აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54: ხაზი 54:
|შენიშვნა =
|შენიშვნა =
}}
}}
'''აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა'''<ref>{{სგსოლ|20|სსრ}}</ref>, ან '''აჭარის ასსრ''' ({{lang-ru|Аджарская Автономная Советская Социалистическая Республика}}, ყოფ. ''აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა'' [1936 წლის 5 დეკემბრამდე]; [[16 ივნისი]] [[1921]] - [[1990]]) — საბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც შედიოდა [[საქართველოს სსრ]] შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე და გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის ყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი [[ბათუმი]].
'''აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა''', '''აჭარის ასსრ''' ({{lang-ru|Аджарская Автономная Советская Социалистическая Республика}}, ყოფ. ''აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა'' [1936 წლის 5 დეკემბრამდე]; [[16 ივნისი]] [[1921]] - [[1990]]) — საბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც შედიოდა [[საქართველოს სსრ]] შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე და გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის ყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი [[ბათუმი]].


==ისტორია==
==ისტორია==

16:28, 19 ივნისი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).
აჭარის ასსრ
რუს. Аджарская АССР
დროშა გერბი

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ადმ. ცენტრი ბათუმი
კოორდინატები 41°39′00″ ჩ. გ. 42°00′00″ ა. გ. / 41.65000° ჩ. გ. 42.00000° ა. გ. / 41.65000; 42.00000
დაარსდა 1921
სალაპარაკო ენები ქართული, რუსული
გაუქმდა 1990
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — დედამიწა
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აჭარის ასსრ (რუს. Аджарская Автономная Советская Социалистическая Республика, ყოფ. აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა [1936 წლის 5 დეკემბრამდე]; 16 ივნისი 1921 - 1990) — საბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე და გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის ყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბათუმი.

ისტორია

აჭარის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა 1921 წლის 16 ივნისს. აჭარაში ავტნომიის შექმნის მთავარი მიზეზი იყო თურქეთთან დადებული ყარსის ხელშეკრულება, აჭარამ რელიგიურ და კულტურული უფლებების დაცვის მიზნით მიიღო ფართო ადმინისტრაციული ავტონომია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აჭარას უკვე ავტონომიური რესპუბლიკის სტაუსი მისცა

ადმინისტრაციული დაყოფა

აჭარის ასსრ იყოფოდა 5 რაიონად:

  1. ქედის რაიონი;
  2. ქობულეთის რაიონი;
  3. ხელვაჩაურის რაიონი;
  4. ხულოს რაიონი;
  5. შუახევის რაიონი.

აჭარის ადმინისტრაციული დაყოფა არ შეცვლილა მას შემდეგაც, რაც სსრკ დაიშალა.

მმართველობა

კონსტიტუციის ბოლო სახე მიღებული იყო აჭარის ასსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე IX სესიაზე 1978 წლის 26 მაისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო აჭარის ასსრ ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც 110 დეპუტატისაგან შედგებოდა. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. იგი უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სსრკ, საქართველოს სსრ და აჭარის ასსრ კონსტიტუციებით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნებოდა. აჭარის ასსრ კონსტიტუციის მიღებას და მასში ცვლილებების შეტანას, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკი უმაღლესი საბჭო ახორციელებდა. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა აგრეთვე აჭარის ასსრ კანონების მიღება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) — აჭარის ასსრ სახელმწიფო და ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს შექმნა. უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს — აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში ახორციელებდა აჭარის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უაღლესი ორგანოს ფუნქციებს. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წარმოადგენდა სახელმწიფო დეუტატთა შესაბამისი საბჭოები, რომელთაც ირჩევდა მოსახლეობა ორ-ნახევარი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ახორციელებდა აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები. აჭარის ასსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით.

აჭარის ასსრ მონაწილეობდა საქართველოს სსრ-ისა და სსრკ-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტაში შესაბამისად საქართველოს სსრ და სსრკ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მეშვეობით. სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში იგი წარდგენილი იყო 11 დეუტატით.

1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ ბათუმში შედგა აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა ბაშია ბერიძემ. აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს იუსუფ კორძაია. თავჯდომარის მოადგილეებად — მარიამ მახარაძე და იუსუფ შავაძე.

აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დაუთ დავითაძე, თავჯდომარის მოადგილედ ხატიჯე კაკაბაძე და მიხეილ კილაძე[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო