დავით ართმელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55: ხაზი 55:
[[კატეგორია:წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალერები]]
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
[[კატეგორია:ქართველები პირველ მსოფლიო ომში]]

05:11, 29 მაისი 2020-ის ვერსია

დავით ართმელაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1865
დაბადების ადგილი ქვიანი, გურია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1938[1]
კუთვნილება რუსეთის იმპერია,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Saint Stanislaus, 2nd class with swords და ოქროს ხმალი მამაცობისათვის

დავით ართმელაძე (დ. 1 თებერვალი, 18651938) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ოთხი ორდენის კავალერი და საბრძოლო დიდების ხმლის მფლობელი. რევოლუციის შემდეგ მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში.

ბიოგრაფია

დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წელს, სოფელ ქვიანში, გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთში. ართმელაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო 1885 წლის 7 ნოემბერს. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით), რის შემდეგაც გაიგზავნა ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში. 1888 წლის 1 სექტემბერს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება,[2] ხოლო 1892 წლის 1 სექტემბერს გახდა პორუჩიკი; 1900 წლის 6 მაისი — შტაბის კაპიტანი; 1901 წლის 6 მაისი — კაპიტანი; პირველი მსოფლიო ომის წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე თურქესტანის ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. 1908 წელს მან იქორწინა სოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც 1909 წელს ეყოლა ქალიშვილი ნინა, ხოლო 1911 წელს — ვაჟი ილია.

1915 წლის 19 ივლისს ართმელაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა.[3] 1917 წლის იანვარში დაინიშნა მე-16 თურქესტანის პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1917 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.[4]

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აქტიურად ჩაება ქართული არმიის ფორმირებაში.[5] 1918 წლიდან ქართულ არმიაშია. 1920-1921 წლებში სარდლობდა პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა შენაერთებს.[6] 1921 წლის მარტში ართმელაძე 1500 კაციანი მოხალისეთა ჯგუფით შეუერთდა გენერალ მაზნიშვილს და განდევნა თურქები ბათუმიდან.[5] გენერალი მაზნიაშვილი წერს, „მოველაპარაკე გენერლებს წულუკიძესა და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად. ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბერის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები გენერალ ართმელაძეს“. როგორც თავად მაზნიაშვილი წერდა, ამ ბრძოლაში დაიღუპა მხოლოდ და მხოლოდ 84 ქართველი.[5]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ართმელაძე და სხვა ქართველი გენერლები მონაწილეობდნენ საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში. ის ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.[5]

ჯილდოები

  • 1906 — წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი
  • 1909 — წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
  • 1914 — წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • 1916 — საბრძოლო დიდების ხმლის
  • 1917 — წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დავით ართმელაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
  2. Николай II. (1915). Пехотных полков // Из капитанов в подполковники // Июня 11 дня 1915 года, приказ. 
  3. Николай II. (1916). Стрелковых полков // Из подполковников в полковники // Мая 31 дня 1916 года, приказ. 
  4. დავით ადამოვიჩ ართმელიძე. პროექტი „რუსული არმია დიდ ომში“. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 დავით ართმელაძე — დავიწყებული გმირი. Gurianews (28 მარტი, 2016). ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.
  6. დიდი ქართველები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, გვ. 17. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.