შინაარსზე გადასვლა

იუკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

517 ბაიტი დაემატა ,  2 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
|Commons =
}}
'''იუკონი''' (გვიჩინი: Ųųg Han ან Yuk Han, იუპ’იკი: Kuigpak, ინუპიაკი: Kuukpak, სამხრეთი ტუტჩონე: Chu Nìikwän) — მდინარე [[კანადა]]სა და [[აშშ]]-ში. [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი ამერიკის]] ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მთავარი წყლის ნაკადი. სათავე აქვს [[ბრიტანეთის კოლუმბია]]ში, [[კანადა]]ში, საიდანაც მიედინება კანადის [[იუკონი (ტერიტორია)|იუკონის ტერიტორიაზე]], რომელსაც სახელი მდინარის გავლენით ეწოდა. მდინარის ქვემო ნახევარი მოქცეულია [[აშშ]]-ში, [[ალასკა]]ში. იუკონის სიგრძეა 3190 კმ,<ref>[https://www.britannica.com/place/Yukon-River Yukon River | river, North America | Britannica]</ref> ერთვის [[ბერინგის ზღვა]]ს [[იუკონ-კუსკოკვიმის დელტა|იუკონ-კუსკოკვიმის დელტით]]. წყლის საშუალო ხარჯია 6430 მ³/წმ, აუზის საერთო ფართობი 854,700 კმ², რომელთაგან 323,800 კმ² კანადაშია. მდინარის აუზის საერთო ფართობი 25%-ით მეტია ვიდრე [[ტეხასი|ტეხასის შტატი]] ან [[ალბერტა|ალბერტის პროვინცია]].
 
როგორც [[ალასკა|ალასკისა]] და [[იუკონი (ტერიტორია)|იუკონის]] უგრძესი მდინარე იგი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალება იყო [[კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელება|კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების]] დროს 1896–1903 წლებში. მდინარის ნაწილი იუკონში — მონაკვეთი „ოცდაათი მილი“ [[ლაბერჟის ტბა|ლაბერჟის ტბიდან]] მდინარე ტესლინამდე — ეროვნული მემკვიდრეობისაა და [[კლონდაიკის ციებ-ცხელების ეროვნული ისტორიული პარკი]]ს ერთეული.<ref>[https://web.archive.org/web/20110106231454/http://www.chrs.ca/Rivers/Yukon/Yukon_e.htm The Thirty Mile (Yukon River) National Heritage River]</ref> მდინარის გემის წყლის ბორბალი იუკონზე სვლას 1950-იან წლებამდე კლონდაიკის გზატკეცილის აშენებამდე აგრძელებდა. 1867 წელს [[აშშ]]-ის მიერ ალასკის ყიდვის შემდეგ, ალასკის კომერციულმა კომპანიამ შეიძინა რუსეთ-ამერიკის კომპანიის აქტივები და იუკონის სხვადასხვა ადგილში ააშენა რამდენიმე პოსტი.
 
მდინარე იუკონი ბინძურდება სამხედრო ობიექტების, ნაგავსაყრელების, ჩამდინარე წყლებისა და სხვა წყაროების გამო. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მდინარე არ შეყავს დაზიანებული წყალშემკრების სიაში, ხოლო [[აშშ-ის გეოლოგიური სამსახური]]ს წყლის ხარისხის მონაცემებმა აჩვენეს სიმღვრივის, ლითონების, გახსნილი ჟანგბადის შედარებით კარგი დონე.<ref>[https://nwis.waterdata.usgs.gov/ak/nwis/qwdata/?site_no=15565447&agency_cd=USGS USGS Water Quality Samples – 1 sites found]</ref> მდინარე იუკონსა და [[მაკენზი]]ს ციმბირის არქტიკის დიდ მდინარეებთან შედარებით აქვთ შეტივტივებული ნატანის უფრო მაღალი კონცენტრაცია.<ref>[https://arcticgreatrivers.org/ Arctic Great Rivers Observatory]</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}