ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ოკრიბა'''. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ...
(განსხვავება არ არის)

06:12, 23 იანვარი 2008-ის ვერსია

ოკრიბა. ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი (ტყიბულის რაიონი). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია მისი მეგრული სიტყვა „ოკრიბიდან“ (რაც ნიშნავს „საბატკნე–საკრავე“) წარმოშობა. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. რიონი, ჩრდილოეთით, რაჭიდან – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ–დასავლეთით, ლეჩხუმიდან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით არგვეთის მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი ქვის ხანიდანაა დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო აზნაურებს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი, მოწამეთა და სხვ. გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.

წყარო

ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4, თბილისი, 1973.

ლიტერატურა

  • ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.
  • სოსელია ო. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან. ტ. 1, –თბილისი, 1973