ვლადისლავ არძინბა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
[[1989]] წლის 2 ივნისს ვ. არძინბა, [[ფაზილ ისკანდერი|ფ. ისკანდერის]], [[ბაგრატ შინქუბა|ბ. შინქუბასა]] და [[ალექსი გოგუა|ა. გოგუასთან]] ერთად აფხაზეთის ასსრ-მ წარმომადგენლებად მიავლინა სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა სხდომაზე, სადაც 10 წუთიანი გამოსვლით ისაუბრა აფხაზი ხალხის უფლებების შელახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე<ref>Съезд народных депутатов СССР, бюлетень №9, часть 1, от 2 июня 1989 года. с. 46-52</ref><ref>«Известия», №155, 4 июня 1989 года</ref>. მოგვიანებით, იმავე წელს არძინბა აირჩიეს [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირის]] უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. უმაღლეს საბჭოში მან აირჩია ნაციონალური პოლიტიკის კომისიაში მუშაობა, რომელსაც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა გ. ტარაზევიჩი. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მან სსრკ-ს ავტონომიური ერთეულების უფლებების გასაზრდელად კანონში 50-მდე ცვლილება შეატანინა, რის გამოც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების იყო ყველა მოკავშირე ქვეყნის ხელმძღვანელობა. მას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მ. გორბაჩოვთანაც.
 
არძინბა, როგორც სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი ლუკიანოვის თანამოაზრე, [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] ოპოზიციას წარმოადგენდა, რომელიც [[პერესტროიკა|პერესტროიკის]] ერთ-ერთი ლიბერალი დამცველი იყო, არძინბა კი მოსკოვის ყველაზე რეაქციულ ძალებს უჭერდა მხარს.
 
ვლადისლავ არძინბა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო [[საბჭოთა კავშირი]]ს ლიკვიდაციამდე — 1991 წლის 26 დეკემბრამდე.
 
===აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭო===

სანავიგაციო მენიუ