აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
|ჰიმნი =
|ჰიმნი =
|სტატუსი =
|სტატუსი =
|შედის = [[საქართველოს სსრ]]
|დაქვემდებარება= {{დროშა|საქართველოს სსრ}}
|მოიცავს =
|მოიცავს =
|დედაქალაქი= [[ბათუმი]]
|დედაქალაქი= [[ბათუმი]]

15:56, 16 ივნისი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
დროშა გერბი

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ადმ. ცენტრი ბათუმი
კოორდინატები 41°39′00″ ჩ. გ. 42°00′00″ ა. გ. / 41.65000° ჩ. გ. 42.00000° ა. გ. / 41.65000; 42.00000
დაარსდა 1921
სალაპარაკო ენები ქართული, რუსული
გაუქმდა 1990
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — დედამიწა
აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა[1], აჭარისტანის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა (1936 წლის 5 დეკემბრამდე) — ადმინისტრაციული-ტერიტორია საქართველოს სსრ-ში, არსებობდა 1921 წლის 16 ივნისიდან - 1990 წლამდე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბათუმი.

აჭარის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა 1921 წლის 16 ივნისს. აჭარაში ავტნომიის შექმნის მთავარი მიზეზი იყო თურქეთთან დადებული ყარსის ხელშეკრულება, აჭარამ რელიგიურ და კულტურული უფლებების დაცვის მიზნით მიიღო ფართო ადმინისტრაციული ავტონომია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აჭარას უკვე ავტონომიური რესპუბლიკის სტაუსი მისცა

ადმინისტრაციული დაყოფა

აჭარის ასსრ იყოფოდა 5 რაიონად:

  1. ქედის რაიონი;
  2. ქობულეთის რაიონი;
  3. ხელვაჩაურის რაიონი;
  4. ხულოს რაიონი;
  5. შუახევის რაიონი.

აჭარის ადმინისტრაციული დაყოფა არ შეცვლილა მას შემდეგაც, რაც სსრკ დაიშალა.

აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭო

1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ ბათუმში შედგა აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა ბაშია ბერიძემ. აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს იუსუფ კორძაია. თავჯდომარის მოადგილეებად — მარიამ მახარაძე და იუსუფ შავაძე.

აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო დადგენილება ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ აჭარის ასსრ-ს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებში: 44, 63 და 66.

აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დაუთ დავითაძე, თავჯდომარის მოადგილედ ხატიჯე კაკაბაძე და მიხეილ კილაძე[2].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. , თბ.. — გვ. სსრ.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 14-15, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023