ლუი დე ბურბონი (1682-1712): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 119: ხაზი 119:
[[კატეგორია:ბურგუნდიის ჰერცოგები]]
[[კატეგორია:ბურგუნდიის ჰერცოგები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის დოფინები]]
[[კატეგორია:საფრანგეთის დოფინები]]
[[კატეგორია:ტახტის მემკვიდრეები რომლებმაც ვერ შეძლეს ტახტზე ასვლა]]

09:08, 4 ივნისი 2020-ის ვერსია

ლუი დე ბურბონი
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 14 აპრილი, 1711
მმართ. დასასრული: 18 თებერვალი, 1712
წინამორბედი: ლუი დე ბურბონი
მემკვიდრე: ლუი დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 აგვისტო, 1682
დაბ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 18 თებერვალი, 1712, (29 წლის)
გარდ. ადგილი: მარლი, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: 23 თებერვალი, 1712, სენ დენის ბაზილიკა
მეუღლე: მარია ადელაიდა სავოიელი
(ქ. 1697 - გარდ. 1712)
შვილები: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი, საფრანგეთის დოფინი
დედა: მარია ანა ვიქტორია ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუი დე ბურბონი (ფრანგ. Louis de Bourbon; დ. 16 აგვისტო, 1682 — გ. 18 თებერვალი, 1712), მეტსახელად პატარა დოფინიბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონისა და მისი პირველი ცოლის, მარია ანა ვიქტორია ბავარიელის პირველი ვაჟი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილი და ლუი XV-ის მამა. მამამისი 1711 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრე, ანუ საფრანგეთის დოფინი გახდა, თუმცა ერთ წელიწადში გარდაიცვალა. დოფინად გახდომამდე ატარებდა ბურგუნდიის ჰერცოგის წოდებას.

ბავშვობა

ლუი ოჯახთან ერთად 1686 წელს

ლუი 1682 წლის 16 აგვისტოს ვერსალის სასახლეში დაიბადა. იგი საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარია ანა ვიქტორია ბავარიელის პირველი ვაჟი იყო. მამამისი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უფროსი და ამავდროულად ერთადერთი კანონიერი ვაჟი იყო. დაბადებისთანავე მას მიანიჭეს ბურგუნდიის ჰერცოგის წოდება, გარდა ამისა იგი ატარებდა დოფინის ვაჟისა და მეფის შვილიშვილის წოდებდბსაც. იგი მამის ხაზით საფრანგეთის სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე იყო.

ლუი თავის უმცროს ძმებთან ერთად, ანჟუს ჰერცოგ ფილიპთან (შემდგომში ესპანეთის მეფე ფილიპე V) და ბერის ჰერცოგ შარლთან ერთად იზრდებოდა. სამეფო ბავშვებს გრაფინია ლუიზა დე პიე ზრდიდათ. როდესაც ლუი რვა წლის იყო დედამისი გარდაიცვალა, რამაც მასზე საშინლად იმოქმედა.

ქორწინება

ლუისა და მარია ადელაიდას ქორწინება

15 წლის ასაკში მყოფი ლუი თავის ბიძაშვილზე, მარია ადელაიდა სავოიელზე დააქორინეს. მარია ადელაიდა სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო II-ისა და მისი ცოლის, ლუის მამის ბიძაშვილის ანა მარი ორლეანელის ქალიშვილი იყო. ამავე წელს ლუის ძმა ფილიპე დააქორწინეს მარია ადელაიდას უმცროს დაზე, პრინცესა მარია ლუიზა სავოიელზე. ეს ქორწინებები იყო ტურინის ხელშეკრულების ნაწილი, რომლითაც ცხრა წლიანი ომის ფრანკო-სავოიური დაპირისპირება ალიანსში გადაიზარდა. ლუისა და მარია ადელაიდას ქორწინება 1697 წლის 7 დეკემბერს შედგა ვერსალის სასახლეში.

სამხედრო კარიერა და პოლიტიკა

1702 წელს, როდესაც ლუი მხოლოდ ოცი წლის იყო, ბაბუამისის მეფე ლუი XIV-ისა და უზენაესი სამეფო საბჭოს მიერ დანიშნულ იქნა რელიგიურ, დიპლომატიურ და სამხედრო საქმესთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებების განდობისა და მოგვარების ღირს ადამიანად, რაც მამამისმა მხოლოდ 30 წლის ასაკში მიიღო.

1708 წელს ესპანური მემკვიდრეობისათვის ატეხილ ომში ლუი ფლანდრიაში ლაშქრობას ხელმძღვანელობდა. სწორედ იმ დროს, როდესაც უკვე ბრძოლა უნდა დაწყებულიყო ლუის ვანდომის ჰერცოგმა უღალატა და თავისი ჯარებითურთ უკან გაბრუნდა, ცხადია ამან ლუი XIV-ის განრისხება გამოიწვია, მაგრამ მისმა გაგზავნილმა დამხმარე ჯარებმა დააგვიანეს. გადამწყვეტი ბრძოლა ოდენარდთან მოხდა, რაშიც ფრანგები გაერთიანებულმა კოალიციამ სასტიკად დაამარცხა. ამან ფრანგები აიძულა უკან დაეხიათ და ქალაქ ლილისთვის ალყა მოეხსნათ. ლილის დაკარგვამ საფრანგეთი ძლიერ შეასუსტა, რამაც მოკავშირეებს საფრანგეთის მიწაზე შეჭრის საშუალება მისცათ.

ამას გარდა საფრანგეთში დიდგვაროვნები უკვე ცდილობდნენ ლუი XIV-ის მიერ დანერგილ აბსოლუტური მონარქიის დანგრევას. მათ სურდათ საფრანგეთი უფრო არაერთპიროვნული და ნაკლებად ცენტრალიზებურ სახელმწიფოდ ექციათ, სადაც თავად იქნებოდნენ თავიანთი საჰერცოგოს მმართველები. ლუი XIV-მ შვილიშვილს მეორე შანსი მისცა, რათა გაყოყოჩებული დიდგვაროვნები დაეცხრო, რაც ლუიმ მალევე მოახერხა. ამის შემდეგ ლუი მეფის არმიის მთავარსარდალი და ასევე საფრანგეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

1711 წელს მას შემდეგ რაც ლუის მამა გარდაიცვალა, იგი საფრანგეთის დოფინი, ანუ ტახტის მემკვიდრე გახდა. თუმცა მისმა ამ მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა. 1712 წლის 12 თებერვალს მისი საყვარელი მეუღლე, მარია ადელაიდა სავოიელი წითელას ეპიდემიას ემსხვერპლა. ლუის ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, რის გამოც საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. ექიმები აფრთხილებდნენ, რომ მარია ადელაიდას ცხედარს არ ახლოსაც არ გაჰკარებოდა, რადგან კიდევ ინფექციის მატარებელი იყო, თუმცა ლუიმ მათ არ დაუჯერათ და ცოლის კუბოს არ მოსცილებია, რის გამოც თავადაც წითელათი დაავადდა, რაც იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. მარია ადელაიდას გარდაცვალებიდან სულ რაღაც ექვს დღეში, 1712 წლის 18 თებერვალს ლუი გარდაიცვალა, 29 წლის ასაკში. დოფინი მისი უფროსი, ორი წლის ვაჟი გახდა, რომელიც ამავე წლის 8 მარტს ასევე წითელას შეეწირა. საბოლოოდ დოფინად ლუისა და მარია ადელაიდას ნაბოლარა ვაჟი, ანჟუს ჰერცოგი ლუი იქცა, რომელიც 1715 წელს ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მეფე გახდა.

შემდგომში უკვე გამეფებულ მცირეწლოვან ლუი XV-ს რეგენტად ლუი XIV-ის ძმის შვილი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II დაინიშნა, რომელმაც ლუის იდეები განახორციელა. სიცოცხლეში ლუის ფილიპთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად უზიარებდა თავის მოსაზრებებს ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით. ფილიპმა ამ იდეებს თავი მოუყარა, გადაამუშავა და განახორციელა, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ საფრანგეთი ერთიან და ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა.

შვილები

ლუის დაქორწინების შემდეგ საყვარლები აღარ ჰყოლია და შვილები მხოლოდ თავის ერთადერთ ცოლთან, მარია ადელაიდა სავოიელთან ჰყავდა, რომელთანაც მას მხოლოდ სამი ვაჟი შეეძინა:

  1. ლუი (დ. 25 ივნისი, 1704 — გ. 13 აპრილი, 1705), ბრეტანის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ლუი (დ. 8 იანვარი, 1707 — გ. 8 მარტი, 1712), ბრეტანის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ლუი XV (დ. 15 თებერვალი, 1710 — გ. 10 მაისი, 1774), საფრანგეთის მეფე, თავდაპირველად დანიშნული იყო თავის ბიძაშვილ მარიანა ვიქტორია ესპანელზე, თუმცა შემდეგ ცოლად პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა შეირთო, რომელთანაც რვა ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა, გარდა ამისა საყვარლებთან ჰყავდა თორმეტი უკანონო შვილი.

წინაპრები

ლიტერატურა

ინგლისურენოვანი

  • Erlanger, Philippe, Louis XIV, translated from the French by Stephen Cox, Praeger Publisher, New York & Washington, 1970. (First published in French by Fayard in 1965).
  • Wolf, John B. Louis XIV (1968).
  • Mansfield, Andrew, "The Burgundy Circle's plans to undermine Louis XIV's “absolute” state through polysynody and the high nobility", 'Intellectual History Review', Vol.27, Issue 2 (2017), pp.223-45

ფრანგულენოვანი

  • Achaintre, Nicolas Louis, Histoire généalogique et chronologique de la maison royale de Bourbon, Vol. 2, Publisher Mansut Fils, 4 Rue de l'École de Médecine, Paris, 1825.
  • Antoine, Michel, Louis XV, Fayard, Paris, 1989.
  • Dufresne, Claude, les Orléans, CRITERION, Paris, 1991.