გურამ თაყნიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = გურამ თაყნიაშვილი |მშობსახელი...
 
No edit summary
ხაზი 46: ხაზი 46:
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1938]]
[[კატეგორია:დაბადებული 1938]]
[[კატეგორია:დმანისის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2020]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2020]]

07:17, 24 ივნისი 2020-ის ვერსია

გურამ თაყნიაშვილი
დაბადების თარიღი 1938
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 2020 (82 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა ბიბლიოთეკარი, მეცნიერი, პედაგოგი
დამსაქმებელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გურამ თაყნიაშვილი (დ. 1938, სოფელი მამულა, დმანისის რაიონი21 მარტი, 2020, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ბიბლიოთეკარი. თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორი 1975-1982 წლებში. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი.

ბიოგრაფია

გურამ თაყნიაშვილი დაიბადა 1938 წელს, დმანისის რაიონის სოფელ მამულაში. დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1966 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად; 1975-1982 წლებში იყო ამავე ბიბლიოთეკის დირექტორი; 1982 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსად. 1995-1996 წლებში მონაწილეობდა საბიბლიოთეკო საქმის იურიდიული საფუძვლების შემუშავებაში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მას ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის" გამოცემის საქმეში. გამოქვეყნებული აქვს 180-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

გურამ თაყნიაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 მარტს, თბილისში.[1]


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო