ტოსკანის დიდი საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
ნაპოლეონის დაცემის შემდეგ იტალიაში იფეთქა ნაციონალისტურმა მოძრაობამ და შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ იტალიის გაერთიანებას. როდესაც ასეთი ორგანიზაციები ტოსკანაში გამოჩნდნენ, შეშფოთებულმა ფერდინანდმა სახელმწიფოს დასაცავად თავისი ძმისგან, იმპერატორ ფრანცისაგან ავსტრიული გარნიზონი გამოითხოვა. ფერდინანდმა ტოსკანა ავსტრიას დაუკავშირა.<ref name="CATHOLIC ENCY.">{{cite web|url=http://www.newadvent.org/cathen/15103b.htm|author=Catholic Encyclopaedia|accessdate=18 October 2009|title=Tuscany|publisher=newadvent.org}}</ref>
[[File:Mappa del Granducato di Toscana nel 1815.png|thumb|300px|left|Mapტოსკანის ofდიდი Grandსაჰერცოგო Duchy1815 of Tuscany in 1815წელს.]]
 
ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, ლეოპოლდ II ავიდა, რომელსაც თანამედროვეები აფასებდნენ, როგორც ლიბერალ მონარქს.<ref name="CATHOLIC ENCY."/> მიუხედავად მისი ღირსებებისა, ქვეშევრდომებს იგი არ მოსწონდათ მისი უცხოური წარმომავლობის გამო. მისი კავშირი ავსტრიასთან თანაბრად მიუღებელი იყო. 1847 წლს ლეოპოლდმა პარმის ჰერცოგინიის, მარია ლუიზას გარდაცვალების შემდეგ ლუკის საჰერცოგო შეიერთა (ეს სახელმწიფო მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბურბონ-პარმელთა დინასტიას სამართავად მიწა ჰქონოდა, სანამ პარმის დაბრუნებას შეძლებდნენ). იმავე წელს ჩამოყალიბდა ტოსკანის სახელმწიფო საბჭო.

სანავიგაციო მენიუ