ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
+კატ.
(ახალი გვერდი: '''ოკრიბა'''. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ...)
 
(+კატ.)
'''ოკრიბა'''. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი]]ს ნაწილი ([[ტყიბული]]სტყიბულის რაიონი]]). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია [[XI საუკუნე]]ში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე–საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ–დასავლეთითჩრდილოეთ-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი [[ქვის ხანა|ქვის ხანიდანაა]] დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო [[აზნაური|აზნაურებს]] ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათი]]ს [[ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]], [[მოწამეთა]] და სხვ.
გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.
 
*''ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით''. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.
*''სოსელია ო''. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან. ტ. 1, –თბილისი, 1973
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]

სანავიგაციო მენიუ