ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16: ხაზი 16:

==კომუნიზმის პერიოდი==
==კომუნიზმის პერიოდი==
პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა კომუნისტებთან და საბჭოთა მთავრობასთან. რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დაძაბულ პერიოდში, 1922 წელს მეცნიერმა ვლადიმირ ლენინს სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ ულუფაზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად ამხელდა ახალ რეჟიმს. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის საფუძვლები ყალბი იყო. 1924 წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.
პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა კომუნისტებთან და საბჭოთა მთავრობასთან. რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დაძაბულ პერიოდში, 1922 წელს მეცნიერმა ვლადიმირ ლენინს სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ ულუფაზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად აკრიტიკებდა ახალ რეჟიმს. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის საფუძვლები ყალბი იყო. 1924 წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.

1927 წელს პავლოვმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში ე.წ. წითელი პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი მისწერა სტალინს და რუსეთის ინტელიგენციის განადგურებაში დაადანაშაულა. იმავე წლებში თავის ლაბორატორიაში არ მიიღო საბჭოთა კავშირის განათლების კომისარი ნიკოლაი ბუხარინი (მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას სწორედ ბუხარინის უწყება აფინანსებდა). სიცოცხლის ბოლო წლებში პავლოვმა თანდათან შეწყვიტა საბჭოთა რეჟიმთან აქტიური დაპირისპირება და უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ხელისუფლების მიმართ.

==პიროვნული თვისებები==
==პიროვნული თვისებები==

21:13, 3 ივნისი 2020-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Kober.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.

თარგის ჩასმის თარიღი: 2020-06-4.

სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1415 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Kober.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Kober.|ივანე პავლოვი}}-~~~~

მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ივანე პავლოვი
დაბ. თარიღი 14 (26) სექტემბერი, 1849[1]
დაბ. ადგილი რიაზანი, რიაზანის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 1936(1936-02-27)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (86 წლის)
გარდ. ადგილი ლენინგრადი[2]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი, ექიმი, ფიზიოლოგი[10] , neurologist[10] და მკვლევარი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და Medical and Surgical Academies in Russian Empire
განთქმული მოსწავლეები პეტრე ანოხინი, ბორის ბაბკინი, კონსტანტინე ბიკოვი, ნიკოლოზ ვოიცეხოვსკი, ანატოლი ივანოვ-სმოლენსკი, ნიკოლოზ კრასნოგორსკი, პიოტრ კუპალოვი, ლეონ ორბელი, ვიკტორინ დერიაბინი, Davyd Hlinski, Lev Pavlovich Rozanov და Gleb Anrep
მეუღლე Sara Pavlov
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] , კოპლის მედალი[13] , წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, კოთენიუსის მედალი, ბაერის მედალი, კრუნის სახელობის პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[14] , ბელის მედალი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
გავლენა მოახდინეს

ივან პეტროვიჩ პავლოვი (ივანე პეტრეს ძე პავლოვი; რუს. Ива́н Петро́вич Па́влов; დ. 14 სექტემბერი, 1849, რიაზანი, რუსეთის იმპერია, — გ. 27 თებერვალი, 1936, ლენინგრადი, რუსეთის სფსრ) — რუსი ფიზიოლოგი. მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწვის გამოყოფას მეტრონომის ან ზარის ხმაზე. ეს სიგნალი მანამდე საკვების მიწოდებასთან იყო შეუღლებული. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში პირობითი რეფლექსის ცნება შემოიტანა. 1904 წელს მას ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა საჭმლის მომნელებელი სეკრეციის კვლევისთვის.

ბიოგრაფია

ივან პავლოვი 1849 წელს დაიბადა რიაზანელი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ადგილობრივ საეკლესიო სკოლასა და სასულიერო სემინარიაში. 1870 წელს საღვთისმეტყველო განათლების გაგრძელებაზე უარი თქვა და ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ქიმიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა. 1879 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამედიცინო აკადემია; იქვე დაიცვა დისერტაცია 1883 წელს. 1884-1886 წლებში სწავლობდა ლაიფციგსა და ბრესლაუში ცნობილი გერმანელი ფიზიოლოგების — კარლ ლუდვიგისა და რუდოლფ ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ლუდვიგთან მან პირველი დამოუკიდებელი სამეცნიერო სამუშაო შეასრულა სისხლის მიმოქცევის სისტემის ფიზიოლოგიის შესახებ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1888-1890 წლებში პეტერბურგში, ბოტკინის ლაბორატორიაში იკვლევდა გულის ფიზიოლოგიისა და არტერიული წნევის რეგულაციის საკითხებს.

ამავე პერიოდში დახელოვნდა ექსპერიმენტული ქირურგიის სხვადასხვა მანიპულაციაში: შეეძლო ძაღლში ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია ანესთეზიის გარეშე და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური და ემოციური სტიმულის პასუხად სისხლის წნევის ცვლილებების რეგისტრაცია. გულის ნატიფი ნერვების ფრთხილი დისექციით პავლოვმა გამოავლინა გულისცემაზე გულის წნულიდან გამომავალი ნერვული ტოტების ზეგავლენა; კისრის ნერვების გადაჭრილი დაბოლოებების სტიმულირებით აჩვენა გულის მუშაობაზე ცთომილი ნერვების ეფექტი.

1881 წელს პავლოვმა ფიოდორ დოსტოევსკის მეგობარ სტუდენტ ქალზე იქორწინა, თუმცა მატერიალური ხელმოკლეობის გამო ცოლ-ქმარი თავიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა. მეცნიერი მის შემდგომ წარმატებებს თავის მეუღლის - მზრუნველი, რელიგიური და განათლებული ქალის მხარდაჭერას უკავშირებდა. 1890 წელს პავლოვი რუსეთის საიმპერატორო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის პროფესორი გახდა და ამ პოზიციაზე 1924 წელს მის გადადგომამდე მუშაობდა. ამავე პერიოდში ექსპერიმენტული მედიცინის ახალდაარსებულ ინსტიტუტში ცხოველებში ექსპერიმენტული ქირურგიის ახალი სტანდარტები შექმნა, რომელიც სათანადო ოპერაციისშემდგომ მოვლასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გულისხმობდა.

1890-1900 წლებში პავლოვი ინტენსიურად სწავლობდა საჭმლის მომნელებელი გზების სეკრეტორულ ფუნქციას. ბრესლაუში ჰაიდენჰაიმთან მუშაობის პერიოდში მან შექმნა მინიატურული ტოპრაკის („კუჭის“) ფორმირების მეთოდი, რაც გულისხმობდა ცთომილი ნერვის ტოტების შენარჩუნებით კუჭის სეგმენტის იზოლირებას საკვების მასისგან. ამ გზით პავლოვს შეეძლო ცხოველის ჯანმრთელ ორგანიზმში ხანგრძლივად დაკვირვებოდა კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ აქტიურობას.

პირობითი რეფლექსის კანონები

ჯანმრთელ არაანესთეზირებულ ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სეკრეციის ცვალებადობაზე დაკვირვებებმა პავლოვი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბების კანონების ფორმულირებამდე მიიყვანა. ამ საკითხს პავლოვის მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი ეჭირა 1898-1930 წლებში.

კომუნიზმის პერიოდი

პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა კომუნისტებთან და საბჭოთა მთავრობასთან. რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დაძაბულ პერიოდში, 1922 წელს მეცნიერმა ვლადიმირ ლენინს სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ ულუფაზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად აკრიტიკებდა ახალ რეჟიმს. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის საფუძვლები ყალბი იყო. 1924 წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.

1927 წელს პავლოვმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში ე.წ. წითელი პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი მისწერა სტალინს და რუსეთის ინტელიგენციის განადგურებაში დაადანაშაულა. იმავე წლებში თავის ლაბორატორიაში არ მიიღო საბჭოთა კავშირის განათლების კომისარი ნიკოლაი ბუხარინი (მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას სწორედ ბუხარინის უწყება აფინანსებდა). სიცოცხლის ბოლო წლებში პავლოვმა თანდათან შეწყვიტა საბჭოთა რეჟიმთან აქტიური დაპირისპირება და უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ხელისუფლების მიმართ.

პიროვნული თვისებები

პიროვნულად პავლოვი იყო უაღრესად პუნქტუალური ადამიანი; რევოლუციის დღეებშიც კი დროულად მიდიოდა ლაბორატორიაში და საყვედურობდა დაგვიანებულებს. იყო გაბედული, არაკონფორმისტი მეცნიერებასა და პირად ცხოვრებაში. პავლოვი მეცნიერული აგნოსტიციზმის მიმდევარი იყო, თუმცა რელიგიას სასარგებლო მოვლენად თვლიდა; ამბობდა, რომ არავისი შურდა, გარდა მისი ღრმადმორწმუნე მეუღლისა.

მემკვიდრეობა

პავლოვის წარმატების საფუძველი სამეცნიერო ექსპერიმენტის მიმართ მისი მიდგომა იყო: საკვლევ საგანს ის ნორმალურ, ჯანმრთელ ცხოველში აკვირდებოდა ბუნებრივ გარემო პირობებში ხანგრძლივი დროის მანძილზე. პავლოვს რთული სამეცნიერო ამოცანა ექსპერიმენტის მარტივ პირობებამდე დაჰყავდა, რამაც განაპირობა პირობითი რეფლექსის იდეის წარმატებით ფორმულირება. ამავდროულად, პავლოვი აღიარებდა, რომ ასეთი მიდგომა არ ითვალისწინებდა სუბიექტურ (ფსიქიკურ) კომპონენტს, მაგრამ თვლიდა, რომ გონებრივი ფენომენების მეცნიერული შესწავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი გაზომვად ფიზიოლოგიურ სიდიდეებამდე დაყვანით.

მიუხედავად სამეცნიერო ღვაწლისა და აკადემიური რეპუტაციისა, პავლოვის მიდგომები უნაკლო არ ყოფილა. ის აღიარებდა სუბიექტურის განსაკუთრებულობას და სამეცნიერო მეთოდებისგან მის დამოუკიდებლობას, მაგრამ არ მოუცია ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის - სუბიექტურისა და მატერიალური სფეროების - მკაცრი განსაზღვრა და გამიჯვნა. კლინიკურ რეალობაში პავლოვი კრიტიკის გარეშე იღებდა შიზოფრენიისა და პარანოიის შესახებ დამკვიდრებულ ფსიქიატრიულ შეხედულებებს და უმაღლესი გონებრივი მოქმედებების მიმართ მართებულად თვლიდა ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა ინდუქცია და ირადიაცია. ბევრი თანამედროვე ფსიქიატრი პრობლემის ამგვარ ახსნას არასრულყოფილად მიიჩნევს.

შერინგტონისგან განსხვავებით, პავლოვს რუსეთის საზღვრებს გარეთ ბევრი მოწაფე არ ჰყოლია. ფიზიოლოგიაში ნორმალურ, ჯანმრთელ, არაანესთეზირებულ ცხოველზე ხანგრძლივი დაკვირვების მისეული მეთოდი ფართოდ ვერ გავრცელდა.

სქოლიო

  1. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  2. 2.0 2.1 2.2 Павлов Иван Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. W. Horsley Gantt Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. Académie nationale de médecine
  9. Annuaire prosopographique : la France savante
  10. 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
  11. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1904Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  14. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 274.