Pacific Aviation Investment Program (PAIP) Environmental Management Plan - Funafuti International Airport(FUN) and Road Interim Working Document|publisher=AECOM|date=13 November 2013|url=http://tvaip.com//docstation/com_docstation/8/tuvalu_emp_final_draft_rev_f.pdf|accessdate=18 March 2016|archive-url=https://web.archive.org/web/20160325114135/http://tvaip.com//docstation/com_docstation/8/tuvalu_emp_final_draft_rev_f.pdf|archive-date=25 March 2016|url-status=live}}</ref>



10:29, 27 ივლისი 2020-ის ვერსია

დედაქალაქი
ფუნაფუტი
ინგლ. Funafuti

ატოლის ლაგუნას სანაპირო ზოლი
ქვეყანა ტუვალუს დროშა ტუვალუ
კოორდინატები 8°30′17″ ს. გ. 179°07′02″ ა. გ. / 8.504778° ს. გ. 179.117361° ა. გ. / -8.504778; 179.117361
ფართობი 2.4 კმ²
მოსახლეობა 6,320 კაცი (2017)
სასაათო სარტყელი UTC+12
ფუნაფუტი — ტუვალუ
ფუნაფუტი

ფუნაფუტი (ინგლ. Funafuti) — პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს ატოლი-დედაქალაქი წყნარ ოკეანეში.[1][2] მისი მსახლეობა შეადგენს 6,320 ადამიანს რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 60.15 პროცენტია და მას მას ტუვალუს ყველაზე მეტად დასახლებულ ატოლად აქცევს.[3] ის წარმოადგენს 20-დან 400 მეტრამდე სიგანის მიწის ვიწრო ზოლს, ის მოიცავს დაახლოებით 18 კილომეტრის სიგრძის და 14 კილომეტრის სიგანის ლაგუნას. ფუნაფუტის ლაგუნის საშუალო სიღრმეა 36.5 მეტრი. მისი ზედაპირი შეადგენს 275 კვადრატულ კილომეტრს და ტუვალუს ყველაზე დიდი ლაგუნაა. ქვეყნის 33 კუნძული ფართობი ჯამში შეადგენს 2.4 კვადრატულ კილომეტრს რაც მისი ფართობის 1 პროცენტზე ნაკლებია. სატვირთო გემებს შეუძლიათ ლაგუნაში შესვლა და პორტის ნავსადგურში გაჩერება.

ხანდახან ქვეყნის დედაქალაქს უწოდებენ ატოლის პატარა კუნძულ ფონგაფალეს ან მის ცენტრს სოფელ ვაიაკუს,[4] თუმცა რადგან მთლიანი ფუნაფუტი წარმოადგენს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ამიტომ დედაქალატის სტატუსი მთლიან ატოლზე ვრცელდება.

გეოგრაფია

ფუნაფუტი, წითელ ჩარჩოში ნაჩვენებია კუნძული ფონგაფალე

ფართობი — 2,79 კმ².[5] ატოლი მოიცავს 30 მომცრო კუნძულს[6]. მათ შორის ყველაზე დიდია — ფონგაფალე (ინგლ. Fongafale), მას შემდეგ სიდიდით ყველაზე დიდია ფუნაფალა.

  • ფუნაფალა
  • ფუნაგოგო
  • ფუნამანუ
  • ლუამოტუ
  • მატეიკო
  • მოტუგიე
  • მოტულოა
  • მულიტეფალა
  • პაავა
  • ტეაფუაფოუ
  • ტეაფუალიკუ
  • ტეფალა
  • ტეფოტა
  • ტელელე
  • ტეგაკო
  • ტეგასუ
  • ტეპუკა
  • ტეპუკა-სავილივილი
  • ტუტაგა
  • ვასაფუა

ატოლის შიდა ლაგუნას ჰქვია ტე-ნამო, მისი სიგრძეა დაახლოებით 20 კმ. წარმოადგენს მიწის ვიწრო ზოლს დიდი ლაგუნა ტე-ნამოს გარშემო სიგანით 20-დან 400 მეტრამდე.

ფონგაფალე

ტუვალოს მეტეოროლოგიური სამსახურის ცენტრი, ფონგაფალე
ტუვალუს ტელეკომუნიკაციების კორპორაციის ოფისი

ატოლის უდიდესი კუნძულია ფონგაფალე, ის აერთიანებს 4 სოფელს და საზოგადოებრივ ცენტრს. ფუნაფუტი ფალეკაუპულე არის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ფალეკაუპულეს აღმასრულებელს ქვია კაუპულე.[7] ფონგაფალეზე კაუპულე ფალეკაუპულე პასუხისმგებელია კერძო მიწაზე არებული სახლების მშენებლობის ან არსებული შენობების გაფართოების ნებართვების გაცემაზე, ხოლო მიწების მართვის კომიტეტი სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწების მარეგულირებელი ორგანოა.[8]

ტაუსოა ლიმა ფალეკაპულე არის შეხვედრების ტრადიციული სახლი ფონგაფალეზე. ტაუსომალიამ - ნიშნავს "მეგობრობის ხელს", ხოლო ფალეკაპულე - "კუნძულის ტრადიციულ შეხვედრების დარბაზს". იქვეა სასტუმრო ვაიაკუ ლაგი და სხვა სასტუმრო სახლები, ასევე საცხოვრებელი სახლებიც. სახლები ნაშენებია როგორც ტრადიციული პალმის რტოებით, ასევე შედარებით ახალი ცემენტის ბლოკებით. ატოლზე ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობა ტუვალუს ეკლესიის შენობა - ფეტუ-აო-ლიმაა (დილის ვარსკვლავის ეკლესია).

სხვა საინტერესო ადგილებს წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვარდნილი იაპონური თვითმფრინავი. აეროპორტი მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა და ახლა ის წარმოადგენს ფუნაფუტის საერთაშორისო აეროპორტს. აეროპორტი ემსახურება ფიჯიდან განხორციელებულ ფრენებს, თუმცა ასევე წარმოადგენს სპორტული ატივობების ადგილს და რეკრეაციულ ზონას.

მთავარ სპორტულ აქტივობას წარმაოდგენს - "დამოუკიდებლობის დღის სპორტული ფესტივალი", რომელიც 1 ოქტომბერს ყოველწლიურად ტარდება ბუნაფუტზე. სხვა დიდი სპორტული ღონისძიება არის ტუვალუს თამაშები, 2008 წლიდა რომელიც ყოველწლიურად ტარდება. თამაშებს მონაწილეობის მისაღებად სხვა და სხვა კუნძულებიდან ჩამოდიან გუნდები.[9] ფეხბურთს ტუვალუზე თამაშობენ, როგორც გუნდურ ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე. ტუვალუს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს ფუნაფუტიზე არსებულ ტუვალუს სპორტული მოედანზე და მონაწილეობს პაციფიკურ თამასებში და სამხრეთ პაციფიკურ თამაშებში.

ტუვალუს პარლამენტი მდებარეობს ფუნაფუტიზე, იქვე მდებარეობს შემდეგი სამტავრობო ოფისები და სააგენტოები: ტუვალუს ტელეკომუნიკაციების კორპორაცია, ტუვალუს ეროვნული ბანკი, ტუვალუს ფილატელისტური ბიურო, ტუვალუს მეტეოროლოგიური სამსახური, ტუვალუს ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივი და ტუვალუს მედია დეპარტამენტი რომელიც ახდენს ტუვალუს რადიოს ტრანსლირებას. პოლიციის სათაო ოფისი, ტუვალუს უმაღლესი სასამრთლო და ციხე მდებარეობს ფონგაფალეზე. პრინცესა მარგარიტას ჰოსპიტალი, რომელიც ერთადერთი ტუვალუე რთადერთი ჰოსპიტალია ასევე მდებარეობს ფონგაფალეზე.

მოსახლეობა

2002 წელს ატოლის მოსახლეობა შეადგენდა 4492 ადამიანს, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ატოლია ქვეყანაში. ატოლის ერთ-ერთ სოფელში (ვაიაკუში) მდებარეობს მთავრობა. ზოგჯერ ამბობენ, რომ ტუვალუს დედაქალაქია — ფონგაფალე ან ვაიაკუ, მაგრამ ოფიციალურად ქვეყნის დედაქალაქია მთელი ატოლი ფუნაფუტი. ფონგაფალეს, ფუნაფალას და ამატუკუს კუნძულებს ჰყავთ მუდმივი მოსახლეობა. სულ ატოლზე 9 დასახლებული პუნქტია:

ფონგაფალე

ფონგაფალეს ძირითადი კუნძული

  • ფაკაიფუ 1007 ად.
  • სენალა 589 ად.
  • ალაპი 1024 ად.
  • ვაიაკუ 516 ად.

ფონგაფალეს დანარჩენი კუნძულები

  • ლოფეაგაი 399 ად.
  • ტეონე 540 ად.
  • ტეკავატოეტოე 343 ად.

ფუნაფალა

  • ფუნაფალა 22 ად.

ამატუკუ

  • ამატუკუ 52 ად.

სულ 2002 წლის აღწერით ამ 9 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4492 ადამიანს.

ეკონომიკა

არსებობს აეროპორტი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით, სასტუმრო (Vaiaku Langi Hotel), ადმინისტრაციული შენობები, ტრადიციული სტილით — პალმის ფოთლებით და თანამედროვე — ცემენტით აშენებული საცხოვრებელი სახლები.

ღირსშესანიშნაობები

ატოლ ფუნაფუტიზე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა — ტუვალუს ეკლესია. მეორე ღირსშესანიშნაობაა — ამერიკული თვითმფრინავის ნარჩენები, რომელიც ჩამოვარდა ფუნაფუტიზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გილბერტის კუნძულების დასაცავად (დღეისათვის კირიბატის შემადგენელი ნაწილი). აშშ პრეტენზიას აცხადებდა ფუნაფუტიზე 1970-იანი წლების ბოლოს მეგობრობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

სქოლიო

  1. Map of Funafuti. Tuvaluislands.com. 
  2. Lal, Andrick South Pacific Sea Level & Climate Monitoring Project - Funafuti atoll. SPC Applied Geoscience and Technology Division (SOPAC Division of SPC). 
  3. Population of communities in Tuvalu. Thomas Brinkhoff (11 April 2012). ციტირების თარიღი: 20 March 2016.
  4. Tuvalu country brief. Australian Department of Foreign Affairs and Trade (March 2020). ციტირების თარიღი: 3 March 2020.
  5. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27.
  6. Funafuti
  7. Funafuti Strategic Plan 2011-2015. Funafuti Falekaupule (February 2011). ციტირების თარიღი: 26 April 2015.
  8. Pacific Aviation Investment Program (PAIP) Environmental Management Plan - Funafuti International Airport(FUN) and Road Interim Working Document. AECOM (13 November 2013). ციტირების თარიღი: 18 March 2016.
  9. Endou, Shuuichi. (18 May 2011) Tuvalu Games 2011. Tuvalu-News.TV. ციტირების თარიღი: 31 October 2012.