გიორგი XI: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:
|პარტია =
|პარტია =
|დაბადების თარიღი =[[1651]]
|დაბადების თარიღი =[[1651]]
|დაბადების ადგილი =[[მუხრანი]], [[ქართლის სამეფო]]
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1709]]
|გარდაცვალების თარიღი = [[21 აპრილი]], [[1709]]
|გარდაცვალების ადგილი = [[დეხი-შეიხი]], [[ავღანეთი]]
|გარდაცვალების ადგილი = [[დეხი-შეიხი]], [[ავღანეთი]]
|ქორწინება = თამარი,
ხორეშან მიქელაძე
|ქორწინება = თამარი,
ხორეშან მიქელაძე
ხაზი 27: ხაზი 27:
|რელიგია = ჯერ [[მართლმადიდებლობა]],
შემდეგ [[შიიზმი]],
შემდეგ [[კათოლიციზმი]]
|რელიგია = ჯერ [[მართლმადიდებლობა]],
შემდეგ [[შიიზმი]],
შემდეგ [[კათოლიციზმი]]
|ხელმოწერა =George XI signature.svg
|ხელმოწერა =George XI signature.svg
|ქვეყანა2=ქართლის|თანამდებობა2=მეფე|მმართველობის დასაწყისი2=[[1703]]|მმართველობის დასასრული2=[[1709]]|წინამორბედი2=[[ერეკლე I]]|მემკვიდრე2=[[ქაიხოსრო]]}}
|ქვეყანა2=ქართლის
|თანამდებობა2=მეფე
|მმართველობის დასაწყისი2=[[1703]]
|მმართველობის დასასრული2=[[1709]]
|წინამორბედი2=[[ერეკლე I]]
|მემკვიდრე2=[[ქაიხოსრო]]

'''გიორგი XI''' (დ. [[1651]] — გ. [[21 აპრილი]], [[1709]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1676]]–[[1688]] წწ., [[1703]]–[[1709]] წწ. [[ვახტანგ V|ვახტანგ V-ს]] ძე.
'''გიორგი XI''' (დ. [[1651]] — გ. [[21 აპრილი]], [[1709]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1676]]–[[1688]] და [[1703]]–[[1709]] წლებში. [[ვახტანგ V]]-ის ძე.

==საისტორიო წყაროები==
==საისტორიო წყაროები==

20:08, 15 ივლისი 2020-ის ვერსია

გიორგი XI

უცნობი მხატვარი
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1676
მმართ. დასასრული: 1688
წინამორბედი: ვახტანგ V
მემკვიდრე: ერეკლე I
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1703
მმართ. დასასრული: 1709
წინამორბედი: ერეკლე I
მემკვიდრე: ქაიხოსრო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1651
გარდ. თარიღი: 21 აპრილი, 1709
გარდ. ადგილი: დეხი-შეიხი, ავღანეთი
მეუღლე: თამარი,
ხორეშან მიქელაძე
შვილები: 1.ბაგრატი
2. მარიამი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ვახტანგ V
დედა: როდამ ყაფლანიშვილ-ორბელიანი
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა,
შემდეგ შიიზმი,
შემდეგ კათოლიციზმი
ხელმოწერა:

გიორგი XI (დ. 1651 — გ. 21 აპრილი, 1709) — ქართლის მეფე 1676–1688 და 1703–1709 წლებში. ვახტანგ V-ის ძე.

საისტორიო წყაროები

ვიკიციტატა
„სეხნია, გვარეულებითა ჱსეიძე, ერთი თავადთაგანი საქართველოჲსა, რომელიცა იყო ქრისტესით მეათჩვიდმეტესა ასწლეულსა საუკუნესა შინა და მოუთხრობს იგი ვახტანგ შაჰნავაზ ქართლის მეფისა და ძისა მისისა გიორგი მეფისა და მათ ჟამისა შემთხვეულებათა, რომელიცა გიორგი მეფისათვის მოთხრობასა შინა ცხად ჰყოფს. „ოდეს ყეენმან შაჰსულთან უსეინ გიორგი მეფე ჩაიყვანა ისპაანს და შემდგომად უბოძა გიორგი მეფეს ქართლის სამაგიეროდ ქერმანი და იმის ნაიბად პირველად გაგზავნა ლეონ ბატონისშვილი, ძმა გიორგის მეფისა.“ ვინაიდგან მას ჟამსა ავღნები, ბულუჭნი და სხვანი მის მხრისანი აწუხებდეს ქირმანის ქვეყანასა, ლეონ დასაფარავად მათდა განწესებულ იყო. (სწერს სეხნია) „ოდეს ჩავედით ქირმანს მოერთო ამბავი ბატონისშვილს ლეონს, ბულუჭთა ხანი მირხოსროვ დიდის ჯარით მოხდომია, ბანდრის ადგილები მოურბევიათ, ურიცხვი საქონელი და ტყვე მოაქვსთო ორის ათასის კაცით წინდაწინ ორი თავისი სარდალი გამოუგზავნია, თითონ უკან მოდისო. მაშინვე ბატონისშვილი ლევან წაბრძანდა მცირედის ჯარითა, ექვსასიოდ თათარი ახლდა და ორმოცი ქართველი, გვისრა ღამემან და მოვადეგით, სადა ბულუჭნი ჩამომხდარ იყვნეს ადგილსა კლდოვანსა და გარე აქლემნი შემოეწვინათ, და თითონ კლდე იყო მაღალი ამაზედ. იდგნენ. რა შემოვადეგით გარე და დავაწყევით რაზმი ღამე იყო, რაშეიტყვეს მისვლა ჩვენი არად გვახსენეს და არც დაიძრნენ, თავად ჯარის სიმციროსათვის და მერმე მრავალჯერ ამოეწყვიტათ და გაექციათ ყიზილბაშნი, რიჟრაჟსა ოდენ ჟამსა გამოხდა ხმა მათ ყარაულთაგან, უხმეს ჩვენ ყარაულთა. „თქვენ საბრალოდ აშენებულნო, ვის მოუცთუნებითხართო, თუ კიდევ მამადალიხან მოსულაო სამჯერ ჩვენგან გაქცეული წამოსულაო, ჯარი მისი ამოგვიწყვეტიაო, ნაქონები გაგვიყვიაო. იშალლა! კიდევ აგრე იქნება თუ გათენდაო.“ მისცა პასუხი ჩვენმა ყარაულმა გინებით. „მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარნი კაცის-მჭამელნიო.“ შექნეს თურმე დიდი ურვა ბურლუჭთა, ეს კი არ იცოდნენ ორმოციოდე კაცი ქართველი გვახლდა, თითო ქათმის შეჭმაც კი არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ყარაულმან კარგი ტყუილი გამოიყვანა, შეგვექმნა ჩვენ აქ სიცილი.“ გაიმარჯვა მაშინ ლეონმან, თუმცა ორას კაცამდის ლევანსაც მოუკვდა, მაგრამ ბულუჭნი ასე ამოსწყვიტეს.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 55-56)

მისი მეფობის ხანა ხასიათდებოდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებით. გიორგი XI ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა ბატონობის მოსპობას ქართლში. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. 1687 წლის 29 აპრილით დათარიღებულ წერილში თავისი და თავისი შვილის ბაგრატის სახელით ერთგულებას უცხადებს რომის პაპს ინოკენტ XI-ს, აცხადებს თავს კათოლიკედ და პაპს სთხოვს, რომ ბრძანება გასცეს საქართველოს მხედრობისთვის. პაპის საპასუხო წერილებიდან სჩანს, რომ იგი მას კათოლიკე მეფეთა სიაში მოიხსენებს. თუმცა პრაქტიკულ დახმარებაზე არ არის საუბარი, რადგან მართალია ვენა ამ დროს ოსმალებისაგან ახალი განთავისუფლებულია (1683), მაგრამ საფრანგეთი (ლუი XIV) და გერმანია (ლეოპოლდ I) უკვე ერთმანეთში ომისათვის ემზადებიან და 1688 წელს დაიწყება კიდეც პფალცის ომი. ამას ემატებოდა ინოკენტი XI-ისა და ლუი XIV-ის დაძაბული ურთიერთობა. ევროპასთან ურთიერთობის მომსწრეა არა მხოლოდ გიორგი XI-ის ძმა ლევან ბატონიშვილი, არამედ მისი ბიძაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, რომლის აღზრდაზეც გიორგის ზეგავლენა სჩანს. გიორგი XI სათავეს უდებს ქართლის სამეფო შტოს ერთი ნაწილის პროევროპულ პოლიტიკურ მიმართულებას საგანმანათლებლო და რელიგიური თვალსაზრისით. ინტენსიური ურთიერთობა მისიონარებთან, პაპებთან და ევროპელ მონარქებთან, რომელიც გიორგი XI-მ და მისმა მომხრეებმა, უპირველეს ყოვლისა, მისმა ძმამ ლევანმა და სულხან-საბა ორბელიანმა ერთად დაიწყეს, და რომელიც მკაფიოდ გამოიხატა ლევანის შვილების, ქაიხოსრო მეფისა და ვახტანგ VI-ის პოლიტიკაში, გასტანს საუკუნე, და დასრულდება ლევანის შვილიშვილის, ანტონ I-ის სიკვდილით.

1688 წელს გიორგი XI ჯანყდება ირანელების წინააღმდეგ. აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან გიორგი XI-ს უღალატეს ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვერც ოსმალეთიდან მიიღო შეპირებული დახმარება. შაჰმა გიორგი XI ტახტიდან გადააყენა და მის ადგილზე ერეკლე I დასვა (1688). გიორგი XI-მ იმერეთს შეაფარა თავი და ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. ამასობაში ირანში გაუარესდა შინაპოლიტიკური მდგომარეობა. ირანის იმპერიის შორეულ რაიონებში გაიზარდა მისწრაფება პოლიტიკური განკერძოებისაკენ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება შეიქმნა ავღანეთში. შაჰ-ჰუსეინმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს, რათა მისი სამხედრო ცოდნა და ქართველთა ჯარი ავღანელთა წინააღმდეგ გამოეყენებინა. თავის მხრივ, გიორგი XI-ს სურდა ტახტი დაებრუნებინა და გაეგრძელებინა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამიტომ იგი დათანხმდა წინადადებას და 1696 წელს ისპაანში გაემგზავრა. შაჰმა გიორგი XI კვლავ დაამტკიცა ქართლის მეფედ და დაავალა ავღანელთა დამორჩილება. გიორგი XI-მ აჯანყებულები მალე დაიმორჩილა, მაგრამ ავღანელებმა იგი ღალატით მოკლეს.

ლიტერატურა

წინამორბედი:
ვახტანგ V
ქართლის მეფე
1676 - 1688
შემდეგი:
ერეკლე I
წინამორბედი:
ერეკლე I
ქართლის მეფე
1703 - 1709
შემდეგი:
ქაიხოსრო