ტრისტან-და-კუნია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
| სურათის ზომა = 300px
| სურათის ზომა = 300px
| ალტ სურათი =
| ალტ სურათი =
| პოზრუკა = ატლანტის ოკეანე
| locator map = {{პოზრუკა|აფრიკა}}
|lat_dir = S |lat_deg = 37 |lat_min = 06 |lat_sec= 00
|lon_dir = W |lon_deg = 12 |lon_min = 16 |lon_sec= 00
| locator map =
| locator map size =
| locator map size =
| map_custom = yes
| map_custom = yes
| მდებარეობა =
| მდებარეობა =
| კოორდინატები = {{coord|37|06|00|S|12|16|00|W|region:SH|display=inline}}
| კოორდინატები =
| მდებარეობა = [[ატლანტის ოკეანე]]
| მდებარეობა = [[ატლანტის ოკეანე]]
| კუნძულთა რაოდენობა =
| კუნძულთა რაოდენობა =
ხაზი 24: ხაზი 27:
| უმაღლესი მთა =
| უმაღლესი მთა =
| სიმაღლე_მ = 2055
| სიმაღლე_მ = 2055
| ქვეყნის სახელი =
| ქვეყნის სახელი = {{დროშა|წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია}}
| ქვეყანა =
| ქვეყანა = {{დროშა|წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია}}
| ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის სათაური =
| ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის სათაური =
| ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა =
| ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა =

18:51, 23 ივნისი 2020-ის ვერსია

ტრისტანი-და-კუნია
მშობ. სახელი: ინგლ. Tristan da Cunha

ტრისტანი-და-კუნიას არქიპელაგის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 37°06′00″ ს. გ. 12°16′00″ დ. გ. / 37.10000° ს. გ. 12.26667° დ. გ. / -37.10000; -12.26667
მთავარი კუნძული ტრისტანი-და-კუნია
ფართობი 207 კმ²
უმაღლესი წერტილი 2055 მ
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დროშა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
დემოგრაფია
მოსახლეობა 264 ად. (2008)
სიმჭიდროვე 1,275 ად. /კმ²
ტრისტან-და-კუნია — ატლანტის ოკეანე
ტრისტან-და-კუნია

ტრისტანი-და-კუნია (ინგლ. Tristan da Cunha) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში.

აღდგომის კუნძულთან, პიტკერნის კუნძულებთან და ბუვეს კუნძულთან ერთად მატერიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილებია დედამიწაზე. მდებარეობს 2816 კმ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, 3360 კმ-ში სამხრეთი ამერიკიდან და 2161 კმ-ში სამხრეთით წმინდა ელენეს კუნძულიდან.

1956 წლიდან ბრიტანელებისგან არენდირებულ კუნძულ გოფის მონაკვეთზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური[1].

გეოგრაფია

ტრისტანი-და-კუნია — ვულკანური წარმოშობის კუნძული, წარმოიშვა დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ. კუნძულზე მდებარეობს არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილი — დედოფალ მერის პიკი, სიმაღლით ზღვის დონიდან 2055 მეტრი. ზამთარში მთის მწვერვალი დაფარულია თოვლით. დედოფალ მერის პიკი — ვულკანია, კუნძულის აღმოჩენის მომენტიდან ამოიფრქვა რამდენიმეჯერ.

ტრისტანი-და-კუნიას კუნძულს აქვს კლდოვანი ნაპირი და მთიანი რელიეფი, მრავალრიცხოვანი თხრილები, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეძახიან «ხეობას» («gulches»). კუნძულის ერთადერთი ტერიტორია, რომელიც მიესადაგება ადამიანის მუდმივ საცხოვრებელს — ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. აქვე შესაძლებელია ზღვიდან გადმოსვლა დიდი რისკის გარეშე.

კლიმატი

არქიპელაგის ხედი კოსმოსიდან (კუნძულ გოფის გარეშე)

კუნძულების კლიმატი ზომიერი ოკეანისებურია, წვიმიანი და ქარიანი. კუნძულ გოფზე თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +9 °С-დან +14,5 °C-მდე, ჩრდილოეთის კუნძულებზე — +11 °С-დან +17,5 °C-მდე. ნალექი წელიწადში მოდის ჩრდილოეთში 2000 მმ-დან კუნძულ გოფის 2500 მმ-მდე.

ფლორა და ფაუნა

ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე არ არიან ძუძუმწოვრები (სანაპიროზე სელაპების და გოფის კუნძულზე ადამიანის შემოყვანილი თაგვის გამოკლებით), ქვეწარმავლები, პეპლები. მატერიკიდან კუნძულების სიშორემ გავლენა იქონია ცხოველთა და მცენარეულ სამყაროზე. კუნძულებზე ბევრია მცენარე-ენდემები, ინაკსესიბლეს კუნძულზე შენარჩუნებულია ყველაზე პატარა არამფრინავი ფრინველი დედამიწაზე — «ინაკსესიბლეს კუნძულის ლაინა» ანუ «ტრისტანის ლაინა» (ლათ. Atlantisia rogersi). კუნძულზე ასევე ბინადრობს მეკლდეური პინგვინი (ლათ. Eudyptes chrysocome).

გოფის, ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები გამოცხადებულია ველური ბუნების ნაკრძალებად.

შინაური ცხოველებს და მსხვილ რქოსან საქონელს ტრისტანი-და-კუნიას კუნძულის მაცხოვრებლები არ აველურებენ და ისინი ბუნებისათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ისტორია

ითვლება, რომ არქიპელაგის ჩრდილოეთის კუნძულები 1506 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ტრისტან და კუნიამ, მაგრამ ის ნაპირზე არ გადასულა. გოფის კუნძული აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჩარლზ გოფმა 1731 წელს. პირველი გადასვლა განახორციელეს ფრანგმა მეზღვაურებმა — ფრეგატ «L’Heure du Berger»-ის ეკიპაჟის წევრებმა 1767 წელს.

კუნძულზე პირველი დამსახლებელი 1810 წელს გახდა მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებელი ამერიკელი ჯონათან ლამბერტი, რომელიც გარდაიცვალა 1812 წელს.

1815 წელს დიდი ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულების ანექსია. სუეცის არხის გახსნამდე კუნძულებს ჰქონდათ სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპიდან და აღმოსავლეთ ამერიკიდან ინდოეთის ოკეანეში მოგზაურობის დროს.

1906 წელს მოხდა ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია პირუტყვის და კარტოფილის პლანტაციების განადგურება. ადამიანები გადაასახლეს კეიპტაუნში. 1961 წელს ამოფრქვევამ ზიანი მოუტანა თევზის ფაბრიკას, ხოლო მოსახლეობა გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე ან დიდ ბრიტანეთში. როდესაც ფაბრიკა აღადგინეს, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ სახლში.

მოსახლეობა

ტრისტანი-და-კუნიას კუნძული — არქიპელაგის ერთადერთი კუნძულია მუდმივი მოსახლეობით. კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტია — ედინბურგის შვიდი ზღვა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სხვა დასახლებული პუნქტები დროებითია და წარმოადგენენ სამეცნიერო ბაზებს და მეტეოროლოგიურ სადგურებს. 2016 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 266 ადამიანს[2]. ყველა მაცხოვრებელი კუნძულზე 1816-1908 წლებში გადასახლებული 8 მამაკაცის (შოტლანდიელი, ნიდერლანდელი, ორი ინგლისელი, ორი იტალიელი და ორი ამერიკელი) და 7 ქალის (5 მულატი: 4 წმინდა ელენეს კუნძულიდან და ერთი კეიპტაუნიდან, და ორი ირლანდიელი) შთამომავლები.

კუნძულზე ცხოვრობენ მხოლოდ 7 გვარის ადამიანები: გლესი, გრინი, ჰაგანი, ლავარელიე, რეპეტო (ორი ტიპური ლიგურიული გვარი), როჯერსი და სუეინი[3].

ხელისუფლება

ტრისტანი-და-კუნიას კუნძულების ადმინისტრატორი, დანიშნული წმინდა ელენეს კუნძულის გუბერნატორის მიერ, კუნძულების საბჭოს მეთაურია, რომელიც შედგება 11 ადამიანისგან: აქედან 8 — არჩევითია, 3 — დანიშნული. საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს ქალი. საბჭოს წევრი, რომელმაც არჩევნებში მიიღო ხმათა უმრავლესობა, ინიშნება მთავარ კუნძულელად (Chief Islander).

კავშირი გარე სამყაროსთან

კუნძულები რეგულარული სამგზავრო რეისებით არ არის დაკავშირებული მატერიკთან. მაგრამ კუნძულზე ჩასვლა შეიძლება თევზსაჭერი და სამეცნიერო გემებით. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თევზსაჭერი გემები მიცურავენ ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებამდე თვეში ერთხელ, მათზე მოწყობილია ადგილები მგზავრებისათვის. კუნძულებთან დასაკავშირებლად ექსპედიციები იყენებენ შვეულმფრენებს.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ვიდეოები კუნძულების შესახებ

სქოლიო

  1. South African weather station on Gough Island
  2. Tristan da Cunha Family News. ციტირების თარიღი: 5 June 2016.
  3. Leonid Kruglyak. (February 1999). Genetic isolateds: Separate but equal?, გვ. 1170-1172.